"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ აუცილებლად უნდა მიღებულ იქნას ლუსტრაციის კანონი. და ერთხელ და სამუდამოდ გამოაშკარავდეს ყველა მთავრობის დროს ფულზე გაყიდული ხალხის მათ შორის ტროლ-ბოტების ვინაობა! ცეკას და რაიკომის თანამშრომლები და კგბ-ს ნომრიანი აგენტები აღარ უნდა მართავდნენ ქვეყანას არასოდეს! და კიდევ - ქონების დასაბუთების კანონი, მინიმუმ 10 წლიანი უკუეფექტით, რომ გამოაშკარავდეს, რა დონის მომხვეჭელობისა და კორუფციის ასპარეზად არის ნაქცევი საქართველოში ხელისუფლება. გამჭირვალეობა აუცილებელია!
იმედი
04:35 02-05-2024
14
ალადაშვილო, ცოტა ხანი ენა ჩაიგდე! ეგ შენი "ბავშვები და ქალები" როგორ ექცეოდნენ პოლიციას? ქვები, ბოთლები, კვერცხები, ფურთხება, გინება, მოსულა არა ალადაშვილო? პოლიციელები მოიქცნენ ისე როგორც უნდა მოქცეულიყვნენ! კახიზე კი პირი გამოირეცხეთ ჭაობიდან ამოსულებო. ათასჯერ მადლობა ჩვენს პოლიციელებს!
ავყია ალადაშვილს.
20:30 01-05-2024
89

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული