ერთი მატჩი ორ სხვადასხვა მოედანზე - საქართველოს ქალთა ნაკრებმა საოცარი თამაში შემოატრიალა!

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგი 4:2 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, 44-ე წუთზე კი სტადიონზე განათება გამოირთო და ორივე გუნდის შეთანხმებით თამაში სათადარიგო მოედანზე გაგრძელდა. მეორე ტაიმში ანტმანის შეგირდები გააქტიურდნენ, 67-ე წუთზე ბაქრაძემ ანგარიში შეამცირა, 79-ე წუთზე ჭყონიამ გაათანაბრა, 85-ეზე პასიკაშვილმა ჩვენი გუნდი დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში მეტოქის კარი დანელიამაც დალაშქრა.

საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზეა და 5 დეკემბერს გასვლაზე ლიდერ თურქეთს
დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ლუქსემბურგი 4:2
გოლები: 0:1 მაჩადო (19), 0:2 ტომპსონი (26), 1:2 ბაქრაძე (67), ჭყონია (79), პასიკაშვილი (85), 4:2 დანელია (90+7)

საქართველო: გაბუნია, გასვიანი, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი, კალანდაძე, პასიკაშვილი, დანელია, მატვეევა (ბუხრიკიძე 71), ბაქრაძე, ამბალია (ბებია 46), ჭყონია (ბოლქვაძე 83)

მკითხველის კომენტარები / 22 /
წარმატებები ფუჩურა გოგოებს
სადარის
02 დეკემბერი 2023 07:53
38
უზრდელი ხარ
გოგა
02 დეკემბერი 2023 18:43
0
კი წააგეს 3:0 სადაა მწვრთელი კარგი
გიგა მარგველაშვილი.
02 დეკემბერი 2023 03:16
8
ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი ძალიან კარგი მწვრთნელი მოუყვანეს ნაკრებს, ამ ქალბატონის ხელში სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს ნაკრები. გილოცავთ სულით და გულით , მჯერავს ის დროც მალე მოვა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებთ
დათო
02 დეკემბერი 2023 01:55
3
Mixeilis mecxre bloki. Tu ar gaasachivres misalocia ra tqma unda.
.........
02 დეკემბერი 2023 00:38
7
გილოცავთ, მრავალი წარმატება გქონოდეთ ჩვენო ქალბატონებო! ეს ერთი და სხვა მრავალი!!!
გოგა
02 დეკემბერი 2023 00:02
0
ყველაფერზე მოღადავეები როგორ ხართ? მილოცვა მაინც გაგემეტებინათ ზოგიერთს შუქის ჩაქრობა უფრო შეამჩინიეთ ვიდრე 0-2 დან 4-2 ეგეტმა ხალხმა წაით და კერლინგს უყურეთ გილოცავთ გოგონებო
სიმართლე
01 დეკემბერი 2023 23:46
6
შუქის ჩაქრობა არაა საღადაო და კერლინგია საღადაო? იცი საერთოდ რა ღირს ეგ ქაუნთერი ( ეილს კრეიგის გრანიტი) ? თუმცა რაში უნდა გაინტერესებდეს. საღადაო შუქის ჩაქრობა კი არა მთელი ქვეყანაა საღადაო. პირადად მე გამიხარდა რა თქმა უნდა მოგება,მაგრამ ეგ არაფერს არ ცვლის. გუნდური სახეობის ყველა სპორტში სუსტები ვართ, ფეხბურთში განსაკუთრებით.
დავით 67
02 დეკემბერი 2023 01:35
7
მართალი ხარ ჩემო ძმაო სრულიად გეთანხმები ან ის რა არის რომ შუქი გამოითო სირცხვილია პაპუასები ხომ არ ვართ თუ მერე რა რომ ქალთა ფეხბურთია...
გილოცავთ და წარმატებები ჩვენს ქალთა ნაკრებს
ჯაბა
01 დეკემბერი 2023 23:54
3
მაგრები ხართ გოგონებო,გილოცავთ ყველას ამ წარმატებას.
მაგრამ ამ მიხეილ მესხზე ეს განათება უკვე მართლა საღადაოა!
Irakli
01 დეკემბერი 2023 23:32
1
შუქიიი! ამაში დიდი ტრადიციები გვაქვს.
გია_544
01 დეკემბერი 2023 22:56
4
Moednis shecvla tamashi pirvelad gavige.dilit daanishniet uefas tamashi da ar gavisharebit.neta am orskamianebis xelshi sanam unda gvamyofot.
Gia
01 დეკემბერი 2023 22:52
7
ქარტული შრიფტით წერე ძლივს გამოვიტანე აზრი ტყუილად წერე მაგდენი არაფერი იყო გასაკრიტიკებელი ყველაფერი ხდება
სიმართლე
01 დეკემბერი 2023 23:37
2
ყველაფერზე როგორ უნდა იწუწუნოთ და იღადაოთ ტო?!არ დაიღალეთ ეს დედა აფეთქებული???
გიუშა
01 დეკემბერი 2023 22:29
6

სიახლეები პოპულარული