უფრო წარმატებული 2024 - ხვიჩას ბედნიერება, ტრადიციები, ნაკლები პომპეზურობა და ჩასაფრებულები...

AutoSharing Option
ვაჟა-ფშაველა "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმში" ამბობს, რომ როცა საკუთარ
ქვეყანას გამოადგები, მის განვითარებაში წვლილს შეიტან, ამით მსოფლიო მოქალაქე ხდები - ეკუთვნი კონკრეტულ ქვეყანას, შენი შემოქმედება კი - მთელ პლანეტას. თანამედროვეობაში ასეთი ბევრი არ გვყავს, ფეხბურთში კი ნამდვილად - ხვიჩა კვარაცხელია. მისი მოქმედებები არაერთ ქვეყანაში ხიბლავთ და აღაფრთოვანებთ.

კვარაცხელიამ "შენიშვნები" ყველა მიმართულებით მიიღო - პირადი გრძნობების თუ რწმენის ღიად დაფიქსირების გამო. გიჭირს იმის დაჯერება, ვიღაცას ინტერესი ჰქონდეს, სხვისი წარმატება დააკნინოს, სხვა დაძაბოს და ვამპირივით მის შესაძლო წარუმატებლობას ხარბად დააძღეს, მაგრამ ხომ ვიცით,
რომ ასეთებიც არიან. არავის დამუნათება ჩვენი მიზანი არაა, არც მორალისტობას ვაპირებთ, მაგრამ ისიც წარმოგვიდგინა, კვარაცხელიას ირგვლივ ახალ ტალღას როგორ ააგორებდნენ, როცა სოციალური სივრცე მისი ჯვრისწერის ფოტოებმა მოიცვა. ისევ დაელოდებიან, რაღაც ისეთი მოხდეს, ეს ფაქტი მასთან დააკავშირონ.

Sportall.Ge

არადა, ხვიჩას პომპეზურობა სულაც არ უცდია, ბედნიერი დღე ვიწრო წრეში აღნიშნა და თავად არც ფოტოები გაუვრცელებია. "კვარას" ყურადღების ცენტრში ყოფნა სხვა ფაქტორებით არ სჭირდება, ის ამას უშუალო მოვალეობით იმსახურებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც, შესაძლოა, "ჯვარს აცვან", ისაა, რომ გარკვეულ ქართულ ტრადიციებზე უარი არ თქვა, დღეს ხომ ასეთებზე "გამოკიდება" ტრენდულია. რატომაა კვარაცხელია ამ მასშტაბებზე? - ის ნებისმიერ კრიტიკას, აურზაურს მის ირგვლივ, სწორად და პოზიტიურად "ისრუტავს". ამიტომაც ხდება ყოველდღიურად უფრო ძლიერი, ვიდრე გუშინ. ახლაც ასე იქნება და არქაული იგავების მოხმობა, რომ დაოჯახება ფეხბურთელს "კარიერას უნგრევს", მათ გამოიყენონ, ვინც მიღწეულით კმაყოფილდება.

მეტის თქმა და დაკონკრეტება შეგვიძლია, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნევთ. ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საქართველოში ფეხბურთის სიყვარულს ძველი სული შთაბერა, ბევრ სიხარულს გვჩუქნის და ევროპაში ფანჯარა გაჭრა, კიდევ უფრო წარმატებულ 2024 წელს ვუსურვებთ!..

altკლაუდიო ონოფრი: ქორწინება კვარაცხელიას სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 58 /
მოკლედ რა,კომენტარებზე კარგად უნდა გაერთო:-) :-)
ხვიჩა და ნიცა მშვენივრად არიან ერთად ბედნიერები,ვინც მაგათ ქორწილს განიხილავს ან ტორტზე თუ ჩაცმულობაე ქილიკობს... შური და საკუთარი შეუმდგარი ცხოვრება ალაპარაკებს,ასეა ეს :-):-).

მოცლილი
18 ოქტომბერი 2023 22:02
8
100 %. ჩემი სათქმელი თქვით
ბესო
19 ოქტომბერი 2023 16:57
2
ხვიჩა კარგი კაცია, მოედანზე მაგარია და მოედნის მიღმაც, ვულოცავ ორივეს, ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას, რო მიხედოს უკეთესი იქნება
გოგა
18 ოქტომბერი 2023 16:16
3
გაიხარე კვარა!!!შენი ლამაზი ქართული ოჯახით!!!!
სოსო
18 ოქტომბერი 2023 16:15
5
ხვიჩა გილოცავ! ბედნიერებას გისურვებ მეუღლესთან ერთად და მადლობა იმ ოკეანე სიამოვნებისგან, რასაც თამაშით მანიჭებ. გაიხარე!
ჯონდო
18 ოქტომბერი 2023 18:06
3
ახლა რამდენი გოლი, იმდენიც შვილი თქო, ვერა მაგრამ, როგორი უხვგოლიანიც არის იგეთივე უხვშვილიანობას ვუსურვებ ორთავეს. ამათზე როგორ უნდა თქვა აუგი, კაი ქართული ოჯახი შეიქმნა.
ivan
18 ოქტომბერი 2023 20:02
3
თუ უნდოდა უნდა მოეყვანა ცოლი ამ კაი კაცს, აბა იტალიაში ქალებში სასიარულო დრო მაგას არა აქვს. ბედნიერები იყავით 105 წელი, ბევრი შვილი და ბევრი გოლი...........
საბურთალო
18 ოქტომბერი 2023 19:00
4
ვინც წერთ, სტატიაში არარეალური რაღაცები წერიაო, მართლა გჯერათ? კრიზისის დროს არ წერდით, ცოლის გამო მოუკლო და ძოძუაშვილმა ეს უთხრა არველაძესო? პატრიარქმა რაც დალოცა, ვერ გააქვს და გამოილოცოსო, არ ამბობდით? თქვენ მართლა სულელები გგონივართ? კი, ტრადიციებთან ბრძოლა მიდის. გარდა ამისა, უბრალო დაბადების დღეებს იხდიან ნარჩევ კურორტებზე და ხვიჩა ვერ გადაიხდიდა ქორწილს იტალაიში? ცოტა პირი და ტვინი გამოირეცხეთ
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
18 ოქტომბერი 2023 16:01
8
გეთანხმენით,ჩემი სათქმელი თქვით!
გიორგი
18 ოქტომბერი 2023 16:41
3
არა, პატრიარქთან შეხვედრის მერე, მართლა გამოსალოცი იყო.
მურთაზი
21 ოქტომბერი 2023 11:09
4
1. ხვიჩა არის კარგი ადამიანი, სამაგალითო ქართველი კაცი და ფეხბურთის გენიოსი.
2. პომპეზურობა იყო მინიმალური. დარწმუნებული ვარ, რომ სცენარის ავტორი ხვიჩა არ იყო.
3. ჩასაფრებული არ ვარ, მაგრამ საკუთარ აზრებს ყოველთვის გულწრფელად ვიტყვი აქაც და რეალურ ცხოვრებაშიც.
4. ნორმალური ქართველები ხვიჩას კატივს ვცემთ.
ქ. გ.
18 ოქტომბერი 2023 12:13
3
კრიტიკა მესმის ფეხბურთელზე რომ გააკეთო და გამოხატო რეაქცია
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები
მაგრამ პირადი ცხოვრება არავის საქმე არაა
კეთილი ინებეთ და სხვისი პირადი ცხოვრების განკითხვას შეეშვით
არანაირად არ არის კვარაცხელია მისი პირადი გადაწყვეტილება ვინმეს შეუთანხმოს როდის დაოჯაზდება და როდის არა ეგ არავის საქმე არაა
და მსგავსი აზრის მქონე ადამიანებმა თქვენ პირადს მიხედეთ
ხვიჩას კიდე წარმატებას და ულევს სიხარულს ვუსურვებ ❤️
IHMO
20 ოქტომბერი 2023 16:03
4
მომწონს თუ როგორი მოკრძალებული და თავმდაბალი წყვილი ხართ!!!არ გახასიათებთ ქაჯობა და ტრიპაჩობები!!!
გიორგი
18 ოქტომბერი 2023 17:39
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული