არაბიძეს ვერ აჩერებენ - გიორგის მაგარი გოლები "ვილიარეალის" მეორე გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტორპედო" ამხანაგურ მატჩში "ვილიარეალის" მეორე გუნდს ეთამაშება. სტივ კინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.

ქუთაისელთა მხრიდან თავი კვლავ გიორგი არაბიძემ გამოიჩინა და "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა. არაბიძემ მატჩის მიწურულს მესამე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. "ტორპედოდან" სადებიუტო გოლის გატანა ფელიპე პირესმა მოახერხა.

გთავაზობთ ვიდეოს.

ვიდეო: სპორტმიამბე

altერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

alt"ტორპედოს" დასახული მიზნების მისაღწევად არაბიძე სჭირდება - გუნდის ლიდერის დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

altსაჯარიმოს გარედან - არაბიძემ "ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
არაბიძე უნდა გამოიძახოს და მეტიც ძირითადში დააწყებინოს ლუქსემბურგთან. მაგაზე კარგ ფორმაში ახლა არც დავითაშვილია არც ლობჟანიძე და არავინ საერთოდ. რეალურად არავინ ჰყავს მარჯვნივ ტიპს.
რაბუ
20 თებერვალი 2024 22:07
2
არაბიძის ნაკრებში არ გამოძახება იქნება სამშობლოს წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაული. არაბიძეს კი ვუსურვებ გაემართლებინოს ქართველი ხალხის იმედი. ფედერაციავ თავს ნუ ჩაიგდებთ ძალზედ ცუდ სიტუაციაში.
ლექსო
20 თებერვალი 2024 20:45
3
არაბიძე კაკაბაძე საზონოვი ქოჩორაშვილი კიტეიშვილი ჭანკვეტაძე გველესიანი ბუდუ ზივზივაძე კარებში მამარდა. შემდგომ თამაშებში კვარა.აი ნაკრების ბირთვი. რა ლუქსემბურგი რის ლუქსემბურგი
ლექსო
20 თებერვალი 2024 20:18
7
"ჭანკვეტაძე: კი არა "ჭანკოტაძე"
გიორგის გვარი ასე იწერება
20 თებერვალი 2024 22:37
1
აბა რაა გენაცვალე აბა რაა რა ლუქსემბურგი რის ლუქემბყრგი
გიორგი
20 თებერვალი 2024 20:39
2
ჰო, გააჩერეთ ვინმემ, თორემ გავიდა კოსმოსში ))
ფლავიუსი
20 თებერვალი 2024 20:00
17
იმედია მიიღებს სანაკრებო შანსს, ამის არ გამოძახება უკვე ღალატის ტოლფასი იქნება და ვერანაირ ვეღარ გაამართლებენ ამას, მჯერა გამოადგება ნაკრებს
ალიკა
20 თებერვალი 2024 19:55
2
არაბიძე ნაკრებში!!
ირაკლი
20 თებერვალი 2024 19:49
0
ამ ბიჭის ნაკრებში გამოძახების იგნორირება არის მავნებლობა. მარტის შეხვედრის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში (ღმერთმა დაიფაროს) უნდა დაიხუროთ ქუდი ნაკრების ხელმძღვანელობამ და არა მარტო.
ზაგალო
20 თებერვალი 2024 19:09
2
ნაკრების ფეხბურთელისთვის მთავარია სტაბილურობა, არაბიძემ შარშან რომ დაიწყო გამონათებები და ეგრევე რომ გამოჩნდა მოთხოვნები, არიქა, სასწრაფოდ ნაკრებშიო, არა მგონია სწორი ყოფილიყო. უბრალოდ მან თავისი სტაბილურობით ამ ეტაპზე დაიმსახურა ყურადღება. იმედია უფრო მოუმატებს და ნაკრებშიც დაუძახებენ, ძალიან მაგარ რაღაცეებს აკეთებს, მარტო ვარსკვლავებს რომ შეუძლია, ისეთ რამეებს. ტალანტები საერთოდ ჭირვეულები არიან, მაგრამ გიორგი მგონი ამ მხრივაც შეიცვალა. ყველა ვარიანტში ეს ბიჭი ნაკრებს გამოადგება, მითუმეტეს დაცვასაც თუ წაეხმარება.
20 თებერვალი 2024 18:52
2
არაბიძე ნაკრებში!
Vito
20 თებერვალი 2024 18:24
2
ვინც ეს ბიჭი ნაკრებში არ ფამოიძახოს ....
დათო
20 თებერვალი 2024 17:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული