უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გიორგი ღავთაძემ 23-ე წუთზე დააწინაურა. გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ირაკლი თოდუამ გაიტანა.
საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი, რომელიც 14 აპრილს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით (3:2) დასრულდა.
აზერბაიჯანის ნაკრებთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ჩვენი
გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი, მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.
nakrebi.ge