"ასე ვეღარ გაგრძელდება!" - "ტორპედოს" ფანების განცხადება

AutoSharing Option
გუშინ, 29 მარტს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურში "ტორპედო" ბათუმის "დინამოს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

ქუთაისელთა გულშემატკივრებმა ("ჯუნგლებმა") საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" განცხადება გაავრცელეს.

ასე ვეღარ გაგრძელდება!!!

როცა ვიცოდით რო გუნდს უჭირდა და არანაირი რესურსი არ ქონდა მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა იმ შედეგით კმაყოფილები ვიყავით რაც იყო, მაგრამ ახლა როცა საქართველოში ყველაზე უკეთესი პირობები ჩვენ გვაქვს მსგავს შედეგს არ მივიღებთ და არ შევეგუებით!!!

აქ საუბარი არ არის მარტო გუშინდელ მარცხზე..

უახლოეს მომავალში გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დავგეგმავთ და ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოხვიდეთ.
დროს და
ადგილს გაგაგებინებთ", - წერს "ჯუნგლები"

შეგახსენებთ, "ტორპედო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

altბათუმის "დინამომ" "ტორპედოს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
არ არის საჭირო მეგობრებო ცხელ გულზე მოქმედება, ახალი გუნდია და შეთამაშება სჭირდება, დროთა განმავლობაში მოვა შედეგი, დარწმუნებული ვარ ეს გუნდი შედეგს დადებს, საქ. ჩემპიონატშიც და ევრო ტურნირებზეც.
anti
30 მარტი 2024 12:04
4
მეც მგონია რომ ცოტა დრო უნდა მიეცეს და უაკანა ხაზი გაძლიერდეს, იგივე იქნებოდა სანიოლი რომ გაეშვათ ესპანეთთან მარცხის შემდეგ, მოკლედ 1 -2 თამაშ ალბათ უნდა დაელდოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ტყუილად წავლობთ, მაინც დინამო გახდება ჩემპიონი
სიმართლე
30 მარტი 2024 12:33
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული