"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა "კვარა" რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა.

რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ შორისაა ბოლო დროის გახმაურებული ამბები - ჯუღელსა და ოსიმენს შორის არსებული დაძაბულობა თუ ის გამოხმაურება, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებასთან დაკავშირებით გურამ კაშიას გადაწყვეტილებას მოჰყვა.
აქვე დავაფიქსირებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს პასუხის გაცემის საშუალება ექნება და მზად ვართ, მასთან ვრცელი ინტერვიუც დავგეგმოთ...

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საუბარი ბლოკებად დავყავით და მონოლოგის სახით გთავაზობთ.

ხვიჩა უფრო გაზრდილია...

ზედმეტი ახსნა არ სჭირდება, თუ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი რა დონეზე ჩაატარა. მას ახლაც აქვს 5 გოლი, საგოლე პასები, მოპოვებული პენალტები, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ძველებურად არაა, ასე ვთქვათ, ხვიჩა აღარ "დაქრის".

გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს - გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, თანაც უკვე ორჯერ; არადა, ლუჩანო სპალეტიმ "კვარას" ზუსტი გასაღები მოუძებნა და ცდილობდა, მისთვის კომფორტული პოზიცია შეერჩია; გარდა ამისა, "ნაპოლი" ძველებურად ვერ თამაშობს და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ ყველაფრის გამოძახილი შეიძლება იყოს კვარაცხელიას მომატებული გაფრთხილებებიც...

მგონია, რომ ხვიჩა გუნდურად უფრო გაზრდილია. გვახსოვს, სპალეტის ამ მიმართულებით ბევრი შენიშვნის მიცემა უწევდა. როცა კვარაცხელიას ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, სხვაა, როცა გუნდი ანგარიშს ხსნის და შემდეგ შემტევებს მეტი სივრცე რჩებათ და განსხვავებულია, როცა ზრუნვა გათანაბრებაზე გიწევს.

ნეაპოლელები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ძველებურ ფორმაში არც ზელინსკი და ნახევარდაცვაა, რომელიც დაკარგულ ბურთს იოლად იბრუნებდა; წინა სეზონში ოსიმენი, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შანსს იყენებდა, რასაც მას თანაგუნდელები და ყველაზე მეტად, 77-ე ნომერი უქმნიდნენ, ახლა ასე არც ესაა...

საკუთარ თაზე მუშაობა...

დამაინც, ერთი გარდამტეხი თამაშია საჭირო, რაც "კვარას" რწმენას სრულად დაუბრუნებს და მას კიდევ უფრო კარგს ვიხილავთ. ხვიჩა საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. თუ ახლა რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა, ვარჯიშებზე ამას აუცილებლად დიდ ყურადღებას დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან მშვენიერი გოლები გაიტანა...

ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს, ის ყველაფერს საქმით ამტკიცებს. მას ახლა არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი არ აქვს. ამხელა აღიარების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ეს ბუნებრივია... ზოგიერთი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე რომ მიანიშნებს, შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოს. ის უფრო მოწადინებულია, გოლებს მეუღლეს უძღვნის...

საუბრობენ პირობებსა და სხვა გუნდში გადასვლაზეც - ფაქტია, კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ყველა ვისურვებდით და კარგი იქნება, ეს მის ხელფასზე  თუ აისახება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩასთვის გასამრჯელო მთავარი არაა და ეს მის სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. რაც შეეხება ტრანსფერს - აუცილებლად გამოჩნდებიან გრანდები, რომლებიც მისით დაინტერესდებიან და საკუთარ პირობებსაც წამოაყენებენ...

"მადლობას ვუხდი ზეცას, რომ შენ შეგხვდი, ნეაპოლო!" - ფოტო "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდიდან"

Sportall.Ge

მამუკა ჯუღელი

კვარაცხელია ახლა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, უფრო რთული კი აქამდე მოსვლა იყო, რაც მასთან ერთად მამუკა ჯუღელმა ბრწყინვალედ განახორციელა. ის ახლაც ბევრს გააკეთებს, ხვიჩას კარიერა იდეალურად რომ წარიმართოს. ჩვენი ფეხბურთელები, იტალიის გარდა, საფრანგეთში (დავითაშვილი), უკრაინაში (აზაროვი) და სხვა ქვეყნებშიც არიან...

რაც შეეხება ოსიმენთან დაკავშირებულ ამბავს, მიმაჩნია, მამუკას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს იმით, რომ შესაძლოა, ნიგერიელი ფორვარდი ისეთ ჩემპიონატში წავიდეს, სადაც ვარსკვლავები გამოდიან.

ხვიჩა და ვიქტორი მეგობრები არიან. კვარაცხელიას, არა მგონია, გაუხარდეს ის, რაც ოსიმენმა საკუთარი ოჯახის წევრსა და უახლოეს ადამიანზე თქვა. მაინც გამოვრიცხავ, ფეხბურთელებს შორის ამან ურთიერთობა დაძაბოს...

კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა...

ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.

გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა,  ქართველი ფეხბურთელის პირველობა - ამ შემთხვევაში კვარაცხელიას - ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა...

წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე...

სხვადასხვა

ივა გელაშვილი სერია "ბ"-ში შესანიშნავად თამაშობს და თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდებს ბევრი შანსი არ ეძლევათ...

"ფროზინონეში" ცდილობენ, გიორგი კვერნაძე სერია "ა"-ს მეტად შეეგუოს, ფიზიკურად გაძლიერდეს და ამის შემდეგ მეტი დრო მიეცემა. მინდა წარმატება ვუსურვო საბა გოგლიჩიძეს, რომელიც "ემპოლიში" ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა...

როგორც იცით, მამუკა ჯუღელის დიდი სურვილია, სამეგრელოში მეტი საფეხბურთო აკადემია და კლუბი არსებობდეს. კარგია, რომ ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გირჩევთ, დააკვირდეთ - "კოლხეთში" "გაგრადან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, 19 წლის საბა ზოიძე გადავიდა, სწრაფია, მებრძოლია, "საბურთალოს" შესანიშნავი გოლი გაუტანა... ლადო ჩიხლაძე, რომელიც "სამგურალიდან" გვახსოვს, ასევე ფოთში ითამაშებს.

საინტერესო ჩემპიონატის იმედი მაქვს!..

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

altსოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 136 /
ამ საცოდავ კორბენას თუ შმორბენას გონია კაშიას იმიტომ დაუწუნეს საქციელი რომ ადრე ლგბტ სამკლაური გაიკეთა. მაგრამ იმის მიხვედრა სად აქვს, რომ მისი ეს ბოლო არჩევანი უბრალოდ იყო დამატებითი ლგბტ-ური საქციელი მისი მხრიდან. კანკავა რომ ყოფილიყო და ხმა არ მიეცა ხვიჩასთვის იგივენაირად გააკრიტიკებდნენ, უბრალოდ კაშიასგან სხვა არა მართებული საქციელიც ახსოვს ხალხს და ამაშია საქმე. მარა ლიბერასტმა თავი ხო უნდა დაისაწყლოს და ჩაგრულის მანტია მოირგოს, ყველა გნიდური საქციელის მერე. ხოლო რატო უნდა მიეცა ხმა კაშიას კვარაცხელიასთვის, მიუხედავად მისი ბოლო ავარდნებისა, ამაზე ბევრი და სწორი დაიწერა აქ. კვარაცხელიამ რომ პატრიარქზე კარგად ილაპარაკა ლიბერასტებმა მას გადაუარეს ან თუ არ გადაუარეს ღადაობდნენ, მარა ნუ კაშიას ეს ლგბტ-ური საქციელი ნორმალურია და გასაკრიტიკებელი არაფერი აქვს თურმე. ძალიან არა სწორი ხალხი ხართ, ძალიან და დაწრმუნებული ვარ გულის სიღრმეში იცით კიდეც.
შვედუნა
23 იანვარი 2024 11:32
4
ეეხ გურამ, გურამ... რა კარგი შანსი გქონდა რომ ხვიჩას პირველზე დასახელებით იმ პროვინციალთა ჯოგის გული მოგეგო, რომლებიც სამკლავურის ამბების შემდეგ შენზე ჩასაფრებულები არიან და კიდევ ვერ მოუნელებიათ ბოდიშიც რომ არ მოუხადე ))
ცოტათი მაინც მოლბებოდნენ და თავიან უბადრუკ ეგოს დაიკმაყოფილებდნენ.
ეხლა არა თქვა, ობიექტურობა უპირველეს ყოვლისაო. მესი რომ დაასახელე ხო რას ამბობ, ობიექტურობის პიკი იყო )))
კორბენა
23 იანვარი 2024 10:53
10
კორბენ, მესი იმავე მიზეზით დაასახელა, რა მიზეზითაც დაასახელეს მესი კეინმა,სალახმა, მოდრიჩმა, ვანდეიკმა, ფალკაომ, ფედე ვალვერდემ, ლუკაკუმ.. გავაგრძელო? ამ ფეხბურთის არმციდნეებმა, მიკერძოებულებმა ან კორუმპირებულებმა არა, შენი აზრით? და იქნებ უბრალოდ იმიტომ, რომ ჰალანდის ტეპ ინ გოლების (რაც ასევე დასაფასებელია და ვინც ამას აფასებს ყველაზე მეტად, მისი ნებაა)
მესის პერფორმანსი არჩიეს, რომელსაც ლამის ყოველ თამაშში დგამს? მაგრები ხართ ეს მესის ჰეიტერები...)))
)))
23 იანვარი 2024 11:26
4
ორი წელიც რომ მოეცადა ჯობდა( ღმერთმა აბედნიეროს)
ყმაწვილი კვარა უფრო მაგარ ფეხბურთს თამაშობდა
თენგო
23 იანვარი 2024 10:00
6
კაშიას პირველი კვარაცხელია უნდა დაესახელებინა, მეორე მამარდაშვილი და მესამე მიქაუტაძე. აი, მაშინ იქნებოდა მაგარი კაპიტანი.
დიმა
23 იანვარი 2024 08:01
8
კაშია ბოღმა და შურიანი კაცია.თავისზე უკეთესს და მჯობს ვერ იტანს.თუ კაცია თქვას კანკავა რატო წავიდა ნაკრებიდან და როგორ გახდა კაპიატანი
ჯარჯი
23 იანვარი 2024 06:08
6
და აბა რაუნდა ექნეა კაშიას? ყველაფერზე უაზროდ ნუ ილანძღებით
Lado
23 იანვარი 2024 05:00
9
გადავიკითხე კომენტარები და ერთი დასკვნა გამიჩნდა- კომენტატორების ნაწილი, რომელსაც თავდაუზოგავად იძახის "პირველ ადილზე უნდა დაესახელებინა" ნამდვილად იმასაც ამბობენ რომ საქართველოში ეკონომიკური ბუმის და ოქროს ხანა დაგვიდგა, თანაც რუსი ტურისტების დიდი მოყვარულები არიან.
მოკლედ -უნდა წავიდეს კაშია? კი ბატონო,წავა, მაგრამ ამით რა? კვარაცხელია მესიზე უკეთესი ფეხბურთელი გახდება?
Walter White
23 იანვარი 2024 02:55
21
უკაცრავად მაგრამ, კარგად ვერც კომენტარები გადაგიკითხავთ და ვერც ის, თუ რა დაჯილდოვება იყო. თუ ობიექტურად შეფასებაზე გაქვთ საუბარი, მესი სამეულში საერთოდ არაფერ შუაში იყო და თუ სურვილისამებრ, ისეთ კაპიტანს რა ვუთხარი საკუთარი თანაგუნდელი და თანამემამულე რომ არ ემეტება. მისი ხმით არაფერი შეიცვლებოდა. მესი მაინც აიღებდა და კვარაც ალბათ იქ გავიდოდა სადაც გავიდა. აქ დამოკიდებულებაზეა საუბარი. კაპიტნობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და კაპიტანიც რომ არ იყო შენი თანამემამულე რომელიც 2023 წლის სეზონში იტალიელებმა აღიარეს საუკეთესოდ და ოფიციალურად დააჯილდოვეს, იმსახურებს გვერდით დგომას. ჟესტი იქნებოდა თავად კარგი. თორე ობიექტურად მოდი ვისაუბროთ სტატისტიკით ვინ იყო ღირსი და ვინ არა. ობიექტურად თუ შევაფასებთ მესი ათეულს მოღმაა 2023 წელს. მსოფლიო 2022-ში მოიგო და აქ კავშირში არაა და ტყუილად ნუ დაასახელებთ. ეს რუსი ტურისტები კიდევ როგორ ყველგან უნდა ჩააკვეხოთ. რა შუაში იყო აქ? ბელონგემზე, მბაპეზე, ჰალანდზე, დებრუინზე მეტი გააკეთა მესიმ 2023 წელს? დამისახელე რა კომპონენტში სჯობდა კონკრეტულად 2023 წელს. აქ იმაზე არაა საუბარი ზოგადად რომ უდიდესია მესი. აქ კონკრეტული წლის შეჯამება იყო. ჰალანდმა და დებრუინმა ყველაფერი მოიგეს საკლუბო, გოლებით დრიბლინგით პასებით და შედეგიანი მოქმედებებით სხვა ბევრმა ფეხბურთელმა გადაასწრო მაგ წელს. ამერიკაში გადასვლის შემდეგ საერთოდაც აღარ თამაშობს თითქმის და რა პრინციპით იყო საუკეთესო მესი დამისახელე.
სიმართლე უნდა ითქვას
23 იანვარი 2024 08:47
8
არ ვიცი რატომ იცავთ ასე თავგამოდებით კაშიას ან რომელ ობიექტურობაზე საუბრობთ? ისიც ვერ გაუგია ზოგს, რომ აქ საუბარი იყო მხოლოდ 2023 წლის საუკეთესოზე და არა ზოგადად საუკეთესოზე. 2023 წელს კი მესის ძალიან ბევრი სჯობდა. მათ შორის ხო კვარაც. სტატისტიკა ასეთია. ამერიკაში გადასვლის შემდეგ მხოლოდ 6 თამაში და ერთი გოლი აქვს. რომელ საუკეთესოობაზე და ობიექტურობაზე საუბრობთ. მბაპე, დებრუინი, ბელინგემი, ჰალანდი, ლაუტარო მარტინესი, ოსიმენი და კიდევ ძალიან ბევრია ვინც ობიექტურად შეიძლებოდა პირველ სამეულში დასახელებულიყო. რომელს სჯობდა 2023 წელს მესი? მითუმეტეს როდესაც ხარ კაპიტანი და შენი თანაგუნდელი შეგიძლია დაასახელო, რომელიც სერია ა-ს საუკეთესო გახდა მაგ წელს, მხარი უნდა დაუჭირო. ეს არამტო მისი მცარდაჭერაა, არამედ შენი ქვეყნისაც. იმ ქვეყნის, რომლის ნაკრების კაპიტანიც ხარ. ჯერ ერთი კარგი ჯესტი იქნებოდა კაპიტნისაგან. მერე მეორე გულიც ეგრე უნდა აძგერებოდა. ხოლო ობიექტურად თუ სურდათ მანდ მესი 20ეულშიც არ უნდა მომხდარიყო. ისევე როგორც კრიშტიანუ ვერ მოხვდა, რომელსაც 19 თამაშში 20 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს ნახევარ სეზონში. მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ხო მართალია 20ეულშიც რომ არ მოხვდა. რომ დაესახელებინა ვთქვათ ხვიჩა ვინ რას მოსთხოვდა? ან ვინმე იტყოდა რომ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი რატომ დაასახელეო? რახმანიმ რომ დაასახელა რა დაკნინდა მაგით? თუ ობიექტურობაზე საუბრობთ პირველ რიგში მესი არ უნდა ყოფილიყო იმ სამეულში და თუ სურვილებისამებრ მაშინ პირველ რიგში შენი გუნდის წევრისადმი უნდა გაგიჩნდეს სურვილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იყო მხოლოდ 2023 წლის საუკეთესოს დასახელება სადაც სტატისტიკით, მბაპეს, ჰალანდს, დებრუინს, ოსიმენს, ლაუტაროს ბევრად უკეთესი შედეგები ჰქონდათ.
სიმართლე უნდა ითქვას
23 იანვარი 2024 02:10
16
წაკითხულის გააზრებაში აშკარად პრობლემა გაქვთ. აქ ერთი კონკრეტული წლის შეფასება იყო და არა ზოგადად როგორც ფეხბურთელის და მისი მთელი კარიერის. იძახე ვახ. გადახედე სტატისტიკას და ნახავ რომ 2023 წელს მესის მბაპემაც აჯობა, ჰალანდმაც, ოსიმენმაც და კიდევ ბევრმა.
სიმართლე უნდა ითქვას
23 იანვარი 2024 19:26
0
კვარა მესის ჯობიაო))))დდ.ვახ რაა
თემო
23 იანვარი 2024 09:29
7
თურმე მოდრიჩს პირველ ადგილზე ბროზოვიჩი დაუწერია ხორვატულ ჯიგრულ პონტში. სულ ოთხი მილიონიც კი არ ვართ ხორვატები და ამიტომ ასე უნდა მოვიქცეთო! უი არა? ეგ ერის გამყიდველი ეგა...
...
23 იანვარი 2024 02:05
13
სპორტულ, ამ ბოლო დროს რაღაც უცნაური ხალხის ნააზრევს რომ გვთავაზობ, ჯერ "ინტელექტუალი" ჯანაშია, მერე ეს "მაგარი სპეციალისტი" რევიშვილი - რა პრინციპით, რუსთმოყვარეობის ნიშნით არჩევ? დაილია საქართველოში ისეთი ადამიანები მართლა რომ მოეკითხება ჭკუა და პროფესიონალიზმი? რაის რევიშვილი და ჯანაშია? მაგათ სპორტექსპრესებს აძლიონ ინტერვიუ რუსსკი ფუტბოლის "სიდიადის" და "უსამართლოდ დაჩაგვრის" გამო!
)))
23 იანვარი 2024 01:50
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული