თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა. როგორც კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, ფიფია ვერც ფეხბურთში და ვერც პოლიტიკაში ვერ ერკვევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან "დინამო თბილისზე" და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოვუყვანივარ, მით უმეტეს, არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნესსაქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდებოდა "დინამო
თბილისის" შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს - სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

მხოლოდ გასულ, 2023 წელს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში "დინამო თბილისის" აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
"დინამო თბილისის" აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.

წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 4-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 4-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.

"დინამო თბილისი" არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.

ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე, ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსკვლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

"დინამო თბილისის" მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის, 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომლებსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომლებიც "დინამო თბილისში" ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმარისი ინფორმაციით ავხსნა.

პატივისცემით,
რომან ფიფია
"დინამო თბილისის" პრეზიდენტი".

წყარო: FC Dinamo Tbilisi

alt"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

მკითხველის კომენტარები / 49 /
ბერა ივანიშვილი,ან კალაძე რატომ არ ყიდულობენ და დებენ ფულს ქართულ კლუბებში??რა გაგიჭირდათ ისეთი,რომ ერთი ყარაბაღის დონის კლუბი ვერ გააკეთეთ?!
..
22 აპრილი 2024 21:19
3
რას ერჩით ამ კაცს ვერ გავიგე? მაგარი საფეხბურთო აკადემია დაარსა რომელიც უმთავრესი სამჭედლოა ქართული ფეხბურთის, რაც შეეხება გუნდს მის აწყობას დიდი ფული უნდა რომელიც ამ კაცს არა აქვს, ნუთუ ვერ ხვდებიტ რომ ეს კაცი ორივეს ფინანსურად ვერ ქაჩავს? რამდენი ხანია კლუბ დინამოს გაყიდვა უნდა მაგრამ მყიდველი არ ჩანს.
რობი
22 აპრილი 2024 20:49
34
81 წლის შედეგის არ იყოს რამდენი წელი უნდა გქონდეთ მარტო ეგ აკადემია თავის მოწონების მიზეზი? რას ვერჩით და კლაქსვიკის 6-1 ესტონურ გუნდთან წაგება გავარდნები პირველ ეტაპზე მაქსიმუმ ერთი ეტაპის გავლა 22 წელია უკვე ცოტაა? სირცხვილი გუნდი როა იმას მითუმეტეს სახელად დინამო რო გქვია ჟირონა ბოლონია მწირი ფინანსებით რეებს აკეტებენ ხელბურტელებმა პირველივე ევროზე თამაში მოიგეს პარა სპორტში ტაკვანდოში პირველად ლიცენზია გვაქ ოლომპიადაზე ასევე ძიუდოში გუნდურზეც გამოვალთ ოლიმპიადაზე პირველად ისტორიაში რაგბისტებმა ევრო თასზე პირველივე გამოსვლისას 100 წლიანი კლუბი დაამარცხეს ყველა ფედერაციას აქ სატრაბახო რომელიც დღეს ხდება და მას კი მარტო აკადემია
ნოდო
22 აპრილი 2024 22:24
5
ფიფია შენ ხარ დოდო ...
Daviti
22 აპრილი 2024 20:37
12
რაც არ უნდა ილაპარაკოს ფიფიამ, ფაქტი არის სახეზე. ყველაფერი ფასდება შედეგით,რაც დინამოს შემთხვევაში სავალალოა.
ბადრი
22 აპრილი 2024 20:36
6
მართალია ეს კაცი, კარგის მეტი რა გაუკეთებია გუნდისთვის? ჩვენ კი ვთხოვთ რომ ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფში მოხვდეს მაგრამ მაგას რამდენი თანხები ჭირდება ყველამ იცის. გუნდი ყოველთვის საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის ახალგაზრდა ფეხბურთელებით, დინამოს სკოლის აღზრდილებით.
shalva
22 აპრილი 2024 20:30
44
shalva შენ ფეხბურთის შალვა ხარ , ნათელაშვილი შალვა ))
ტარიელი
23 აპრილი 2024 01:14
1
დედამიწაზე არ ცხოვრობ? ვინ ითხოვს ჯგუფს? 99% პირველი ეტაპის გადალახვის იმედს კარგავს ივლისში
სიმართლე
22 აპრილი 2024 22:26
1
თუ ასეთი და ამდენი ფეხბურთელი აღზარდეთ,ამდენი უცხოელი რატომ გყავს საკუთარ გუნდში?
რეზო
22 აპრილი 2024 20:27
14
ყველა ვინც გაკრიტიკებს როგორ შეიძლება მტერი იყოს, ჩვენს ხელისუფლებას დემოკრატია რაღაც თავისებურად წარმოუდგენია!
Irakli
22 აპრილი 2024 20:20
25
რა კავშირშია ფიფია ნაკრებთან ?
ზაქრო
22 აპრილი 2024 20:18
17
ნაკრებთან რა კავშირი აქ? წაიკიტხეტ მაინც? უმრავლესობა, სადღაც 80 % ნაკრების მოთამაშე ამ კაცის მიერ დაარსებულ აკადემიაშია აღზრდილი! ამან ჩამოიყვანა თავის დროზე ბარსელონიდან კარასკო, კაცი რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ფეხბურთის განვითარებაში! სხვათაშორის კარასკოს აღზრდილია აგრეტვე ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელები მუდრიკი, სუდაკოვი, ლუნინი, კანაპლია და სხვები (უკრაინაში ის წაიყვანეს საქარტველოში კარგი მუშაობის შემდეგ)
რობი
22 აპრილი 2024 20:40
13
ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება გმირობის ტოლფასია.
ჟორა გაბრიჭიძე
22 აპრილი 2024 20:06
8
ყოჩაღ მთავრობა!!მაგარი განწყობით აცილებთ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე,თქვენ ხართ ქვეყნის ნომერ პირველი მტრები!ყველაფერს აკეთებთ,რომ ხალხი დააპირისპიროთ ერთმანეთს!!წყალში ჩაუყარეთ ფეხბურთელებსაც და ხალხსაც საზეიმო განწყობა!!!!
სანდრო
22 აპრილი 2024 19:59
41
სულ ფეხებზე მკიდია ფეხბურთიც და ნაკრებიც თუ ეროვნული ინტერესები გადაყვება ამ ყველაფერს. თვითონ გაიჩალიჩებენ ეს ჩვენი შტერი ფეხბურთელები იმდენს იზამენ.
odala
22 აპრილი 2024 23:53
3
ბიუჯეტის ჭამიები, ებრძვიან გრანტი ჭამიებს,ამათი შემყურე კი უბრალო ხალხი იჭყლიტება,ახლა რა გგონია მთავრობის წევრები და მათი ცოლ შვილი კომოს მილანს და პარიზზს დაიკლებენ?!სიღარიბე უნდათ ჩვენთვის,ფუფუნება თავიანთი თავებისთვის!!!!
უცნობ-ს
22 აპრილი 2024 21:32
6
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული