ესპანელები თბილისში - "რეალ ბეტისის" აკადემიაში მნიშვნელოვანი დღეებია

AutoSharing Option
"რეალ ბეტისის" თბილისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ კახა კაპანაძეს საინტერესო პროექტებზე ვესაუბრეთ, რომელთა განხორციელებასაც ისინი გეგმავენ და საუბარს მონოლოგის რეჟიმში გთავაზობთ...

"რეალ ბეტისის" თბილისის აკადემიისთვის 4-11 აპრილი მნიშვნელოვანი თარიღებია. ჩვენს აკადემიაში ჩამოდიან ცენტრალური აკადემიის სპორტული დირექტორი და "ბეტისის აკადემიის" მეთოდოლოგისტი და "ბეტისის" საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი. მათთან ერთად საქართველოში ჩამოდის ბეტისის ქართული ფილიალის დამფუძნებელი, გიორგი ჩანადირი.

მოწვეული სტუმრები, Juan Parra Ochavo და Álvaro César ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან “რეალ ბეტისისის" ქართული ფილიალის სავარჯიშო პროცესს და ჩაატარებენ მასტერკლასებს აკადემიის წევრებისთვის. გარდა შიდა აკადემიის შეხვედრებისა,
დაგეგმილია შეხვედრები რეგიონსა და თბილისში უმაღლესი ლიგის კლუბებთან, ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებთან.

Sportall.Ge

"რეალ ბეტისის" თბილისის აკადემია 2022 წელს ოფიციალურად გაიხსნა საქართველოში.

ამჟამად ჩვენ გვაქვს 2 ფილიალი წყნეთსა და მარშალ გელოვანის გამზირზე.

აკადემიის ფილოსოფია და სავარჯიშო მეთოდოლოგია სრულად ეყრდნობა "რეალ ბეტისის" კომპეტენციას. ჩვენი მიზანი საქართველოში ესპანური საფეხბურთო გამოცდილების დანერგვა და აკადემიის აღსაზრდელების უმაღლეს დონეზე მომზადებაა.

Sportall.Ge

ჩვენ ოფიციალურად ვაკავშირებთ ქართულ და ესპანურ ფეხბურთს ერთმანეთთან. ზემოხსენებულ პირებს აქვთ საკმაოდ დიდი გავლენები და კონტაქტები ესპანურ ფეხბურთში, ახლახან გვქონდა პირველი ოფიციალური გასვლა ესპანეთში, სადაც გავიცანით აღნიშნული პირები (აკადემიის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად) და საკუთარი თვალით ვნახე ის დიდი ოჯახი, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ."

alt16-წლამდელთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბაჩის კომენტარს გამოვეხმაურები - სამწუხაროა მსგავსი გამოცდილება თუ გაკავშირებთ სხვა აკადემიებში ან თუნდაც მსგავსი აღქმა თუ დაგრჩათ მათზე. ბეტისის აკადემიაში ყველა პროცესი გამჭირვალეა და გამორიცხულია ნეპოტისტური მიდგომებით არსებულმა მენეჯმენტმა გაიფუჭოს ი
იჯი. წარმატებები ამ აკადემიას და იმედი მაქვს საქვეყნო საქმე გაკეთდება!
ირაკლი
16 აპრილი 2024 22:56
0
ასეთ აკადემიები ყოველთვის ნეპოტიზმის ბუდეა,ინტერ აკადემიაში მყავს ბავშვი და ეს პარლამენტარები და მილიონერები აფუჭებენ ყველგან სიტუაციას,ჯერ ერთი საერთოდ მოუქნელები და მეორე უდისციპლიონოები,გათამამებული ბავშვები,კარგი ბავშვების ადგილებს იკავებენდა იმ კარგებსაც უცრუებენ გულს საქმისადმი მიმართებაში.მოკლედ ყველა მათგანს უნდა ისეთ აკადემიებში როგორიც არის დინამო,ინტერი,იუვენტუსი,ბეტისი თუ ვილიარეალი მარა მათი პირველი სამიზნე ჯერჯერობით მაინც დინამო და ინტერის აკადემიებია,აბა მათ რად უნდათ გლდანის ან ვარკეთილის თუ მსგავს აკადემიებში მათი ბავშვები,არა ბატონო იმენნა აფუჭებენ ყველაფერს იქ სადაც ყველაზე გამართული უნდა იყოს სისტემა...
სამწუხაროდ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვადევნებ თვალს...
ბაჩი
06 აპრილი 2024 09:05
0
საქართველოში უნდა გაიხსნას ბევრი სავარჯიშო ცენტრი ფეხბურთში. ჩვენ ტალანტების ქვეყანა ვართ მსგრამ კორუფციამ და ნეპოტიზმმა შეგვჭამა
suxumchanin
05 აპრილი 2024 23:57
0
ასეთი აკადემიები ქუთაისში,ზუგდიდში, ბათუმში და ზოგადად ყველა რეგიონში უნდა იყოს და მერე ნახეთ რა თაობები წამოვლენ, ოღონდ ყველაფერი მაღალ პროფესიულ დონეზე უნდა, თორემ ჩაწყობებით და მაიმუნობებით რა შედეგებიც იყო ყველამ ვნახეთ...
Givi
05 აპრილი 2024 15:11
1
წარმატებები ყველა აკადემიას. მაგრამ მარტო თბილისით რომ შემოიფარგლება ყველა ესაა ძალიან ცუდი. რეგიონებში არანაკლები (თუ უკეტესი არა) თაობები არიან , მაგრამ მსგავსი პროექტები არ ხორციელდება და ქვეყანა კარგავს ბევრ ნიჭიერ მომავალ სპორტსმენს.

პ.ს. გაიხსენეთ დიდი ქართველი ფეხბურთელები და ლეგენდები რეგიონებიდან იყო უმეტესი. დედაქალაქს არ ვაკნინებ რა თქმა უნდა.
ქომაგი
05 აპრილი 2024 14:54
1
vinc siaruli icis yvela aqaa chamosuli da darcha mand vinme ro gauxsnan?!
gio
05 აპრილი 2024 20:10
2
კარგი საქმე კეთდება. მომეწონა ეს ინფკორმაცია. წარმატებები ყველა ქართველს, რომელიც სამშობლოს განვითარებაზე ზრუნავს.
რეალობა
05 აპრილი 2024 14:33
0

სიახლეები პოპულარული