ერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" ესტონური "ლევადია" 3:1 დაამარცხა.

ქუთაისელთა რიგებში მორიგი შესანიშნავი მატჩი გამართა გიორგი არაბიძემ. 25 წლის შემტევმა მეტოქეს ჯერ ულამაზესი ჯარიმა გაუტანა, შემდეგ კი კვლავ საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლით დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი "ტორპედოს" ნორვეგიელმა ახალწვეულმა, ბიორნ იონსენმა გაიტანა.

სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის 1-ელ ტურში "სამტრედიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 2 მარტს, 20:00 საათზე გაიმართება.

alt"ტორპედოს" დასახული მიზნების მისაღწევად არაბიძე სჭირდება - გუნდის ლიდერის დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

altსაჯარიმოს გარედან - არაბიძემ

"ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

alt"შემოთავაზება 3 ევროპული კლუბიდან აქვს, თუმცა თავად საუდის არაბეთში თამაში სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა არაბიძეზე ისაუბრა

alt"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
ჯერ არაო ფედერაციამ, ზღვა უნდა დალიოს, ამოაშროსო და დრაკონი მოკლასო. მერე ვიფიქრებთ ალბათ გამოძახებაზეო
ზოჰანი
17 თებერვალი 2024 23:22
3
ვაისი იყო და ზივზივაძეს არ იძახებდა ცოცხალი თავით,სანიოლია და არაბიძეს არ იძახებს ცოცხალი თავით!!!!
!!
17 თებერვალი 2024 23:15
3
არაბიძე ნაკრებში !!!
ნიკა
17 თებერვალი 2024 22:42
0
ნაკრებში რატომ არ იძახებთ არაბიძეს? რახდება გაგვაგებინეთ?!!
saqartvelo
17 თებერვალი 2024 22:37
4
მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ბიჭმა გამაგებინეთ , საჯარიმოს გარედან გოლის გამტანი კაცი თითებზე ჩამოსათვლელი გვყავს სულ. დავიჯერო აბურჯანიაზე კარგად ვერ ითამაშებს ? ვის რა შეცდომები ჰქონდა და ვინ ვისზეა ნაწყენი ამას არა აქვს მნიშვნელობა , ისტორიულ თამაშზეა საუბარი და ქვეყნის სიხარულზე და არა ხიზანასა და იაშკა-კობიაშვილის პირად სიმპათია-ანტიპათიაზე , მაინცადამაინც ფერადი დროშა უნდა გაიკეთოს , რომ ხიზანას მოსაწონი გახდეს.
ATP 16
17 თებერვალი 2024 22:19
3
მუჯირმა იაშკამ და კობიმ მოსნას ბლოკი ამ მართლაც კარგ ფეხბურთელს!!!!!!! ცუდი ხასიათი თუ აქვს რავქნათ სასიძოდ კიარ გვინდა რაც იცის ის ითამაშოს ერთი ნორმალური ჯარიმის დამრტყმელიც როარ ყავს ნაკრებს?!!!! წავიდა ბებრების დროს. არ გამოიძახებს ფედერაცია არაბიძეს და თუ ვერ გავედით გადაყვებიან ზედ მაგ ჩაგდებულ თამასებს სანიოლთან ერთად!!!!!
,
17 თებერვალი 2024 22:04
0
მიუხედავად დიდი პატივისცემისა ლობჟანიძისა და ქიტეიშვილის მიმართ, რომელ მათგანს არ სჯობს? მითუმეტეს ახლა კვარაც არ გვყავს და რომც გვყავდეს სათადარიგო სკამი და კონკურენცია აუცილებელია. სულ არ მაინტერესებს ვის როგორი ხასიათი აქვს. ქვეყნის კეთილდღეობისთვის და საერთო საქმისათვის, ყველამ უნდა გადადოს საკუთარი სიმპათია ანტიპათიები გვერდზე და რაც ნაკრებს სჭირდება ის უნდა გააკეთოს. ჯერ ერთი ფედერაცია და ნაკრები ეს არ არის ვიღაცის კერძო კლუბი რომ როგორც სურთ ისე მოიქცნენ. საქართველოს სახელით გამოდიან და მოსახლეობის გადაწყვეტილებას პატიბი უნდა სცენ რომელთა 90 პროცენტიც ითხოვს ამ ბიჭს ნაკრებში. არც ურთიერთობები, არც დამოკიდებულებები და საერთოდ არანაირი პირადი არ მაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი. ნაკრებმა უნდა დადოს შედეგი და ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ფედერაციამაც და ყველამ. თუ ახლა ვერ გავედით ევროპაზე, ასეთი შანსი შეიძლება აღარასოდეს მოგვეცეს და ვინ აგებს პასუხს? სანიოლი? თუ ფედერაცია. კარგი გადადგებიან და მერე? საქართველოს მაგით რა? უკან დააბრუნებენ? უკვე გაფუჭებულ საქმეს ვეღარაფერი გამოასწორებს. წინა შანსზე მიქარეს უკვე რომ ხალხი არ დაუშვეს და ა.შ ახლაც უკვე აქვთ შეცდომა კვარას ამბავზე და ხალხმა ეს ყველაფერი გავატარეთ და გვერდით ვუდგავართ ხომ მაინც? ახლა რაიმე რესურსის დაკარგვა მითუმეტეს არაბიძის ნაირი ფეხბურთელის აღარ უნდა მოხდეს. ჯერ ერთი უსამართლობაა ამ ბიჭის მიმართ და მერე მეორე და მთავარი, სამშობლოს წინაშე ვართ პასუხისმგებელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ნაკრების საკეთილდღეოდ. ყველამ თავისი თავი დააყენოს ამ ბიჭის ადგილას. როგორ მოეწონებოდათ დღევანდელი დამოკიდებულება? იმედია გამოიძახებენ და უდიდესი იმედი მაქვს მარტის თამაშები ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. ასეთ შემთხვევაში ფედერაციის მესვეურებიც და სანიოლიც სამუდამოდ ჩაეწერებიან ოქროს ასოებით ქართული ფეხბურთის ისტორიაში. რაც ჩემის აზრით ყველა ადამიანისთვის უფიდესი მოტივაცია იქნებოდა.
სიმართლე უნდა ითქვას
17 თებერვალი 2024 23:49
3
აგერ ნახეთ თუ ზაფხულში ესეც იტალიაში არ გაიჩითოს.:-D (გაგახსენებთ ამ კომენტარს :-D) .... არაბიძეს მაგრად ვგულშემატკივრობ... წარმატებები გიო!!!
TT
17 თებერვალი 2024 22:04
1
ჩემთვის როგორც კვარას და ჩაკვეს არ გამოძახება იქნებოდა ისეა არაბას არ გამოძახებაც
ტოტტი
17 თებერვალი 2024 21:57
2
არაბიძე ნაკრებში!!!!
გიო
17 თებერვალი 2024 21:49
0
კიდე არ გჯერათ ამ კაცის, არ დაიწყოთ ახლა ლევადია, ჰერკულესი.... ჯარიმა ჯარიმაა და მას დარტყმა და გატანა უნდა, რაც ამ კაცს ეხერხება ბრწყინვალედ.
არაბიძე ნაკრებში!!!!!!!
მალხაზ ჯობავა
17 თებერვალი 2024 21:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული