"უბედნიერესი ადამიანი ვარ, მთელ საქართველოს ვულოცავ. ესაა ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვიბრძოდით ათეული წლები. დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს, როგორც ფეხბურთელებით, ასევე გულშემატკივრებით, მათიც, ვინც ვერ დაესწრო. მიყვარხართ და სულ ასეთ სიხარულს გისურვებთ, მთელ ქვეყანას!", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ისტორიაში პირველად მოახერხა.