გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსაჯი მევლუდ მიმინოშვილი - სფფ-ის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის - მევლუდ მიმინოშვილის გარდაცვალების გამო.

ცნობილმა ქართველმა არბიტრმა, იმსაჯა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში, ევროთასების მრავალ შეხვედრაში. სულ სსრკ-ის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 99 მატჩი (1979-88), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 9 (1990). სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983) ფინალური მატჩის არბიტრი. ექვსჯერ დაასახელეს სსრკ ათ საუკეთესო მსაჯს შორის (1980, 81, 83, 85-87).

მევლუდ მინიმოშვილი მსაჯობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატის პირველ მატჩს თბილისის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის. ასევე, საქართველოს
ეროვნული ნაკრების პირველ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
უფალმა აცხონოს ბატონი მევლუდი
დინამოელი
19:58 26-10-2023
0
ნათელიარ მოაკლოსუფალმამისსულს
alexandre
10:11 26-10-2023
0

სიახლეები პოპულარული