"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
კალაძემ საკუთარი ძმა ფულში გაცვალა და სამშობლოს ვერ გაცვლის?
ალადაშვილს
01 მაისი 2024 21:19
65
კულტურულ მარქსისტებმა ფეხბურთელები მარტივათ აიყოლიეს როგორც ვატყობ.
aladashvils
02 მაისი 2024 03:06
21
მთელი ცხოვრება მათ გინებაში გავატარე და აფხაზეთშიც მათ წინააღმდეგ მიბრძოლია! და ვინ დავობს იმაზე რუსეთი და რუსები რას წარმოადგენენ, რა შუაშია ამ კანონთან რუსეთი. ჩვეულებრივი ნაცები ხართ ვინც ამას იძახით ან გაუნათლებელი ბნელები პატრიოტობას ამოფარებულები, თორემ იმდენი შეგნება მაინც გექნებოდათ, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან და ცხრაჯერ ახსნილ თემაზე ესე ზედაპირულად და დემაგოგიურად არ გელაპარაკათ. თქვენი უმრავლესობისათვის პატრიოტობა დროშების ფრიალით და ლანძღვა-გინებით იწყება და მაქვე მთავრდება. ამიტომაა რომ 30 წელია შეკრულ წრეზე დავდივართ. თქვენ ქართველები არა ხართ, ახალი ჯიში ხართ გამოყვანილი. პ.ს.იმეია დაბეჭდავთ
ვახო
02 მაისი 2024 15:45
17
საერთოდ არ მახსივს ეს ალადაშვილი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! მართალი კი დაწერა!
პაატა
02 მაისი 2024 19:35
19
მაგრად დაეშვი მთაწმინდიდან.
ჯონი
02 მაისი 2024 11:30
20
რაო კალაძიჩ გეწყინა მამიკოზე ცუდის თქმა?
T.q
02 მაისი 2024 11:53
17
ეს ალადაშვილი ვინაა მისი კარის ზღრუბლს არ სცდება მისი ფეხბურთი, თურმე კალაძეს მიმართავს.
კოტე
04 მაისი 2024 14:22
7
იტალიაში, ათი წელი უთამაშიათ ერთად.
ჟუჟუნა
07 მაისი 2024 22:48
0
საერთოდ რომ არ მახსოვს ეს ფეხბურთელი, კაი მაგი ჩემს მეხსიერებას დავაბრალოთ და არა ამის თამაშშს, მაგრამ ეგეთი ურთიერთობა თუ გქონდათ რომ 10 წელი გვერდიგვერდ თამაშობდით პირდაპირ უნდა დაურეკო და უთხრა შენი სათქმელი, ესე სხვის დასანახად რომ ლანძღავ და გინდა ქულები დაიწერო. რა არი მოგეცა შანსი რომ შური იძიო იმ ბოღმისთვის რასაც შენ ვერ მიაღწიე, როცა 10 წელი ერთად თამაშობდით
დათო
02 მაისი 2024 16:24
19
პარტიაში დაავალეს, ნაცების აქტივისტია
დათო
02 მაისი 2024 17:56
9
ამის ლოგიკით, ნარკოტიკებით გაბრუებულმა, უზრდელმა და უკულტურო ვაი-სტუდენტებმა უნდა დალეწონ ყველაფერი, პოლიციამ კი წესრიგი არ უნდა დაიცვას, ხომ?
ლუკა
02 მაისი 2024 15:20
20
რა სამარცხვინოები ხართ ეს ტროლბოტები?!
ავიმუსაიფი
02 მაისი 2024 15:37
10
ავიმუსაიფი, ჩემსა და შენს შორის ტროლბოტის დედა გადახნა რაც იმ აქციაზე ხალხია
ავიმუსაიფი-ს
02 მაისი 2024 15:55
4
შენ ითამაშე 10 წელი კალაძესთან ერთად? ა! მეც 10 წელი კალაძესთან ერთად ვიყავი სრადიონზე, საქართველოს ნაკრები რომ თამაშობდა.
მეორე, შე მართლა არაკაცო. როცა დემეტრაძეს დასდევდნენ და დაიჭირეს შენი საყვარელი ნაციკუნების მერებიშვილის ჯალათებმა, რა გააკეთე?! ა!!!??? კახამ დაუდგა გვერდში და დაუპირისპირდა მაშინ (როგორც აღმოჩნდა ვცდებოდით) უძლეველ მიხუილ სააკიანს! შენ? შე მშიშარა რუსეთის აგენტო. იმიტომაც გეშინია ამ კანონის მიღება, რომ ყველა გაიგებს, რასაც წარმოადგენ. და თუ ბიჭი ხარ და არ დაიჭერ ამ პოზიციას, ხომ მოგეხაზა რუსული სუკის (ვერ გაიგებ: KGB-ს) მიერ. აუცილებლად მისაღებია ეს კანონი, რომ შენისთანა რუსეთის სუკის აგენტები გამოაშკარავდნენ. აი ამისთვის ვუჭერ მხარს! ამაზე უარესს ბეჭდავთ, გთხოვთ ესეც დაბეჭდეთ!
alexandre
02 მაისი 2024 13:50
44
დემეტრაძე რაზე დაიჭირეს ფეხბურთის ბილეთებს ყიდდა ჩუმათ?თუ ნაყინი უყიდა ფედერაციის პრეზინდეტს,ძუძუს გიჭივით რომ იყო გატრუნული როცა დაიჭირეს შეიძლება ალადაშვილი როგორც ფეხბურთელი არ იყო ვარსვლავი მაგრამ როგორც კაცი შენ კალაძეს ერთ ადგილას ამოისვავს
???
02 მაისი 2024 14:33
9
2009-2010 ანჟი მახაჩკალა ამ დროს აგვისტოს ომი 2008 ში იყო. 2014-2015 სკა ენერგია ხაბაროვსკი. ასეთია ამ დიადი ფეხბურთელის კარიერის ნაწილი. ახლა დაფიქრდით, მაშინ ვითომ არაფერი და რუსეთში თამაშობდა. მე პირადად ამის პროტესტი არ მახსოვს რო განოეხატა მიშას დროს, ეს რუსეთში თამაში რას მივაწეროთ? ახლა ამოიდგით ხო ენა როცა ამის გამო არავინ არ გეხებათ. მიშას დროს რას გაბედავდით. ამიტომ არ მჯერა ალადაშვილის, არველაძია და მისთანების პროტესტის.
ბექა
02 მაისი 2024 10:35
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული