იტალიურ გრანდში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ - ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე სეზონის ბოლოს იმერულ კლუბს დატოვებს და დიდი ალბათობით, კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს:

"ტრანსფერში 2 დაწინაურებული გუნდი "მილანი" და "იუვენტუსია". 19 წლის ცენტრალური მცველის დამატების სურვილს "უდინეზე" და "ვერონაც" გამოხატავენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, "მილანი" მზადაა ქართველი მცველი დაიმატოს და იჯარით სხვა იტალიურ კლუბში გაუშვას. "იუვენტუსი" მინიმუმ 2024 წლის ზაფხულამდე ამ იჯარის წინააღმდეგია.

შევიტყვე, რომ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე ლევან მჭედლიძე მუშაობს. შეთანხმების დახურვის სავარაუდო პერიოდი 10 დეკემბრამდეა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
გოგლიჩიძის და პარკაძის მაგალითის შედარება არასწორია, პარკაძისგან განსხვავებით გოგლიჩიძე მეორე სეზონს ატარებს ეროვნულ ლიგაში და უკვე პროფესიონალურ დონეს შეჩვეულია. სტადიონიდან გოგლიჩიძის რამდენიმე შეხვედრა ვნახე და ფაქტია რომ ძალიან კარგი მონაცემები აქვს. მისი დიდი აღნაგობის მიუხედავად საკმაოდ სწრაფი და მოქნილია, ასევე ბურთთანაც მშვენივრად არის, პრესინგისას დამფრთხალი არ იშორებს ბურთს. ერთი ისაა, რომ ცოტა დაბალ, სწრაფ ფეხბურთელებთან უჭირს, და მაგ მხრივ თუ მოუმატებს, დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის მცველი გახდება.
კრიტიკოსი
21:33 30-11-2023
2
რაც მეტი მით უკეთესი!!! მაგრამ ჯობს იქ წავიდეს სადაც თამაშის და რაც მთავარია გაზრდის მეტი შანსი იქნება, წარმატებები!!!
Givi
20:33 30-11-2023
0

სიახლეები პოპულარული