"ტორპედომ" "დილა" არაბიძის საოცარი გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ორი მატჩი ჩატარდა.

„ტორპედომ“ სახლში „დილას“ 1:0 მოუგო. გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გიორგი არაბიძემ გაიტანა.

„ტორპედო“ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 2 აპრილს „კოლხეთს“ უმასპინძლებს, ხოლო 9 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „დილა“ 3 აპრილს თბილისში „დინამოს“ შეხვდება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - დილა 1:0
გოლი: არაბიძე (45+1)

„გაგრამ“ გასვლაზე „სამტრედიას“ 3:1 სძლია

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“
სამტრედია - გაგრა 1:3
გოლები: 1:0 გოგოლაშვილი (12), 1:1 პაპუაშვილი (22), 1:2 ხარებაშვილი (28), 1:3 ვაწაძე (48)

მკითხველის კომენტარები / 57 /
არაბა არ გამოიძახეს და ამ დროს წიტაიშვილი და დავითაშვილი არის ნაკრებში გამოძახებული
!!
17 მარტი 2024 20:53
2
ეს ბიჭი ნაკრების წევრი უნდა იყოს!!!
saqartvelo
17 მარტი 2024 16:39
0
1) თუ არაბიძეს ლუქსემბურგთან მოგება შეუძლია. 2) თუ ისეთი მაგარია, რომ ჯოკერი იქნება ბერძნებთან. 3) თუ ფედერაცია ფულს აკეთებს ნაკრების თამაშებზე. 4) თუ ფედერაცია ფულს პარავს ფეხბურთს. 5) თუ ფედერაცია ცდილობს რეგიონებიდან ფეხბურთელები არ გაახაროს (გეგონება კვარა რეგიონელი არ იყოს). 6) თუ ფედერაცია სანიოლს ეუბნება ვინ ათამაშოს და ვინ არა და 7) თუ სანიოლი მაინც მიდის. მაშინ ვის რა ჯანდაბად უნდა აწყობდეს წაგება, თანაც არჩევნების პერიოდში, როცა შეიძლება ყველაფერი ფედერაციის და სანიოლის განადგურებით დამთავრდეს. ვინ აპატიებს? ჯერ მთავრობას მოთხოვენ პასუხს და მერე ფედერაციას. თქვენ ხომ იცით რომ ეგრე იქნება. სანიოლს აღარ ეღირსება არც ირლანდია და არც სხვა ნაკრები. ნუთუ, ესეთი სულელები არიან, რომ არაბიძის ართამაშის გამო ზოგი ციხეში წავიდეს და ზოგიერთი, თავისი სანიოლიანად პენსიაში? ასეთი რა ფული უნდა გააკეთონ არაბიძის ართამაშით, რომ ციხედ და უმუშევრობად დაუჯდეთ?
ა მ ი ხ ს ე ნ ი თ!!!!!!!
ვერგავიგე
17 მარტი 2024 15:01
5
)))) პასუხს ვინ მოთხოვს შეეენ …?!?! რა დაჭერა რის დაჭერა ეს ყველგან მოსულია …!!! შენ რა გგონია უეფაში ან მითუმეტეს ფიფაში არ ხდება ეგეთები ??? პირიქით იქ უყვართ ეგეთი “ საქმოსანი” ხალხი ….
სუუუ
17 მარტი 2024 15:42
0
ასეთი გოლი რეალის ფეხბურთელმა რომ გაიტანოს, მსოფლიოს წამყვანი ჟურნალისტები ასე შეაფასებენ: "დიდოსტატი!"
ქ. გ.
17 მარტი 2024 14:28
0
ბადრი-ს და ვითომ სიმართლე-ს

რა იცით ხოლმე, წახვალთ-წამოხვალთ და ხვიჩას მიახტებით ნეგატიური კომენტარებით?
ხვიჩა რა შუაშია არაბიძის ამ დარტყმასთან? რა, ხვიჩამ თქვა, მე უფრო კარგად დავარტყამდი მის ადგილზეო? შეეშვით რა იმ ბიჭს.
ეს მოწონებებიც რომ სასწრაფოდ დაგისვამთ კომენტარზე, რომ შესაბამისი აზრი შექმნათ.
მგონი ახალი სექტა ყალიბდება არაბიძის მხარდამჭერი.
შეიძლება, მეც მინდა, რომ არაბიძემ ნაკრებში ითამაშოს, მაგრამ ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ ქმნით.
თუ ასეთი მაგარია და მხოლოდ სანიოლი ვერ ხედავს მის ღირსებებს, ქუთეისს რატომ ვერ გასცდა?
ჯეჯე
17 მარტი 2024 12:25
13
რა დასკვნები გაქვს, მაოცებ პირდაპირ. არც შენ გეჯიბრები და არც არავის. არც მაგის დრო მაქვს, არც სურვილი შენ წარმოიდგინე. სარკაზმი კი გახასიათებს როგორც გამოჩნდა. არ იცი ვინ არის ადამიანი და მის პიროვნებას რომ ეხები ცოტა არაეთიკურია, რბილად რომ ვთქვათ. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს გისურვებ ყველა კარგ საქმეში. სამშობლოს სიყვარულში და კეთილ საქმეებში ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
სიმართლე უნდა ითქვას
19 მარტი 2024 07:26
0
ყველას ჩვენ-ჩვენი სიმართლით გვევლოს ცხოვრებაში, ვინც როგორაა გულწრფელი. :))
შენი მოცულობითი ეპისტოლებიდან ვხვდები, რომ უამრავი თავისუფალი დრო გაქვს საწერად და ვერ გაგეჯიბრები მაგაში ნამდვილად. :))
წარმატებები. სიმართლე ხომ უნდა თქვას ვინმემ ბოლო-ბოლო და აგერ, შენ ამბობ, როგორც შენი სახელიდან ჩანს. :))
ჯეჯე
18 მარტი 2024 20:43
2
ყველა გამოხმაურება
ჭკვიანურად, დამიზნებით დაარტყა. კვარა ვარაუდით დაარტყამდა და ააცილებდა.
ბადრი
17 მარტი 2024 11:04
14
მეც ვფიქრობ რომ კვარაზე ბევრად ნიჭიერია, ნიჭში თუ შრომისმოყვარეობას არ ჩავთვლით. არაბიძემ რომ კვარასავით იშრომოს გაცილებით წინ იქნებოდა კვარაზე. ეხლა რასაც დავწერ იმედია არ მოხდება, მაგრამ ლუქსენბრუგთან 80 წუთისთვის უკან ვიყოთ ანგარიშში საინტერესოა ვის შეიყვანს გოლის გასატანად? 10 წუთს მაინც ხო ითამაშებს ინტერნსიურად, არ ვიცი რააა.... არც მინდა ვიფიქრო რომ ვერ გავიაროთ ლუქსენბურგი რა მოხდება
სიმართლე
17 მარტი 2024 12:15
9
როცა ამხელა საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს გულშემატკივრების მხრიდან, ნაკრების მწვრთნელმა თუ არა, ვინმემ მაინც მისი გუნდიდან, ცოტა უფრო გასაგებად და არგუმენტირებულად უნდა ახსნას, თუ რა არის ნაკრებში მოთამაშის გამოუძახებლობის მიზეზი.
,,ინტენსივობა აკლია", ზოგადად გასაგებია. მარამ უნდა განიმარტოს, თუ რას ეყრდნობა ეს შეფასება - მოთამაშის ზოგადი სტატისტიკაა თამაშის დროს, მინდვრის კონკრეტულ ზონას ეხება, ყველა სხვა მოთამაშეზე ნაკლები აქვს და ა.შ., თუ რა პარამეტრებით გაზომეს. ან იქნებ, რამდენიმე მიზეზია.
გასაგებია, რომ სანიოლმა ძალიან ბევრ ჩვენგანზე უკეთ იცის მწვრთნელობა და იმიტომაცაა ნაკრების სათავეში, მაგრამ როცა გუკშემატკივრების უმრავლესობას უჩნდება ერთიდაიგივე აქტუალური კითხვა, ასე პასუხის ორი სიტყვით მიგდება - ინტენსივობა აკლია, იმ მოქალაქეების შეურაცხყოფაა, რომლებიც, სხვათა შორის, მაგ სანიოლს ხელფასს უხდიან, გადასახადების გადახდის გზით.
გოგია
17 მარტი 2024 10:44
1
ხოდა რა არის ამ გოლში საოცარი!! გაუვარდა ყარაულის თოფივით, თვითონ საერთოდ გამოთიშული იყო ეპიზოდიდან,მერე მეკარემ და მცველებმა ითამაშეს ისე საშინლად რომ მოყვარულების დონეზეც არ თამაშობენ-ნაკრების დონეზე ხომ საერთოდ. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული გარდა იმისა რომ ტორპედომ საერთოდ მისი ამ შემთხვევითი გასროლით მოიგო, ისე ამ ბიჭს ნაკრებში შანსი რომ ეკუთვნის ამაზე არც ვდავობ,რადგანაც ისეთები გვყავს განაცხადში არავიზე ნაკლები არ არის, კვარას და კიდევ რამდენიმეს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა. საერთოდაც სტანდარტულებიდან კარში დარტყმაში და ე.წ. გადმოვარდნილებში, ვფიქრობ ყველაზე მაგარია დღეისათვის.
leqso
17 მარტი 2024 10:36
15
რა მაგარი დროება მოგვესწრო, ჩვენ ერთ ვარსკვლავს მარადონას გვიდარებენ, მეორე პოტენციურ ვარსკვლავს კი მესის და მის ინტენსივობას. ერთსაც გააქვს ერთი და იგივე სტილში და მეორესაც! მიდით ბიჭებო ჩვენი ფეხბურთის მომავალი თქენზეა!
ბათუმელა
17 მარტი 2024 10:19
0
ვილი როგორ ხარ ჯიგარო?
არ გეწყინოს რა,არ უნდოდა გატანა,უბრალოდ ასეთი და ამაზე უკეთესები გამოსდის ხოლმე.

P.S.ისე,მართლა რა ბიჭო გაგინათ ასეთი.
მამუკა
17 მარტი 2024 09:54
1

სიახლეები პოპულარული