"პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ, ამით მეტოქემ კარგად ისარგება და სამი უპასუხო გოლი გაგვიტანა. მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ და სხვაობის შემცირებაც მოვახერხეთ. შედეგით ბედნიერები ნამდვილად არ ვართ, არც მე და არც ის გულშემატკივრები, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ. ვფიქრობ, არავის ჰქონდა იმის განცდა, რომ ჯგუფში რაიმე სასწაულს
ჩვენი მიზანი თავიდანვე ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა გახლდათ. აქ შედარებით ჩვენი დონის ნაკრებები ასპარეზობენ. მჯერა, რომ იმ მოთამაშეებით, რომლებიც გვყავს, ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია", - განაცხადა ქეცბაიამ.