ქართული ფეხბურთის მომავალი მარგალიტი - 17 წლის მცველი, რომელიც "ბაიერნმა" გამოარჩია

AutoSharing Option
"საბურთალოს" 17 წლის ფეხბურთელმა გიორგი ნიკოლაიშვილმა მიმდინარე თვეში "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდში ივარჯიშა. როგორც გავარკვიეთ, მიუნხენურ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

გიორგის მისი მწვრთნელები შრომისმოყვარე და პერსპექტიულ ფეხბურთელად ახასიათებენ. სწორედ მისი შრომისმოყვარეობა გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი "რეკორდმაისტერმა" უამრავ მოთამაშეს შორის გამოარჩია.

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" თავადაც დიდებული აკადემია აქვს, რომელსაც უამრავი ცნობილი ფეხბურთელი აღუზრდია, ისეთები, როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი, ფილიპ ლამი და დიტმარ ჰამანი არიან.

ნიკოლაიშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია, მას საქართველოს 16, 17 და 18+წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

აღსანიშნავია
ერთი გარემოებაც, იგი გერმანიაშია დაბადებული და 5 წლის ასაკამდე სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობდა. შესაბამისად, გიორგის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ "ბაიერნს" ნიკოლაიშვილის გაფორმება 18 წლამდეც შეუძლია.

შეგახსენებთ, "ბაიერნის" რიგებში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე ირიცხება, 18 წლის ნახევარმცველი ამჟამად იჯარის წესით "ადმირაშია" განათხოვრებული.

იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთოდ გადაწყდება და ნიკოლაიშვილს მსოფლიო ფეხბურთის გრანდში ვიხილავთ.

ფოტო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
შრომისმოყვარეობა ყველა ნორმალური ქართველის ხასიათშია.
ზარმაცი და უქნარა ერი აროდეს ვყოფილვართ.სხვაგვარად ჩვენი ბურდღა არ იქნებოდა ახლა დედამიწაზე- არც ტვინის განძრევა გვეშლებოდა,არც ხმლის ქნევა და არც გუთნის,ბარ-თოხისა და სხვა შრომის იარაღთა მარდად და დროულად გამოყენება.
ზარმაცნი და უქნარანიც საკმაოდა გვყავს,სამწუხაროდ,მაგრამ ეს უკეთური თვისება ვერაფრით იქნება ჩვენი ხასიათის ძირითადი მახასიათებელი.ნურავის ნუ შეეშლება ეს!
ბრაზი
18:45 22-01-2024
2
გენაცვალე ბუბუ, მაყურებინე ალიანც არენაზე შენი თამაში.
საქართველო
23:16 22-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული