ფუტსალი - საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში მეხუთე მატჩი გამართა.

ერევანში, სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი გიორგი ღავთაძემ გაიტანა.

ელიტ რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
აგერ სომხეთთან წაგებით ჯგუფში ბოლო ადგილზე გადავედით, ეს იმას ნიშნავს მომავალ შესარჩევში, რჩეულ გუნდებს შევხვდებით.
,დიმა
10:45 16-12-2023
0
ეს რა მომხდარა?იმაზე ვიფიქროთ სადმე არ გადაგვეყაროს სომხეთის ნაკრები ჩვეულებრივ ფეხბურთში თორე გადაგვახევს ბურთს თავზე.
Სიმართლე არავის არ გვაინტერესებს და ილუზიებით გვიყვარს ცხოვრება.ბულგარეთის ისტორიის მანძილზე ყველაზე სუსტ გუნდს მოუგეთ და მეცხრე ციდან ჩამოსვლა აღარ გვინდოდა.
Იხრჩობა ქართული ფეხბურთი კორუფციაში,გაყიდულ და ჩაწყობილ თამაშებში.დინამო თბილისის და ბათუმის ჩაწყობილი თამაში ისე გაგვიკვირდა თითქოს პირველი იყო.
Სანამ ჩემპიონატი დაიწყება უკვე რო ცნობილია ბათუმი ჩემპიონი უნდა გახდეს და ფოთი ლიგაში გადმოვიდეს-რანაირად უნდა განვითარდეს ფეხბურთი?
ის ჩემგან პატივცემული ადამიანი სანამ თამაში დაიწყება და შემოგითვლის ,,გარეჯს" ვერ გადახვალთ ლიგაში იმიტომ რო ასეა საჭოროო-რანაირად უნდა განვითარდეს ფეხბურთი?
Გუნდის ხელმძღვანელი მწვრთნელს რო აძლევს პირობას(მიქაძეზე მაქ ლაპარაკი) უეჭველი გარანტიას გაძლევ მომავალ წელს ევროტურნირზე ვითამაშებთო-რანაირად უნდა განვითარდეს ფეხბურთი?
Გამიგია მწვრთნელს მოსთხოვო ევროტურნირზე გაიყვანე გუნდიო და ის არ გამიგია მწვრთნელი იმ პირობით გადმოდიოდეს გუნდში თუ გუნდის ხელმძღვანელი მოგცემს იმის გარანტიას რო ევროტურნირებზე გამსვლელ ადგილს გაიჩალიჩებს.
Სანამ ფეხბურთში ის არ მოხდება რაც ხდება რაგბში,ძიუდოში-არაფერი გვეშველება.ერთი მეცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.ის ძველი დინამო იმიტომ იყო ძლიერი გუნდი,რომ გუნდში 5 მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა.5 კი არა 10 წამოვა თუ ფეხბურთი გახდება ხელმისაწვდომი ღარიბებისთვის,მოისპობა კორუფცია,ნაცნობ-მეგობრობა,ზემოდან დარეკვები და მერე ნახეთ რა თაობა წამოვა.ოღონდ ამას 10 წელი მაინც უნდა დღეიდან თუ არადა სულ ილუზიებში ვიქნებით მანამდე სანამ სარკეში არ ჩაგვახედებენ ისე როგორც ჩაგვახედა ესპანეთმა
jordan beli
06:06 16-12-2023
1

სიახლეები პოპულარული