საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა, ანტმანის ხელმძღვანელობით, სწორად თამაში დაიწყო, მაგრამ კარგი ფიზიკური მომზადებით ვერ გამოირჩევა და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ასპექტში უფრო ძლიერ ბელარუსთან დაიჯაბნა.

მოლოდინისამებრ, უპირატესობას მეტოქე ფლობდა, რომელმაც პირველ მატჩში კვიპროსს 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრები თავს უნარიანად იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა და შანსიც მიეცა - ბაქრაძე მეურვეს გაექცა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს გაარტყა. ბელარუსები ძირითადად საჯარიმოში ჩაწოდებებით ცდილობდნენ ხიფათის შექმნას და პირველი ტაიმის ბოლოს მიზანსაც მიაღწიეს,
როდესაც მეორე სართულზე ბრძოლა შლაპაკოვამ ენჯიბაძეს მოუგო და თავურით დალაშქრა გაბუნიას კარი.

შესვენების შემდეგ ბაქრაძე ისევ დაუსხლტა მცველს, თუმცა გატანა მეკარე ვოსკობოვიჩმა არ დაანება. აქედან მოყოლებული, მოწინააღმდეგემ ზეწოლა გააძლიერა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ანტმანის გუნდი ჯგუფში 1 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 31 მარტს გასვლაზე კვიპროსთან ჩაატარებს.

ახნასი. „დასაკი სტადიუმი“
ბელარუსი - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 შლაპაკოვა (44), 2:0 პილიპენკო (64), 3:0 კოზიუპა (70)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ენჯიბაძე, პასიკაშვილი, ჩემინავა (დიმოპულო 74), დანელია, ბებია (ცისკარიშვილი 74), ბუხრიკიძე, ბაქრაძე (ამბალია 74)
მკითხველის კომენტარები / 8 /
რატომ წვალობთ? სხვა სპორტი რომ აირჩიოთ? მაგალითად შაიბის ჰოკეი.)))
საამურია ცხოვრება
22:50 09-04-2024
17
არ უნდა გეთამაშათ, ადამიანურადაც შერცხვით და სპორტულადაც...
ვენეციის კომისია
22:18 09-04-2024
10

სიახლეები პოპულარული