ქართული ფრთებით - "შახტარმა" მოიგო და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „შახტარმა“ „ანტვერპენი“ 1:0 დაამარცხა და როგორც მინიმუმ, გაზაფხულზე ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

დონეცკური გუნდის განაპირა მცველებმა, ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, შეუცვლელად და რაც მთავარია, კარგად ითამაშეს.

„მეშახტეები“ აზაროვის მიერ მოპოვებული საჯარიმოდან თავურით მატვიენკომ დააწინაურა. ბელგიურმა გუნდმა კონტრიერიშებით უპასუხა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე რიზნიკი. შემდეგ კარგი შანსი სუდაკოვმა ვერ გამოიყენა, რომელმაც ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

მეორე ტაიმში „ანტვერპენი“ გააქტიურდა. სწრაფი შეტევისას ბურთი ხარიხას ჯერ აზაროვმა გაარტყა, მერე კი სტეპანენკომ. ბელგიელებმა წნეხი
გააძლიერეს. დონბასელებმა კონტრიერიშზე ორი შანსი ვერ გამოიყენეს. ბოლოს რიზნიკმა გადაარჩინა თავისი გუნდი და შეხვედრაც დასრულდა.

„შახტარი“ H ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილზეა და პლეი-ოფში გასასვლელად 14 დეკემბერს, ბოლო ტურში გასვლაზე „პორტუს“ დამარცხება სჭირდება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“

შახტარი - ანტვერპენი 1:0
გოლი: მატვიენკო (12)
გაძევება: მუია (90+7, ანტვერპენი)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ცრემლები კინაღამ მომადგა თვალებზე სიამაყისგან!!!ეს რა ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა!ერთი თუ დაუშვებდა შეცდომას მეორე თავის ფლანგიდან მის ფლანგზე გარბოდა და ასწორებდა თანამემამულის შეცდომას ეს რა ვნახე….აქამდე ასეთი რამ მე არ მახსოვს. მაგალითად მარსელო რომ გაქცეულიყო კარვახალის შეცდომის გამოსასწორებლად თავის ფლანგიდან მის ფლანგზე ან პირიქით!!!ჩვენმა ბიჭებმა 3-4 ეპიზოდში ასე გაუკეთეს ერთმამეთს კინაღამ გავგიჟდი…ორივე დარბოდნენ გაუჩერებლად!ტექნიკა პასი დარტყმა მონდომება ყველაფერი აჩვენეს დღეს…დიდი მომავალი აქვს ორივეს!ასე თუ გააგრძელეს 2-3 წელიწადი და გრანდი გარანტირებულია!მითუმეტეს შახტარიდან მოხვედრა გრანდში უიოლესი საქმეა…სიტი ბაიერნი ჩელსი ლივერპული რეალი ბარსა ინტერი და ასე შემდეგ)
შახრუდინი
02:24 29-11-2023
3
ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა გუნდის გარდა ერთმანეთისთვისაც თამაშობდნენ, რაღაცნაირად ზრუნავდნენ ერთმანეთზე, ყოჩაღ ბიჭებო! მუია არ გაახარა აზაროვმა :) ბოლოს ამოასხა მუიას ეგონა ჩხუბით შეაშინებდა აზაროვს, მაგრამ არ იქ დათმო ირაკლიმ :)
კოტე
10:59 29-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული