გიორგი შელია: მირანჩუკი კვარაცხელიაზე არანაკლებ ტექნიკურია - საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა

AutoSharing Option
sport24.ru-სთან ვრცელ ინტერვიუში "ახმატის" მეკარემ, გიორგი შელიამ, სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, რასაც შემოკლებული სახით გთავაზობთ.

- შენ თქვი, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობ. რას აკეთებ ამისათვის?
- 35 წლის ასაკში უკვე ვაკეთებ (იცინის). ფეხბურთს ვთამაშობ. კიდევ რის გაკეთებაა საჭირო? პასპორტის მიღება? დოკუმენტები შევიტანე, მაგრამ უარი მითხრეს. ოცნებები ხანდახან გიხდება, ხანდახან - არა.

- რატომ გითხრეს უარი?
- არ ვიცი. ქართულ პასპორტზე უარი არ მითქვამს. მოსკოვში დავიბადე, როდესაც ორი წლის ვიყავი, მშობლები თბილისში წავიდნენ. რუსეთის მოქალაქეობა მხოლოდ ცამეტი წლისამ მივიღე. როცა მოსკოვში დავბრუნდი. საქართველოს მოქალაქეობა
ავტომატურად შემიჩერეს. უარყოფა არც ასახულა. მოქალაქეობა არც კი უნდა მიმეღო, უნდა აღმედგინა. აღდგენა ყველაზე ადვილ საშუალებად ითვლება. თუმცა, ვიღაცამ მოისურვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ მქონოდა.

- ქართული პასპორტი არ განაახლე? ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არსებობდა...
- ალბათ. მაშინ სისტემა არ მესმოდა. შემდეგ გავიგე: თუ ნაკრებში ვინმეს გამოძახება სურდათ, უბრალოდ პასპორტს სთხოვდნენ. შესაძლოა, ჩემდამი ასეთი ინტერესი არ იყო.

- საერთოდ?
- ერთხელ უნდოდათ გამოვეძახე, მაშინ 21 წლის ვიყავი, პირველ ლიგაში ვთამაშობდი. შემდეგ გავიგე, ეროვნულ გუნდში ვლადიმერ ვაისს უნდოდა ვენახე, მაგრამ კონკრეტიკამდე საქმე არ მივიდა. როდესაც "ტამბოვში" ვიყავი, ფედერაციიდან წარმომადგენელმა დამირეკა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა. გაუკვირდა, როგორ კარგად ვლაპარკობდი ქართულად და მკითხა: "გინდა ჩვენს ნაკრებში თამაში?" როდესაც თანხმობით ვუპასუხე, ისევ გაუკვირდა. მას შემდეგ არავის დაურეკავს.

- მარადიშვილისა და საზონოვისთვის გზა გახსნილია, შენთვის - არა...
- ბედს ისეთად ვიღებ, როგორიც არის. ე.ი. ასეთი გზა მაქვს. ვწუხვარ, დიახ. ბავშვობის ოცნებაა. მახსოვს, საქართველომ იტალიას რომ ბორის პაიჭაძის სტადიონზე უმასპინძლა. ანტურაჟი, სავსე არენა. ამან აღმაფრთოვანა. ვფიქრობდი: აქ ოდესმე უნდა ვითამაშო.

Sportall.Ge

- საქართველოში შენზე ძლიერი მეკარე იყო?
- ჩემს თაობაში დიდ პატივს ვცემ ლორიას. უძლიერესი მეკარეა. ტოპ 5-ის ლიგაში შეეძლო ეთამაშა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში საუკეთესოა. კარიერას თბილისის "დინამოში" ასრულებს. მის მოსახელე მამარდაშვილს ყველაფერი წინ აქვს და მინდა, კიდევ მეტი იყოს. გიორგიც ძალიან მომწონს, მისი მატჩებისგან "ვკაიფობ". მასშიც ტოპ-მეკარის პოტენციალს ვხედავ. დიდ კლუბში უნდა მოხვდეს, ეს "აურა" იგრძნოს.

- ნაკრებში მამარდაშვილისთვის კონკურენტი არ იქნებოდი?
- კონკურენცია ვისთანაც გინდა შეიძლება, ეს პრობლემა არაა. ჩემს ასაკშიც კი. მე ყველას და ყველაფრის მიმართ თავშეკავებული დამოკიდებულება მაქვს.

არის მამარდაშვილი, ასე რომ, ჩემდამი ინტერესი, ალბათ, ჩაქრა, მაგრამ მეც კარგა ხანია ამ თამაშში ვარ. ამ ხნის განმავლობაში ჩემი თუნდაც ნახვის სურვილი გამოეთქვათ.

- არასპორტულ მიზეზს ხედავ?
- არ მინდა ვინმეს რაიმე დავაბრალო. ვარაუდები არსებობს, მაგრამ ინფორმაცია ასპროცენტიანი არ არის.

- ნუკრი რევიშვილმა თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერებად მიაჩნია. ეთანხმები?
- რუსეთში მეტი დისციპლინა და გამძლეობაა, ვეთანხმები. თუმცა ტალანტები აქ არანაკლებია. მიუხედავად ამისა, ძალისხმევის გარეშე ტალანტს ვერ განავითარებ. შესაძლოა, ქართველები ბურთით უფრო ტექნიკურები არიან, რადგან უყვართ "მატაობა". ნებისმიერ ქართულ ეზოში შეხვალ, ნებისმიერ სოფელში - არავის არ უყვარს პასის მიცემა. თამაშის ასეთი კულტურაა ბავშვობიდან. ისე, იგივე მირანჩუკი არანაკლებ ტექნიკურია.

- ვიდრე ხვიჩა?
- ხვიჩა ცოტა სხვა პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ ალექსეი ძალიან ტექნიკურია. როგორც გოლოვინი. საშა უდავოდ ძლიერი ფეხბურთელია.

- ხვიჩა თუ არშავინი?
- ეს ახლა რა დაიწყო (იცინის)? რამდენიმე წლის მერე უნდა ვნახოთ. არშავინმა დიდი ხანია დაასრულა კარიერა. მახსოვს ანდრეი - მანქანა იყო, უბრალოდ ტოპი. "არსენალში" თამაშობდა, რას სჩადიოდა "ზენიტსა" და ნაკრებში! ნაკადში ყველგან არ იბადებიან ასეთი ფეხბურთელები. საქართველოში ხვიჩას გარდა ვინ უნდა გაიხსენო ამ პოზიციაზე? რთული სათქმელია, არც არავინაა.

alt"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ" - შელია ამბობს, რომ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა არ მისცეს

altშელიას კარს გროზნოში მატჩისას გველმა შეუტია

altგიორგი შელია კვარაცხელიაზე: ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღმატებული ტონით არ ვსაუბრობ

altგიორგი შელია: ამ ქვეყანაში საკუთარი აზრის თქმის უფლება არ გვაქვს

alt"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს

alt"ტამბოვის" მეკარე შელია: თბილისში კარანტინში ვარ - აქ სიტუაციას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ

მკითხველის კომენტარები / 24 /
Ზახარიანზეც იგივეს ამბობდით და რა ვიცი სოსიედადის ძირითადშიც ვერ ხვდებაო :)
Ზურა
07 მარტი 2024 10:26
0
რაღაც ჭრელად ლაპარაკობს ეს ტიპი.
გიორგი
06 მარტი 2024 15:10
0
შე კაი კაცო, 30 წლამდე რუსეთის მეორე ლიგის გუნდებში თამაშობდი და საქართველოს ნაკრებში რა გინდოდა? მაგი ხომ ნაკრების დაკნინებაა.
რევიშვილს ჯობდი თუ ლორიას? შენი დონის მეკარე ბევრი იყო.
მოქალაქეობის აღდგენის რა ვთქვა. რა თქმა უნდა უსამართლობაა.
ნიკი
06 მარტი 2024 10:15
0
არშავინმა კარიერა დაამთავრა.კარიერადამთავრებულია ასევე ქინქლაძე.ორივე ლონდონში თამაშობდა.არშავინისნაირი თუ არავინ ყავდა ქართველებს ლონდონელებს კითხეთ და გეტყვიან.
გოჩა
06 მარტი 2024 06:11
0
ჩემი ნათესავი იყო რუსეთის მოქალაქე და ისე ადვილად აღუდგინეს მოქალაქეობა იმაზე ნაკლებ დროში ვიდრე შენი ინტერვიუს წაკითხვას მოვანდომე. ის უბრალო გლეხია მხოლოდ შვილებს ზრდის.შენ რომ გდომოდა მოქალაქეობა მოგცემდნენ. ჯერ შენ მიგეღო მოქალაქეობა და დალოდებოდი გამოძახებას. ერთი ჩვეულებრივი რუსეთუმე ხარ ვინც ფიქრობდა საქართველოში რა მინდა თუ შემეხვეწებიან წავალო და ავიღებ პასპორტსო მარა ჩაგივარდა კოვზი ნაცარში. გქონოდა პასპორტი დაგემსახურებინა გამოძახება და უარს არავინ გეტყოდა. საზანოვი ჩამოვიდა. როცა იმსახურებს და ფორმაშია იძახებენ კიდეც ნაკრებში როცა არაა ფორმაში და არ იძახებენ არც ტლიკინებს უბრალოდ ორმაგად ვარჯიშობს რომ დაუძახონ მომდევნო შეკრებაზე. იცი რა იმ ხალხს ვინც საქართველოდან მიდის და გარკვეული პერიოდი კარგად აეწყობა საქმე სხვაგან და იძახის საქართველოში რა ჯანდაბა მინდა რა ვაკეთოო(ვისაც ერთხელ მაინც გაგიგონიათ მსგავსი გამონათქვამი გამოხმაურებაში დაწერეთ 1) მერე როცა მიხდება რომ საქართველოში გამომუშავებული 1000 ლარი ჯობია სხვა ქვეყნის 2000 დოლარს რატომ იწყებთ ქედმაღლურ საუბარს და ვიღაცეებზე გადაბრალება იმისა რაც შენი ბრალია და შენი სიზარმაცის. მერე რატომ გინდათ რომ საქართველომ დაგეხმაროს მაშინ როცა შენ ფეხებზე გეკიდა? გაგიჭირდა საქართველოს გარეშე და გინდა დაგეხმაროს როცა შენ ჭირდებოდი და არ ეხმარებოდი ხომ კარგი იყო იყავი ახლა ღრუსეთში. სანამ ყველა ქართველი არ მიხდება რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა არაფერი არ გამოსწორდება ჩვენ ბედკრულ ქვეყანაში.
პ.ს. მე საქართველოს ტერიტორიის გარდა ფეხი არცერთ მიწაზე არ მაქვს დადგმული. მიუხედავად იმისა რომ საშუალება მაქვს. მხოლოდ ოკუპირებულ რიზეში ვარ ნამყოფი.
roma
06 მარტი 2024 00:35
5
სათაურიდან გამომდინარე, წაკითხვის გარეშე დაუწერ ამ სტატიას, თუ რაც არის დისლაიქს. არ მაინტერესებს არავის აზრი, მეც ჩემს აზრს ვაფიქსირებ!

თომა
05 მარტი 2024 22:23
6
ხვიჩა რომ გადავიდა,მაშინ ვუყურებდი ხოლმე ლოკომოტივის თამაშებს და იქ,ძმები მირანჩუკები იყვნენ,გუნდის ლიდერები.ძალიან მობილური და ტექნიკური ბიჭები.რუსეთში ძალიან გამოირჩეოდა და კომენტატორებს მიაჩნდათ,რომ ხვიჩას ,მირანჩუკების ევროპაში წასვლის შემდეგ უნდა დაეკავებინა ადგილი ძირითადში.ხვიჩას დრიბლინგი,არც ერთ ძმას არ აქვს,მაგრამ რუსეთში მართლაც ბრწყინავდნენ.ხვიჩა რუბინში გადავიდა და მხოლოდ იტალიაში შეხვდნენ ერთმანეთს.ვინ უკეთესია,ამაზე შარშანდელმა სეზონმა გასცა პასუხი,მაგრამ მირანჩუკიც კარგი ფეხბურთელია და ვიღაცის პოლიტიკური შეხედულებების გამო,ამას ვერ დავუკარგავ.არშავინი,რუსეთში დიდ ფეხბურთელად მიაჩნიათ და შთამბეჭდავი კარიერაც ჰქონდა,თუმცა ძალიან ცოტა მისი თამაში მაქვს ნანახი და ბევრი არაფრის თქმა შემიძლია.შელია ქართველია,ქართულად ვლაპარაკობო და თუ სურვილი ჰქონდა,მოქალაქეობა უნდა მიეცათ.სპორტის გამო კი არა,არამედ იმიტომ რომ ყველა ქართველს აქვს უფლება,იყოს საქართველოს მოქალაქე.
სოსო
05 მარტი 2024 22:08
1
შელია, მანდ ყველაზე მაგარი ძიუბაა, მიებარე, მატაობაში გამეცადინებს)))
ბაში-ა-ჩუკი გამიგია, მირანჩუკი არა
05 მარტი 2024 21:23
13
ჰოდა გყავდეს მირანჩუკი და იყავით ბედნიერად.
D
05 მარტი 2024 20:47
5
ლუკა გაგნიძე რას შვრება??
..
05 მარტი 2024 20:35
1

სიახლეები პოპულარული