თურქეთი - საქართველო | ქალთა ნაკრების წლის დასკვნითი მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 5 დეკემბერს წლის დაკსვნით მატჩს გამართავს.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ მერსინის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ანა
პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მეგი ეჯიბაია (ლანჩხუთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა, თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მაიკო ბებია (სამეგრელო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (სამეგრელო), მარიამ ჯანიკაშვილი (სამეგრელო)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
მასონური სიმბოლოეების ჩვენება დამატებითი ფინანსებია?
გიო777
21:32 05-12-2023
0

სიახლეები პოპულარული