"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა "კვარა" რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა.

რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ შორისაა ბოლო დროის გახმაურებული ამბები - ჯუღელსა და ოსიმენს შორის არსებული დაძაბულობა თუ ის გამოხმაურება, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებასთან დაკავშირებით გურამ კაშიას გადაწყვეტილებას მოჰყვა.
აქვე დავაფიქსირებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს პასუხის გაცემის საშუალება ექნება და მზად ვართ, მასთან ვრცელი ინტერვიუც დავგეგმოთ...

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საუბარი ბლოკებად დავყავით და მონოლოგის სახით გთავაზობთ.

ხვიჩა უფრო გაზრდილია...

ზედმეტი ახსნა არ სჭირდება, თუ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი რა დონეზე ჩაატარა. მას ახლაც აქვს 5 გოლი, საგოლე პასები, მოპოვებული პენალტები, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ძველებურად არაა, ასე ვთქვათ, ხვიჩა აღარ "დაქრის".

გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს - გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, თანაც უკვე ორჯერ; არადა, ლუჩანო სპალეტიმ "კვარას" ზუსტი გასაღები მოუძებნა და ცდილობდა, მისთვის კომფორტული პოზიცია შეერჩია; გარდა ამისა, "ნაპოლი" ძველებურად ვერ თამაშობს და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ ყველაფრის გამოძახილი შეიძლება იყოს კვარაცხელიას მომატებული გაფრთხილებებიც...

მგონია, რომ ხვიჩა გუნდურად უფრო გაზრდილია. გვახსოვს, სპალეტის ამ მიმართულებით ბევრი შენიშვნის მიცემა უწევდა. როცა კვარაცხელიას ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, სხვაა, როცა გუნდი ანგარიშს ხსნის და შემდეგ შემტევებს მეტი სივრცე რჩებათ და განსხვავებულია, როცა ზრუნვა გათანაბრებაზე გიწევს.

ნეაპოლელები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ძველებურ ფორმაში არც ზელინსკი და ნახევარდაცვაა, რომელიც დაკარგულ ბურთს იოლად იბრუნებდა; წინა სეზონში ოსიმენი, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შანსს იყენებდა, რასაც მას თანაგუნდელები და ყველაზე მეტად, 77-ე ნომერი უქმნიდნენ, ახლა ასე არც ესაა...

საკუთარ თაზე მუშაობა...

დამაინც, ერთი გარდამტეხი თამაშია საჭირო, რაც "კვარას" რწმენას სრულად დაუბრუნებს და მას კიდევ უფრო კარგს ვიხილავთ. ხვიჩა საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. თუ ახლა რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა, ვარჯიშებზე ამას აუცილებლად დიდ ყურადღებას დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან მშვენიერი გოლები გაიტანა...

ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს, ის ყველაფერს საქმით ამტკიცებს. მას ახლა არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი არ აქვს. ამხელა აღიარების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ეს ბუნებრივია... ზოგიერთი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე რომ მიანიშნებს, შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოს. ის უფრო მოწადინებულია, გოლებს მეუღლეს უძღვნის...

საუბრობენ პირობებსა და სხვა გუნდში გადასვლაზეც - ფაქტია, კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ყველა ვისურვებდით და კარგი იქნება, ეს მის ხელფასზე  თუ აისახება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩასთვის გასამრჯელო მთავარი არაა და ეს მის სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. რაც შეეხება ტრანსფერს - აუცილებლად გამოჩნდებიან გრანდები, რომლებიც მისით დაინტერესდებიან და საკუთარ პირობებსაც წამოაყენებენ...

"მადლობას ვუხდი ზეცას, რომ შენ შეგხვდი, ნეაპოლო!" - ფოტო "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდიდან"

Sportall.Ge

მამუკა ჯუღელი

კვარაცხელია ახლა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, უფრო რთული კი აქამდე მოსვლა იყო, რაც მასთან ერთად მამუკა ჯუღელმა ბრწყინვალედ განახორციელა. ის ახლაც ბევრს გააკეთებს, ხვიჩას კარიერა იდეალურად რომ წარიმართოს. ჩვენი ფეხბურთელები, იტალიის გარდა, საფრანგეთში (დავითაშვილი), უკრაინაში (აზაროვი) და სხვა ქვეყნებშიც არიან...

რაც შეეხება ოსიმენთან დაკავშირებულ ამბავს, მიმაჩნია, მამუკას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს იმით, რომ შესაძლოა, ნიგერიელი ფორვარდი ისეთ ჩემპიონატში წავიდეს, სადაც ვარსკვლავები გამოდიან.

ხვიჩა და ვიქტორი მეგობრები არიან. კვარაცხელიას, არა მგონია, გაუხარდეს ის, რაც ოსიმენმა საკუთარი ოჯახის წევრსა და უახლოეს ადამიანზე თქვა. მაინც გამოვრიცხავ, ფეხბურთელებს შორის ამან ურთიერთობა დაძაბოს...

კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა...

ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.

გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა,  ქართველი ფეხბურთელის პირველობა - ამ შემთხვევაში კვარაცხელიას - ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა...

წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს - მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე...

სხვადასხვა

ივა გელაშვილი სერია "ბ"-ში შესანიშნავად თამაშობს და თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდებს ბევრი შანსი არ ეძლევათ...

"ფროზინონეში" ცდილობენ, გიორგი კვერნაძე სერია "ა"-ს მეტად შეეგუოს, ფიზიკურად გაძლიერდეს და ამის შემდეგ მეტი დრო მიეცემა. მინდა წარმატება ვუსურვო საბა გოგლიჩიძეს, რომელიც "ემპოლიში" ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა...

როგორც იცით, მამუკა ჯუღელის დიდი სურვილია, სამეგრელოში მეტი საფეხბურთო აკადემია და კლუბი არსებობდეს. კარგია, რომ ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გირჩევთ, დააკვირდეთ - "კოლხეთში" "გაგრადან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, 19 წლის საბა ზოიძე გადავიდა, სწრაფია, მებრძოლია, "საბურთალოს" შესანიშნავი გოლი გაუტანა... ლადო ჩიხლაძე, რომელიც "სამგურალიდან" გვახსოვს, ასევე ფოთში ითამაშებს.

საინტერესო ჩემპიონატის იმედი მაქვს!..

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

altსოლიდური კონკურენტი ლორიასა და მამარდაშვილს - რევიშვილის სასწაული სეივი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 136 /
კაშიას თავი გაანებე. ეგ არის თქვენი დემოკრატიულობა, სიტყვისა და აზრის თავისუფლება? რა შუაშია, მის ადგილას ვინ რას იტყოდა? ის იმას ამბობდა, რასაც სამართლიანად ფიქრობდა. სამართლიანი უნდა იყო ცხოვრებაში და არა ის, ფულის გულისთვის, იმას რომ ამბობ, რაც მასე არაა. კვარაცხელია მთელ ჩვენ ოჯახს უყვარს, მაგრამ მას სჯობნიან და ვინც სჯობნის, ისაც უნდა ვთქვათ, თორემ დირაქლემებს დავემსგავსებით
მორიელი
22 იანვარი 2024 11:47
8
კაშიაზე საკაიფოდ აგორდა თავდასხმა, ნუთუ შემთხვევით ხდება მნიშვნელოვანი მატჩის წინ?
არადა, ხალხს ოქროს ბურთი უფრო აინტერესებდა და იქ ფოცხვერიამ მესამეზე გაიყვანა, როგორც მახსოვს, ახლა კი ვითომ კაი ტიპი გამოჩნდა.
ეს ფიფას გამოკითხვა არავის აღელვებდა, ხელოვნურად რომ არ წამოწეულიყო მედიასაშუალებებში — ხალხისთვის დღეს ისაა მთავარი, რომ ჩამოშლილი ნაპოლი ისევ გაიმართოს და კვარამაც უფრო შედეგიანად ითამაშოს, ამის მერე ისედაც მოვა რეიტინგებში მაღალი ადგილი კაშია/ფოცხვერიას ორი ხმის გარეშეც
nika
22 იანვარი 2024 11:42
1
კაშია შურიანია, მეტი არაფერი.არა ობიექტურობას დააბრალებდნენ არა იხვი.
ცვეიბა
22 იანვარი 2024 11:37
32
Re: "სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის"
ცოლს გააჩნია. თუ ფსიქოლოგიურ და ემოციურ კომფორტს შეუქმნის ქმარს, დადებით როლს ითამაშებს. თუ "სვეტობის" პრეტენზიების მქონე უტვინო მეტიკტოკეა, შეიძლება კარიერა დაუნგრიოს.
ქ. გ.
22 იანვარი 2024 11:32
2
ე.ი. მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ყველაფერში - ადამიანმა თქვა თავისი აზრი და შანსი გაუშვაო, რა შანსი, რის შანსი, კაპიტანია და ამიტომ რა უნდა ქნას, რაც თქვენ მოგწონთ, ის უნდა ილაპარაკოს მხოლოდ? მოკლედ რა, როგორც ფეხბურთი გესმით, ისე გესმით სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული აზრი, ევროპა არა, კვახი..
....
22 იანვარი 2024 11:19
5
ამასწინებზე დავწერე ყველამ რომ თავისი ქვეყნის წარმომადგენელი ჩაწეროს პირველ ადგილას მოიგებს ვინმე?ან იყო ხვიჩა ღირსი პირველი ადგილის?ობიექტურობის გრძნობა საერთოდ არ გაგაჩნიათ?ყველამ ერთად უძახოთ ხვიჩას მეფე ხარ,მესის და რონალდოს ჯობიხარ,შენნაირი არ დაბადებულა და ა.შ.რას მივიღებთ მერე ერთ გაყოყოჩებულ ფეხბურთელს,კიდევ კაი ჯერჯერობით თავი კარგად უჭირავს,მეორე კიდევ 50 წელში თურმე ერთხელ იბადებაო საქართველოში მზგავსი ფეხბურთელიო ქინქლაძე ნაკლები იყო?თუ მეტი არა,არ არის საჭირო ნამეტანი ქება.
ხასანა ძია
22 იანვარი 2024 11:06
5
კაშიასგან ლგბტ სამკლაურის მერე არაფერია გასაკვირი, ქეცბაიასგან კი ნაღდად არ მოველოდი!
ზურა
22 იანვარი 2024 11:02
31
ხშირად მიფიქრია ამაზე, ქართველებს რატომ გვეძინა მაშინ, როცა უფალი ერებს პატრიოტულ გრძნობას ურიგებდა. ჩვენ ისე არაპატრიოტები ვართ, რომ ხშირად საქმე დიდ დოყლაპიობამდე მიგვყავს. გახსოვს ალბათ ამ სამი წლის წინ თბილისში ევროვიზიის კონკურსი ჩატარდა ბავშვებში, სადაც ერთი ქულით რუსეთის წარმომადგენელმა მოუგო საქართველოს წარმომადგენელს, იცით ვინ მოაგებინა ამ რუსის ბავშვს კონკურსი? ქართველმა შემფასებელმა, რომელმაც რუსს მისცა პირველი ადგილი, მაშინ როცა რუსმა შემფასებელმა რუსს პირველი ადგილი მისცა, ხოლო ქართველს მესამე. კაშიას დიდი ხანია საქართველოს ნაკრების კაპიტნის სამკლაური, ლგბტ პრაედის მხარდამჭერის მკლავსახვევი ჰგონია და ის იმ მკლავსახევის შემდეგ ნაკრების კაპიტნად აღარ უნდა ეკურთხებიათ, მით უმეტეს დღეს, როცა საკუთარ თანაგუნდელს არგენტინელი ამჯობინა. ამ კაცმა დღემდის ვერ გაიგი, რომ სპორტი მსოფლიოში აღარ არსებობს, არსებობს დიდი პოლიტიკა, სადაც სპორტს მიჩენილი აქვს ერთი პატარა კუთხე. მე ვერ გავიგე, რატომ გონია კაშიას, რომ რუსები ხვიჩას მართლა მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად თვლიან? არა არ თვლიან, მაგრამ მათ პოლიტიკას ასე სჭირდება. მე კი ის მაკვირვებს, რატომ ქართულ პოლიტიკას არ სჭირდება ასე? აქედან გამომდინარე კაშიას აღარ აქვს მორალური უფლება საქართველოს ნაკრებს უკაპიტნოს.
ჟორა გაბრიჭიძე
22 იანვარი 2024 11:02
22
... ფიქრობთ რეალურად ხალხის მიერ მიცემული ხმების მიხედვით გამოცხადდა/ცხადდება ქულები ?!
პოლიტიკა, ბატონო ჩემო, პოლიტიკა!
:)))
23 იანვარი 2024 00:47
0
თქვენ ეგ ზღაპრები დაიჯერეთ, მიწების გაყოფაზე და ქართველების დაგვიანებაზე. ქვეყანაც აშენდება :)
ციციკორე
22 იანვარი 2024 13:16
3
კაშიას მაგრად შეეშალა
Რაგბის ფანი
22 იანვარი 2024 10:51
24
კაშიას შეეშვით ბიჭო. მაგ ლოგიკით, ყველამ საკუთარი ნაკრების ფეხბურთელი უნდა დაასახელოს საუკეთესოდ?! 2022 წელს, კი ბატონო. ექნებოდა არგუმენტი. მაგრამ 2023 ში კვარაცხელია ნამდვილად არ იყო საუკეთესო. ეს იაფფასიანი პროვინციალიზმი მოსაშორებელია. კვარაცხელია არც ჰაალანდზე, არც როდრიზე ან მბაპეზე უკეთესი არ ყოფილა 2023 ში. სხვათაშორის, ვინც "მესები" ხაზა, ისენიც უტვინო, ხმაზე აყოლილი პერსონები არიან. მესიზე უკეთესი სეზონი კი ჰქონდა კვარასაც კი. რა გააკეთა მესიმ 2023 ში? მლს-ში რამდენიმე ჯარიმა გაიტანა?!
ციციკორე
22 იანვარი 2024 10:49
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული