როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, Geo Team-მა გაავრცელა ინფორმაცია თბილისის "დინამოში" ფინანსური პრობლემების შესახებ.
გამოცემის ინფორმაციით, თბილისურ კლუბს მოთამაშეების 3-თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს. "დინამოს" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს გარკვეული დროით მოცდა სთხოვა და პრობლემის გამოსწორებას შეჰპირდა.
თუმცა დათქმულ დროში მოთამაშეებმა თანხმა მაინც ვერ მიიღეს, რის გამოც მათ ოთხშაბათს ვარჯიშზე უარი თქვეს.
Geo Team-ის ცნობით, "დინამოს" ფეხბურთელთა მხარე ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში გამოუცხადებლობასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, ანდრეს კარასკოს გაწვრთნილი გუნდი ხვალ, 4 ნოემბერს, "თელავს" უმასპინძლებს.
13:00 03-11-2023
"დინამოს" ფეხბურთელების პროტესტი - ფეხბურთელთა მხარე ეროვნული ლიგის მომდევნო ტურში გამოუცხადებლობას განიხილავს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 20 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
პირდაპირ გაკვირვებული ვარ.სპორტულმა კლუბებმა რომლებსაც მაყურებელი არ ჰყავთ ხელფასები საიდან უნდა აიღონ ან საერთოდ როგორ უნდა იარსებონ?ბიუჯეტიდან დაფინანსება უზრუნველყოფს მხოლოდ იმ დონეს რა დონეზეც ახლა იმყოფებიან.ფულის ტომრებს კი არ უნდათ და არც არავინ აიძულებთ ფული ჩადონ გრძელვადიან პროექტებში,მოკლევადიანში კი დღვანდელი სურათი გვაქვს.მოთმინებაა საჭირო იმისათვის რომ გუნდმა თამაშის იმ ხარისხა მიაღწიოს,როცა მაყურებელს დააინტერესებს.მაყურებელი კი ნიშნავს უკუგებას ყველა მიმართულებით--ბილეთები,აბონომენტები,რეკლამები,სატელივიზიო გაყიდვები და ა.შ.და საერთოდაც სახელმწიფომ უნდა შწყვიტოს სპორტის იმ სახეობების დაფინანსება რომლებსაც არც ტრადიცია აქვთ,არც გულშემატკივარი და არც პერსპექტივა.მაგ. ქალთა ფეხბურთი.კაცების არ უქნია ღმერთს როცა ასეთი ტრადიცია და ისტორია გვაქვს და ქალებმა რა უნდა ქნან მუდმივად დიდი ანგარიშებით წაგების გარდა? და კიდევ უამრავი სახეობაა მოჯახული და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი და გამოუსადეგარი რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.სახელმწიფომ თავისი ძალისხმევა უნდა მიმართოს მხოლოდ იმ სახეობების მიმართ რომლებიც ჩვენს ხალხს უყვარს,ტრადიციაც აქვს და პერსპექტივაც [ბიზნესის ჩართულობით და დაინტერესებით].უპირველეს ყოვლისა უნდა მიეხედოს ბავშვებს.სპორტული სკოლები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის.უნდა აიკრძლოს 22-23 წლამდე ფეხბურთელების გაყიდვა საზღვარგარეთ,გარდა იმ შემთხვევებისა როცა მიწვევა იქნება ევროპის ტოპ-ლიგების წამყვანი გუნდებიდან და კიდევ უამრავი გზა და მეთოდი არსებობს ჩვენი ფეხბურთის ჭაობიდან ამოსაყვანად,მაგრამ ვინ არის მიმხედავი და გამკეთებელი?
8
1
ფიფია სირცხვილი
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული