"შეკ­რე­ბა­ზე მივ­დი­ო­დით, როცა თვითმფრი­ნავ­ში, შუა ფრე­ნის დროს, რი­გით მგზავრს გული გა­უ­ჩერ­და"... - რა ისტორიას იხსენებს ეროვნული ნაკრების ექიმი?

AutoSharing Option
ლ­ბათ გულ­შე­მატ­კი­ვარს კარ­გად ახ­სოვს კად­რი, როცა დათო ექი­მი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ბე­დის გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ას ვერ უყუ­რებს, სა­თა­და­რი­გო სკა­მე­ბის უკან ჩა­ცუც­ქუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი ზის და ასე, ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გრძნობს თა­მაშს. ამ კადრს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რო­ბაც მოჰ­ყვა, - ექიმს ექი­მი სჭირ­დე­ბაო.

"მარ­თლაც მჭირ­დე­ბო­და ექი­მი, ასეთ მო­მენ­ტებ­ში ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ. მა­ნამ­დეც თვალს ვა­რი­დებ­დი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის სა­ხი­ფა­თო შე­ტე­ვებს, თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი, რად­გან შიში მქონ­და, არ გა­ე­ტა­ნათ. სა­ერ­თოდ, როცა და­ძა­ბუ­ლი თა­მა­შე­ბია, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხში­რად ვარ, პე­ნალ­ტე­ბის დროს მარ­თლა ვე­ღარ გავ­ძე­ლი და მო­ედ­ნი­დან გა­მო­ვე­დი, მხო­ლოდ 2-2
პე­ნალ­ტის დარ­ტყმას და­ვეს­წა­რი და მერე გა­სახ­დელ­ში ჩა­ვე­დი, იქ გა­ვი­გო­ნე გა­მარ­ჯვე­ბის ყი­ჟი­ნა და ამო­ვი­სუნ­თქე“, - მე­უბ­ნე­ბა თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი და­ვით ხა­რა­ბა­ძე და იმ ემო­ცი­ებ­ზე მიყ­ვე­ბა, ჩვე­ნი ოქ­როს ბი­ჭე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა ღირ­სე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბის ზე­იმ­მა რომ მოგ­ვი­ტა­ნა და დღემ­დე სრუ­ლი­ად ერი 26 მარ­ტის სიზ­მარ­ში ჩაგვტო­ვა.

"ზღა­პა­რი დას­რულ­და კი არა, ზღა­პა­რი ახლა იწყე­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბა“, - გვა­ი­მე­დებს და სა­უ­ბარს ცოტა შო­რი­დან იწყებს:

"ჩემს სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კა­ში მქო­ნია რთუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი. მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა სტა­დი­ონ­ზე, რო­დე­საც ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ძა­ლი­ან მძი­მე თა­ვის ტრავ­მა მი­ი­ღო. იმ წუთ­ში მოხ­და მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და იყო კი­თხვის ნიშ­ნე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­რი­ე­რას ვინ ჩი­ო­და... ღვთის მად­ლით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და, ფეხ­ბურ­თე­ლი გა­დარ­ჩა, ის ახლა ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლია და კა­რი­ე­რას თავი და­ა­ნე­ბა, ოღონდ, არა ჯან­მრთე­ლო­ბის, არა­მედ ასა­კის გამო. იყო ერთი მო­მენ­ტიც: ჩვე­ნი გუნ­დი შეკ­რე­ბა­ზე მივ­დი­ო­დით, როცა თვითმფრი­ნავ­ში, შუა ფრე­ნის დროს რი­გით მგზავრს გული გა­უ­ჩერ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თი მე და სტი­უ­არ­დე­სე­ბი ვცდი­ლობ­დით უცხო­ე­ლის გა­დარ­ჩე­ნას, მო­ვა­ხერ­ხე კი­დეც. როცა ად­გილ­ზე ჩავფრინ­დით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიცი, მერე რა ბედი ეწია, იმე­დია, კარ­გა­დაა.

განაგრძეთ კითხვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხარაბაძე მაგარი ადამიანი ხარ ღმერთმა დალოცოს ამინ
კაკო
11:35 06-04-2024
0

სიახლეები პოპულარული