შოთა არველაძე "ფატიჰ კარაგუმრუკის" მთავარი მწვრთნელია, ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"ფატიჰ კარაგუმრუკი" თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, ბოლოს არველაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ჰალ სიტის" წვრთნიდა, თუმცა რამდენიმე თვეში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ბრიტანულმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 30 მატჩში 9-ჯერ გაიმარჯვა, 6-ჯერ ფრეს დასჯერდა, 15-ჯერ კი დამარცხდა.
არველაძეს თურქეთის სუპერლიგაში
აქამდე "კაისერისპორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსპორში" უმუშავია.
17:55 11-12-2023
ოფიციალურად: შოთა არველაძე "ფატიჰ კარაგუმრუკის" მთავარი მწვრთნელია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 24 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კარაგუმრიკს ვინც იწუნებთ, რომელი გვარდიოლა შოთიკოა? ფახთაქორის გარდა ვერსად მინიმალური შედეგიც კი ვერ დადო. ძალიან პოზიტიურად ვარ შოთასადმი განწყობილი, მაგრამ ფაქტი ფაქტია!
34
3
რა გინდათ ხალხო, რას იგესლებით. ღმერთმა ქნას გამოუვიდეს და წარმატებული იყოს. თქვენგან ითხოვს ეს კაცი რამეს ღუ თქვენი მშობლიური ქალაქის კლუბი ჩააბარეს?
29
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული