"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ გადაცემა "სპორტი იმედზე" სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გიორგი არაბიძის შესახებაც ისაუბრა.

კერესელიძის თქმით, მომდევნო კვირას ქუთაისური კლუბი, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერს დაადასტურებს, ამის შემდეგ კი არაბიძეს "ტორპედოს" დატოვება შეეძლება.

მომდევნო კვირაში ქუთაისის ტორპედო ბრაზილიელ შემტევს დაიმატებს. თუ ეს გამოვა, დავთანხმდებით გიორგი არაბიძის გაყიდვას. მას 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა თავად აზიაში წასვლა სურს.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემი აზრით, გიორგი არაბიძე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო, არა საქართველოს ჩემპიონატში, მთლიანად ქვეყანაში. შესაძლოა მიკერძოებული ვარ", -
განაცხადა კერესელიძემ.

შეგახსენებებთ, არაბიძე "ტორპედოს" 2022 წელს, პორტუგალიური "ნასიონალიდან" შეუერთდა.

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

altვინ გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს - ქოჩორაშვილი და არაბიძე სანიოლის სიაში? - სიახლეები აუცილებელია!..

მკითხველის კომენტარები / 40 /
დავიწყოთ იმით, რომ თავად სტატია არის არასწორად მოწოდებული მკითხველამდე. გადადით დავით კერესელიძის სტუმრობის ეპიზოდზე იმედში, სადაც ისაუბრა არაბიძის შესახებ და ნახავთ რას ამბობს რეალურად. არ უხსენებია საუდის არაბეთი, ახსენა ზოგადად აზიაში სურს თამაშიო. არის ევროპული ქვეყნებიდან შემოთავაზება, მაგრამ მას აზიაში სურს თამაშიო. აზიის რომელ ქვეყანაში ეგ არ დაუკონკრეტებია. პოლონეთის და ბალტიის პირეთის ქვეყნების გუნდებში თამაშს ბევრი აზიური ქვეყნის კლუბში თამაში სჯობს. გააჩნია რომელი ევროპული ქვეყნიდან აქვს შემოთავაზება და რომელი აზიური. ან ამ ბიჭს რას ერჩით? საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი გასულ სეზონში და მეტი რა უნდა გაეკეთებინა? თუ ფორმაში იქნება და ნაკრებს გამოადგება სადაც უნდა იქ ითამაშოს, რა პრობლემაა? აზერბაიჯანის და პოლონეთის ჩემპიონატებიდან რომ ვიძახებდით ნაკრებში ფეხბურთელება, რომელი სჯობს თუნდაც საუდის არაბეთის ლიგას ეგეც მითხარით რა. ქვეყანას თუ სიკეთეს მოუტანს და ნეკრებს გამოადგება, სად ითამაშებს კლუბში რას დაეძებთ? თქვენი ინტერესი ნაკრების წინსვლაა თუ კონკრეტული ფეხბურთელის ჯიბე? მეც ძალიან მინდა ტორპედოში დარჩეს მაგრამ, თუ ბევრად უკეთესი ჩემპიონატიდან და უკეთესი პირობებით ექნება შემოთავაზება, ეგოისტი უნდა იყო კაცი მხარი არ დაუჭირო. საბოლოო ჯამში ნაკრებს ხომ გამოადგება რაც მეტი ფეხბურთელი გვეყოლება კარგ ფორმაში? რა დაგიშავათ ამ ბიჭმა რომ ლანძღავთ? ნაკრებზე უარი თქვა, სადმე საქართველოს საწინააღმდეგო გააკეთა რაიმე თუ რა ხდება? შანსიც არ მიეცა ნაკრებში თავი წარმოეჩინა და რას თხოვთ? სადაც მიეცა საშუალება კიც გამოჩნდა როგორც ითამაშა.
სიმართლე უნდა ითქვას
29 იანვარი 2024 04:07
2
ეს ტიპი მოედანზე დადის. მარტო ტექნიკის გამო არავინ არ აიყვანს ევროპაში. არაბეთში იქნება თბილად
ვაჟა
28 იანვარი 2024 19:10
13
მე ვთქვი დაჭკვიანდა, ამას ისევ მარტო ფული აინტერესებს.ტფუ.
ttt
28 იანვარი 2024 13:55
39
არაბიძე ძალიან კარგი ფეხბურთელია მაგრამ არ გვინდა ეხლა ყველას ჯობია ასეთია ისეთია. ვიცი ბევრი მეგობარი შემოდის და აპიარებს ზოგს არც ესმის რას წერს. საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონატიდან რომლის ჩემპიონი მუშებს და მებაღეებს ვერ უგებს.და რეიტინგში ანდორას უსწრებს მარტო. ეხლა რომ წავიდეს ფარერებზე იტყვით ეს სად წავიდაო. არადა ჩვენზე წინ არიან. კარგი ფეხბურთელია მაგრამ ჩვენთან.
გარეთ ინგლისის 4 ლიგაშიც ნახავ ისეთ რომელიც აქ კარგი იქნება.
გიორგი
29 იანვარი 2024 03:06
5
გული კი მწყდება მარა რას ვიზამ არაბა არაბეთში ჯობია მაყუთი მოღუნე თორემ კარიერის მერე ორ.დღეში ყველას მიავიწყდები..
რატი
28 იანვარი 2024 18:09
1
Ა იმიტომ გაიხიეთ არაბიძის საახლობლო ნაკრებში დაუძახეთო ? თურმე აზიაში ,სარფიანად :)
Silver xerxes
28 იანვარი 2024 18:18
17
არა, მექვაბიშვილმა, კალანდაძემ და მეც რომ არ გამომრჩეს მსგავსმა მოფეხბურთელო ბიჭებმა დინამოდან სრულად დაიმსახურეს ნაკრები კლასით, მოტივაციით და დონით, უბრალოდ ფარერები გვჯობნიდნენ იმ დროს და რუმინეთი გამოდგა დაფრენის ადგილი)) ფეხბურთი წიგნშიც იკითხება ისე და მოედანზეც შეიძლება უყუროს ადამიანმა;)
ჯონი
28 იანვარი 2024 19:46
3
ვააახ ბიჯო...

ჩვენ ლამის ულტიმატუმები წავუყენეთ და აქციები მოვუწყვეთ სანიოლს და ფედერაციას ამის არგამოძახების გამოცდა და ამან არაბეთში მინდაო))

და რომ გამოეძახებინათ და არაბეთში წასულიყო მერეც უნდა გამოგვეძახებინა?

ბიჭო თუ არაბეთში გინდოდა რაღას გვაწვალებდი, გეთქვა და შენც დამშვიდდებოდაი, ჩვენც და ფედერაციაც)))
ვენეციის კომისია
28 იანვარი 2024 21:01
7
თუ კარგ ფორმაშია რატომ არ უნდა გამოგეძახებინა? არ მითხრა ახლა საუდის არაბეთის ჩემპიონატი რაიმეთი ნაკლებია პოლონეთის, სლოვაკეთის, აზერბაიჯანის და ბევრი ასეთი ქვეყნის ჩემპიონატებზე, საიდანაც ნაკრების ძირითადის რამოდენიმე ფეხბურთელი გვყავდა და გვყავს ხოლმე. რამდენი ფეხბურთელი გყავს ვისაც შორეული დარტყმები და სტანდარტულის შესრულება ასე კარგად შეუძლია? კარგი დრიბლინგი და მოედნის ხედვა აქვს ამასთანავე. ჩაკვესთან ერთად ცენტრში ძალიან კარგ ტანდემს შექმნიდა ჩემი აზრით. გველესიანს რომ არ იძახებენ სწორია? არ მითხრა ახლა კაშია სჯობს გველესიანსო, ან საზონოვს. უყურეთ მათი თამაშები. ასე რომ ქვეყანას გამოადგეს და სადაც უნდა იქ ითამაშოს. ყველა ქართველს წარმატებებს ვუსურვებ სადაც მოღვაწეობს. მთავარია სამშობლოსათვის უძგერდეს გული და ნაკრებს გამოადგეს. ფორმაში იყოს და იშრომოს.
სიმართლე უნდა ითქვას
29 იანვარი 2024 04:28
0
არაბეთის ლიგაში რა ფეხბურთელები თამაშობენ გსმენია?არაბეთის ლიგიდან რატო არ უნდა გამოიძახონ ნაკრებში?თუ სურვილი ექნებათ.
თემო
29 იანვარი 2024 08:50
0
აქ კომენტარებში ბევრი მჭერმეტყველ პატრიოტებად გადაიქცა. თურმე ფულის გაკეთება ცუდი ყოფილა. არადა ვინც ყველაზე ღატაკია, მხოლოდ ის ფიქრობს ასე. უფულო და ღატაკი ადამიანი ძალიან საშიშია. კვლევები ასე ადასტურებს, ჩემი მოგონილი არ გეგონოთ. არაბიძე არც თუ ისე ახალგაზრდაა და ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თან გვარიც უწყობს ხელს)
დავით 67
28 იანვარი 2024 20:43
5
სწორი ყოფილა, ნაკრებში რომ არ იძახებენ.
გია
28 იანვარი 2024 14:30
29
და რას ერჩით არაბიძეს არაბეთში წასვლაზე, აგერ სოლომონა თამაშობს რაღაც ალ-ოჰუდში თუ რა ჯანდაბაა, არ იძახებენ ნაკრებში, არადა ძალიან მოუკლო? მარა მძიმე ხასიათი აქვსო არაბიძეს, რავი, ეგაა ვითომ არგამოძახების მიზეზი, და სინამდვილეში რას გაიგებ, ერთი ვიცი, საქართველოში ხშირად ხვდებიან ნაკრებში ნაცნობობით და არა მიღწევების გამო.
ცოფიანი სპილო
28 იანვარი 2024 23:20
3
სრულ სიმართლეს ამბობ.ნაკრებში ძმაკაცობით და ნაცნობობით ხვდებიან.ზოგიერთს ნამუსი რო ქონდეს ნაკრებზე თვითონ უნდა თქვას უარი.მაგრამ ამდენი კაცობა სად გააჩნიათ.ერთადერთი ვინც კაცურად მოიქცა არის ჯაბა კანკავა
kote
29 იანვარი 2024 00:41
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული