არაბიძეს ვერ აჩერებენ - გიორგის მაგარი გოლები "ვილიარეალის" მეორე გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტორპედო" ამხანაგურ მატჩში "ვილიარეალის" მეორე გუნდს ეთამაშება. სტივ კინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.

ქუთაისელთა მხრიდან თავი კვლავ გიორგი არაბიძემ გამოიჩინა და "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა. არაბიძემ მატჩის მიწურულს მესამე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. "ტორპედოდან" სადებიუტო გოლის გატანა ფელიპე პირესმა მოახერხა.

გთავაზობთ ვიდეოს.

ვიდეო: სპორტმიამბე

altერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

alt"ტორპედოს" დასახული მიზნების მისაღწევად არაბიძე სჭირდება - გუნდის ლიდერის დარჩენა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

altსაჯარიმოს გარედან - არაბიძემ "ჰერკულესს" სუპერგოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
პირდაპირ ვამბობ მტრები იქნებიან ისინი ვინც ასეთ ფორმაში მყოფ ფეხბურთელს არ გამოიძახებს აგერ კარს მომდგარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შეხვედრებში, ბიჭი ერთი თავით აღემატება ეხლა ყველა ქართველ შემტევს კვარასთან ერთად და ვეჭვობ კვარას მისნაირი საფინიშო დარტყმა ქონდეს. არაბა ძირითადში იქნება? გავალთ ევროპაზე არ გამოიძახებენ და დიდი ალბათობით "მაკედონია" განმეორდება. ღმერთმა გამოგვიგზავნა ამ კრიტიკული მატჩებისთვის "საჩუქარი" და დანაშაული იქნება არაბას არამარტო არ გამოძახება არამედ ლუქსემბურგთან მისი ძირითადში არ დაყენება (და საბერძნეთთანაც) ტორპედოს ბრავო საინტერესო პროექტი "იხოდება" მამაქალაქში და ვფიქრობ ქუთაისელები გაისვრიან და ჯგუფს დადებენ წელს თუ არა მომდევნო სეზონში ჩემპიონის ხაზით საკვალიფიკაციოდან და ესენი მაინც გაგვახარებენ ესოდენ მონატრებულ ევროტურნირებს ქართველ ქომაგს წარმატებები არაბას საქართველოს ნაკრებთან და ტორპედოსთან ერთად. გვირაბის ბოლოს მგონი სინათლე გამოჩნდა და ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ერთად ყველამ.
Charley
20 თებერვალი 2024 16:01
3
მეტი რა ქნას ამ არაბიძემ . არ გცხვენიათ მთელი საქართველოს საწინააღმდეგოდ რო იქცევით ფედერაცია? ნუ არამგონია სანიოლს ეკითხებოდეს ვინმე გამოძახება არ გამოძახებაზე
ტოტტი
20 თებერვალი 2024 15:40
4
მაგრად აკრიფა ამ ბიჭმა.ნამდვილად იმსახურებს შანსს ნაკრებში.
ქობულეთიდან
20 თებერვალი 2024 15:38
1
დიდი იმედი მაქვს, ნაკრების ხელმძღვანელობა სისულელეს არ ჩაიდენს და ამ ბიჭს მარტში ათამაშებს. ხვიჩას გარდა ბევრი გვყავს, ვისაც მოედანზე განსხვავების შექმნა შეუძლია? თუ მისი ნიჭია საეჭვო? გაიხსენეთ, როდის თამაშობდა ბრაზილიელებით გაძეძგილ შახტარში...
მერაბი-1960
20 თებერვალი 2024 15:37
3
მერაბ ბრაზილიელებით გატენილ შახტარში არა შახტარის დუბლებში თამაშობდა და ზუსტად მაგ ბრაზილიელების გამო ვერ დაწინაურდა ძირითად გუნდში,,სულ პროტესტი მქონდა ამ ბიჭის მიმართ რა ნიჭს ანიავებს მეთქი თუმცა ამ ბოლო დროს დაბრუნდა ის არაბიძე რომელიც არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჩამოუვარდება თავისი ნიჭით და შესაძლებლობებით,,იმედია სანიოლი ფართოდ გაახელს თვალს და არაბას და კიდევ 3-4 ფეხბურთელს რომლებსაც აიგნორებენ რატომღაც გამოიძახებენ და ათამაშებენ,,აქ მარტო მარტის თამაშებზე არაა საუბარი რო გავიდეთ ვინ მიგვყავს ჩემპიონატზე?? იმ დროისთვის პენსიონერი კაშია და კვირკველიაა?? მადლობა ბიჭებო მაგრამ თავის დროზე როცა ახალგაზდები იყავით ხო დაგითმოთ ადგილი ნაკრებში ხიზანამ და კალამ ხო გაგიხარდათ?? ხოდა ისე ელოდებიან თქვენგანაც ადგილის დათმობას ჩვენი ახალგაზრდა და უკვე თქვენზე უკეთესი ბიჭები,,მაინცდამაინც სტადიონიდან უნდა დაგიწყოს ხალხმა გინება როგორც ადრე არაერთხელ მომხდარაა??პატივს გცემთ ქართველი გულშემატკივარი და სანანებელს ნუ გაუხდით,,თქვენთან ერთად საქართველოს ნაკრების დაცვა არის ნული და ნუ გვაჭმევთ სირცხვილს და ისტორიაში ყველაზე ცუდ გუნდათ ნუ გვაქცევთ რადგან საკვალიფიკაციოებზე თუ იმდენათ არ ჩანს თქვენი ავტოგოლები და თქვენი დაშვებული შეცდომების გამო გაშვებული გოლები მსოფლიოზე და ევროპაზე გამოჩნდება და არ ქნათ ისე რო სამივე თამაში 7-8--ნულები წაგვაგებინოთ,,წარმატებები ჩვენს ნაკრებს და ნაკრების იმ ბიჭებს რომლებიც თავიანთი თამაშით თუ ნაკრებიდან წასვლით ხეირს მოუტანენ ნაკრებს,,მიბაძეთ კანკავას
gel-100
20 თებერვალი 2024 20:53
5
არაბიძე ნაკრებში!
სანიოლი საფრანგეთში!
ჩაკვე და არაბიძე ლუქსემბურგის წინააღმდეგ!
გია_544
20 თებერვალი 2024 15:33
2
არა ძმაო გიომ შეძლო თავის ეშმაკების განდევნა და ჩამოყალიბებულ ვარსკვლავად იქცევა თვალს და ხელს შუა. კვარას არყოფნაში ჩაკვე და არაბიძე მაგარი იქნება, კვარასთან ერთად კი ტრიო ტორნადო
grisha
20 თებერვალი 2024 15:25
2

სიახლეები პოპულარული