"გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის" - ირაკლი კობახიძე

AutoSharing Option
საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი - ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. დღეს გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. 30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ
ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ. ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

ასეთი წარმატებები ჩვენ არ გვქონდა იმ ცნობილი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო დღევანდელი ოპოზიცია. 90-იან წლებთან შედარებითაც კი, მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები.

მინდა გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს არჩეულ პრეზიდენტს განცხადება გადადგომაზე. არაფერს არ ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე. მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო“, ჩვენი ისტორიული კლუბი და კლუბი ფაქტობრივად განადგურების პირამდე მიიყვანეს. ნულოვანი წარმატება გვქონდა ჩვენ მთელი ის წლები ევროტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისი დინამოს“, ათ თამაშში აქვს 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს“ სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს.

ასევე მინდა გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლი, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით“, - აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 60 /
ეს სტადიონი ნამდვილად ზედმეტია! მალე აშშ საქართველოს სახელმწიფოს გააუქმებს. ამ მთა გორებს გადაპარსავს, ბალახს დათესავს და გოლფს იდამაშებენ!
aburjga
23 აპრილი 2024 20:15
8
ესეთი პოლიტიკით ზენიტი ცსკა თუ ითამაშებენ მანდ
tempo
23 აპრილი 2024 19:53
2
როგორც კალათბურთის დარბაზი ააშენეს ისეთი იქნება.....არ დაბლოკოთ საქ.ბანკმა 234 მილიონი მოგება ორ თვეში თბს ბანკმა 167 მილიონი და ამას მიხედოს ხალხს რომ გვაყაჩაღებენ
ადამიანი
23 აპრილი 2024 19:24
0
სტადიონი კარგია. მაგრამ ჩვენისთანა გაჭირვებული ქვეყნისთვის სხვა პრიორიტეტებია საჭირო. სტადიონი ფუფუნებაა და ჩვენ ამისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. მაგ ფულად თბილისში 3 ან 4 მეტროსადგურის მშენებლობა უფრო წაადგებოდა ხალხს. ვერ ხედავთ ისეა გაჭედილი ქალაქი მეტროს გარდა არაფერი არ უშველის. სტადიონი წელიწადში სულ 3 ან 4 დღით გჭირდება, ისიც თუ ძლიერი გუნდები ან პრინციპული თამაშებია. თუ არადა დინამო არენა, ბათუმი ან მესხის სტადიონი აგერ არ არის. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გვინდაო ეგეც ერთი ღის ამბავია ბოლო-ბოლო. მეტროსადგური კი სამუდამოა და ხალხი შვებას მაინც იგრძნობს(ოდნავ მაგრამ მაინც).
გია
23 აპრილი 2024 15:32
1
ეს ისე ერკვევა ფეხბურთში, როგორც ჟირაფი ჰოკეიში.)))))))))))))))
რუსეთს რაააა?
23 აპრილი 2024 15:23
2
სტადიონამდე ერთი კარგი რუსკი კარაბლი აიშენე, გირჩევნია))))
მშენებელი
23 აპრილი 2024 15:12
2
ამას ფრხბურთი ისე აინტერესებს როგორც მიშას დვორნიკობა მსუქანი ნაჭერი მანამ ორემიერია დანარჩენი არ აინტერესებს სად იცხოვრებს
კახუჩელა
23 აპრილი 2024 12:23
2
ხალხო როთ ვერ გაიგეთ სტადიონის ადგილი უნდა ჩიჩილაკს დაითრიოს თორემ ამ სტადიონზე ფეინორდთან ბილეთები მქონდა და კიბეებზე ვიჯექი მაშინ 75 000-ს იტევდა და ეხლა წარმოიდგინეთ რამდენი იყო იმ თამაშზე ანალოგიური ლივერპულთანაც ოღონდ მაშინ ჩემ სკამზე ვიჯექი
ხასანა ძია
23 აპრილი 2024 12:15
2
ზოგადად რაიმე ახლის შენება რა თქმა უნდა კარგია, თუმცა არ მესმის რა საჭიროა თბილისში 1.5 მილიონიან ქალაქში 70 ათასიანი სტადიონის მშენებლობა, როცა ქალაქს უკვე აქვს 55 000 იანი მშვენიერი არენა, თუ მანდამაინც ტევადობაზეა საქმე, თავისუფლად შესაძლებელია დინამოს სტადიონის 10-15 ათასი ადგილით გაზრდა და მივიღებთ თითქმის იგივე ტევადობის სტადიონს, რის მშენებლობასაც გეგმავთ. ნუ იგონებთ ახალ ველოსიპედს, მაგას სჯობს ქუთაისში ააშენოთ თანამედროვე 25-30 ათასიანი სტადიონი.
55555
23 აპრილი 2024 10:40
3
ახლის აშენებას სჯობს ძველს მიხედოთ! ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეები კონუსურად დაწიეთ, რეკონსტრუქცია გაუკეთეთ და ცოტათი შემოწიეთ დასავლეთი და აღმოსავლეთიც და მიიღებთ 70 ათსიან სტადოიონს, რომელსაც ტრადიცია და დიდი სიყვარული მოყვება!
ლექსო
23 აპრილი 2024 10:04
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული