ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]

AutoSharing Option
ლანჩხუთის საფეხბურთო ტრადიციებს ახლა ქალთა გუნდი აგრძელებს. ერთწლიანი შესვენების შემდეგ "ლანჩხუთმა" ქვეყნის ჩემპიონობა დაიბრუნა, 9 მარტიდან კი ახალ გათამაშებაში ჩაერთვება. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, გიორგი ჩხაიძის გუნდში არაერთი საინტერესო ფეხბურთელია, რომლებიც ახლა "ჯვაროსნებში" ირის ანტმანის ხელმძღვანელობით გამოდიან. ლანჩხუთური კლუბი გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში სამი ტრანსფერის გამი მოექცა, გუნდმა ლეგიონერები ბრაზილიიდან და შეერთებული შტატებიდან დაიმატა. საქართველოში ქალთა ფეხბურთში არსებული დონისა და პირობების გათვალისწინებით, ეს ამბავი ბევრს გაუკვირდა. Sportall.ge ახალწვეულებს ახლოს გაგაცნობთ.

Sportall.Ge

უმაღლესი სკოლიდან დაწყებული გზა...

კელი გიდესი 1998 წლის 24 სექტემბერს (25
წლის) აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში დაიბადა. კალვარის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, სადაც ფეხბურთს, კალათბურთსა და ბეისბოლს თამაშობდა. ის ჯერ კალათბურთის გუნდის კაპიტანი, შემდეგ კი საფეხბურთო გუნდის ბომბარდირი გახდა.

2016 წელს კელი "საილფიშში" ჩაირიცხა. იმ სეზონში სულ 7 მატჩში და 53 წუთით ითამაშა. გამოსარჩევი იყო ნიუბერის კოლეჯის გუნდის წინააღმდეგ გამარჯვების გოლის გატანა. მომდევნო წელს მისგან 6 შედეგიანი დარტყმა ვიხილეთ.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ფორვარდს ცუდი პერიოდი დაუდგა - კოვიდ 19-ით გამოწვეული პაუზა, ტრავმები... გიდესი გურიაში ავსტრალიიდან გადავიდა, ის ბრისბენში ცხოვრობდა და  "მიჩელტონისთვის" გაჰქონდა.

Sportall.Ge

რაც შეეხება მეორე ამერიკელს, ის მცველია, ჰანა რასელი. უკანახაზელი ბოლოს "ოკლენდში" თამაშობდა, კარიერის განმავლობაში კი ამპლუაში საუკეთესოს პრიზი არაერთხელ მიუღია. ის საფეხბურთო ოჯახიდანაა, მისი დაც ფეხბურთელია.

რაისინია

Sportall.Ge

კიდევ ერთი შემტევი ახალწვეული ბრაზილიიდანაა. რაისა ნერეშ გომეს დე სოუზა 1996 წლის 6 დეკემბერს დაიბადა (27 წლის). რაისინია ბოლოს "ვასკო და გამაში" ასპარეზობდა, სადაც 127 შეხვედრა ჩაატარა. ბრაზილიის პირველობაზე მან ჯამში 312 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი "ვიტორიასა" და "ნაუტიკოს" მოწინააღმდეგეთა კარს იღებდა.

Sportall.Ge

რაისა სოციალურ ქსელებში აქტიურია და ახალი გამოწვევით მოხიბლული ჩანს. ბრაზილიელები ფეხბურთს მაინც სხვა ხიბლს სძენენ და გამონაკლისი არც ახლა უნდა იყოს...

ლეგიონერებით გაძლიერების შემდეგ "ლანჩხუთის" მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება!..

alt"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს სოდომისტებიღა გვაკლიან რა?
აუცვით!
07 მარტი 2024 10:46
2
არ ვიცი გამეხარდეს თუ მეწყინოს?! ისე პურიტანელი, ნაციონალისტი ვარ მაგრამ, ... დავიბენი! სტადიონზე რომ წავალ ეს კი ვიცი!
aburjga
07 მარტი 2024 09:58
0
ამათ რეცხვა სცოდნიათ იმის დედა ვატირე
კერხერ კერხერ
07 მარტი 2024 01:09
1
ანუ ამერიკაზე მეტი ხელფასებია საქართველოში ფეხბურთში???სხვანაირად ამერიკელი აქ არ ჩამოვიდოდა.ყოჩაღ საქართველო,რაღაცაში მაინც ვჯობნივართ ამერიკას.
მირო
06 მარტი 2024 23:17
0
რა ჯამდაბა ხდება ჩვენ თავს, ღატაკ ქვეყანაში კაცთა ფეხბურთიც კი სამოყვარულო დონეზე დავიდა, სრული უფინანსობა და დილეტანტიზმი როა, თითქმის 2 მილიონიან ქალაქს ერთი გუნდიც, რომ არ ყავს რომელიც ერთხელ მაინც სადმე, რომელიმე ევროტურნირზე ითამაშებს და ამ დრის რა ხდება? ქალთა ფეხბურთი ჩვენთან კი არა, ევროპაშიც კი ნაძალადევად არსებობს და ვიღაცას ჩამოყავს ამერიკელები, ბრაზილიელები და რა მერე? რამე შედეგი დადგება? ეტყობა ვიღაცამ გრანტი მოღუნა ამაში, თორემ ბიზნესმენმა კაცმა ასე ფული ყარო, რაღაც სიგიჟეა...
ჯაბა
06 მარტი 2024 22:10
1
ფრთხილად ლანჩხუთელო გოგოებო! ემანდ არ შეგაცდინონ "ასეთებმა"!
ლაშა
06 მარტი 2024 18:19
1
დაახტებიან ახლა ჩვენი უნახავი, ხამი, გაუპარსავი ჯიგიტები(((((
Star lord
06 მარტი 2024 18:08
17
ვერ დაახტებიან, რადგანაც ასეთ "გოგოებს, გოგოები" მოსწონთ.
ფუი.
06 მარტი 2024 18:21
4
თუ ჩემი წინა კომენტარი არ მოგეწონათ, აი ეს დაგუგლეთ, მაგალითად:
sam kerr fiance kristie mewis
ქ. გ.
06 მარტი 2024 15:48
4
ბრაზილიის, ამერიკის, ინგლისის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ქალთა გუნდები გატენილია ლესბიანკებით. ესენი კარგს არაფერს ასწავლიან ლანჩხუთელ გოგოებს.
ქ. გ.
06 მარტი 2024 15:36
14
უსაქმურ თემოს!
საკუთარ თავს ამ ფორუმზე რატომ ესაუბრები?
ქ. გ.
07 მარტი 2024 00:50
2
საქმე იპოვე მეგობარო. უსაქმურობა ცუდია
თემო
06 მარტი 2024 18:06
8
მახსოვს ადრე გურულებს ჰქონდათ სიმღერა "გენაცვალე რაისაო, რა კარგად კრეფ ჩაისაო ". ჰოდა, ა ბატონო ! )))
ისე, იმედია ბურთის გაგორება ხეირიანი იციან ამ გოგოებმა და მართლა ჩაის საკრეფად არ ჩამოსულან )))
ლანჩხუთში მინდა
06 მარტი 2024 14:25
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული