"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
როგორი ფეხბურთელიც იყო ისეთი პოლიტიკოსია. ან ვინ არის საერთოდ მაგის აზრი რომ გამოგაქვთ? იცნობს მოკლე წრის გარდა ვინმე ამ ფეხბურთელს? მე პირადად უაზროდ და სწრაფად მორბენალი მახსოვს. მასეთი ხაბეიშვილიც გვეყოფა პოლიტიკაში
კახა
01 მაისი 2024 21:06
49
შურიანი კაცი ყოფილა. ამის ფეხბურთი არ გაიშვა. როგორც მახსოვს რუსეთშიც თამაშობდა და მაშინ აღებულ ფულებზე დისკომფორტი არ აქვს ეტყობა..
ეს თუ ფეხბურთელი იყო
01 მაისი 2024 21:04
67
დარწმუნებული ვარ პირში თქმას ვერ გაუბედავ, კლავიატურსთან ყველა ლომები ხართ. ბაი და ვეი ისიც გითხრი რამდენი მილიონი რუსული რუბლი გაქვს მიღებული ჯამაგირად
მამუკა
01 მაისი 2024 20:58
62
მამუკა ყველა შენაირი კურდღელი კი არ არის!ეკრანს ამოფარებული პატარა ვაჟკაციხარ.ისე გაზრდილხარ და მაინც ბაჯაღლო დარჩი..კეკლუცოოო
მამუკა-ს
02 მაისი 2024 01:25
20
ყველაფერი როგორ უკუღმა გესმით ქოცებს!პირში ვერ უთხარა კი არა, უარესი გაუკეთა. საქვეყნოდ არაკაცი უძახა,თავზე დააკუკა და თუ ვაჟკაცია,კალაძე მივიდეს და პასუხი მოსთხოვს.
მძაღო
01 მაისი 2024 21:21
44
ყველა გამოხმაურება
ალადაშვილო, ცოტა ხანი ენა ჩაიგდე! ეგ შენი "ბავშვები და ქალები" როგორ ექცეოდნენ პოლიციას? ქვები, ბოთლები, კვერცხები, ფურთხება, გინება, მოსულა არა ალადაშვილო? პოლიციელები მოიქცნენ ისე როგორც უნდა მოქცეულიყვნენ! კახიზე კი პირი გამოირეცხეთ ჭაობიდან ამოსულებო. ათასჯერ მადლობა ჩვენს პოლიციელებს!
ავყია ალადაშვილს.
01 მაისი 2024 20:30
89

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული