ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. კომიტეტის სხდომა უეფას სათავო ოფისში, ნიონში გაიმართა.

ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში განხილული საკითხები დასამტკიცებლად უეფას აღმასრულებელ კომიტეტს გადაეგზავნება. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 22 მაისს, დუბლინში გაიმართება.

ლევან კობიაშვილი უეფას საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევამდე, სფფ-ის პრეზიდენტი უეფას ფეხბურთის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

კომიტეტის სხდომის შემდეგ ლევან კობიაშვილი ნიონში უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ სფფ-ის ინიციატივის შედეგად, 2024/25 წლების სეზონიდან ახალგაზრდულ ლიგაში უეფას ყველა ასოციაციის წარმომადგენელი მიიღებს
მონაწილებას, მათ შორის, საქართველოს შესაბამისი ასაკობრივი ლიგის გამარჯვებული.

წყარო: GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 3 /
საშეჯიბრო კომიტეტი ჩვენი ფედერაცია არ არის,რომ ფული მოტეხოს.ისე ამას უეფას პრეზიდენტობა უნდა,თუმცა მალე შეიძლება ევროპაში ცხვირი არ შეაყოფინონ.
2
მალე დაასანქცირებენ როგორც პრორუსული კანონოს ხელმომწერ დეპუტატს და ევროპაში ვეღარ ივლის.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული