ფუტსალი | საქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის ბოლო შეხვედრებს ჩვენი გუნდი სომხეთის და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.

13 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ერევანში გაემგზავრება, სადაც 15 დეკემბერს სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა კი თბილისში 20 დეკემბერს გაიმართება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 15 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ღავთაძე
(ტიუმენი, რუსეთი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ჩიმბა (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), ბრუნო პეტრი (პიროსიჯენო, იტალია), არჩილ სებისკვერაძე (ვიტებსკი, ბელარუსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

მატჩების განრიგი

15 დეკემბერი | სომხეთი - საქართველო | 20:00

20 დეკემბერი | საქართველო - პორტუგალია | 18:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა აზრი აქ ამდენი წაგება ჩაგვეთვალა და კიდე გვაქ რამე შანსი?
ეეე
23:02 12-12-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული