"არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად ჩამოყალიბდებოდი" - ალადაშვილმა კალაძეს მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით ქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართა:

"მრცხვენია და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე, რომ შენ გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა, თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალებსა და ბავშვებს რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა, ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალებსა და
ბავშვებს უმოწყალოდ სცემეო?

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!"

მკითხველის კომენტარები / 152 /
და შენ კაცი ხარ ამის მერე? უფალი განგსჯის ყოველი უსამართლო,ბოროტი,ცილისმწამებლური სიტყვისთვის
მერაბი
02 მაისი 2024 08:25
9
ეს ალადიკი ვიღა შაშა კოლაა?
ჯეჯე
02 მაისი 2024 18:50
14
რუსული კანონი არ არის პროტესტების ძირითადი მიზეზი. ბინძურას რეპუტაციის გამო არის პროტესტები. მისგან სიკეთეს არ ელის ხალხი!
დამთავრდა ქურდული ოცნების დრო!
რეალობა
02 მაისი 2024 18:44
8
კაი კაცი ხარ!
sani
02 მაისი 2024 14:28
9
სამართალდამცავი იმიტომ Ჰქვია, რომ წესრიგი დაიცვას და არა მოსახლეობის თუნდაც ცუდი ნაწილი ცემოს.სამწუხაროდ ასე იყო, არის და ალბათ იქნება კიდეც.პოლიციელი დავალებას კი არა მოვალეობას უნდა ასრულებდეს!
ზურა
02 მაისი 2024 09:03
16
ბრავო ალადაშვილი სწორ მხარეს დგეხარ იმიტომ რომ იცი რუსეთი რა ქვეყანაც არის და იცნობ მის პოლიტიკას, კალაძემაც იცის ეგ თუმცა უტიფრად ემსახურება რუსეთის მონა მორჩილ ფეოდალს რა ქნას საქმეს ეგრე ჭირდება თავს ზევით ძალა არ არის იმ 2 გოლის არ იყოს საკუთარ კარში რომ გაიტანა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იტალიასთან მატჩის დროს...
გიო9
04 მაისი 2024 10:24
22
ივანიშვილოვის 5-მანეთიანო კრემლებოტებო!
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ არის ჩვენი მტერი. რაც გინდათ, ის წერეთ. რუსეთს ვერ შეაყვარებთ ვერავის. რუსებს ერთმანეთი სძულთ. მალე დაიწყება რუსეთში დიდი სამოქალაქო ომი.
რეალობა
02 მაისი 2024 18:49
8
ეს კაცი ვინ არის , რადიატორთან რო იჯდა ის ხომ არ არის?
levani
02 მაისი 2024 17:42
7
Trolebo piri ar gaagot
Maxo
02 მაისი 2024 13:42
3
ხულიგნები, რომლებსაც საარჩევნო უბნებში ბინძურა ივანიშვილოვი ამომრჩევლებს დაუპირისპირებს არჩევნების დროს, ისეთივე აგრესიულები იქნებიან, როგორც მის მიერ დაქირავებული კრემლიბოტები არიან სოციალურ ქსელებში.
რეალობა
02 მაისი 2024 10:03
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული