"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
წესიერი ადამიანისათვის ყველაფერი ნათელია.ერთ მხარეს არიან ბიუჯეტის ქურდები ბიძინა და მისი შუბლზე ძარგაწყვეტილი ამფსონები რომელთა მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ფულები მოტეხონ,ხოლო მეორე მხარეს ქართველი ახალგაზრდები რომლებსაც უნდათ ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ სადაც სოციალურად უზრუნველყოფილი იქნებიან,როგორიც არის ევროპა.
ამაშია საქმე
04 მაისი 2024 12:13
22
იგრძნობა ქოცობა
X
04 მაისი 2024 12:12
15
ვინ არის ქოცი?
დედით მზეო
04 მაისი 2024 12:15
4
ხვიჩა, ნუ გეშინია, პირდაპირ თქვი, ნუ ხარ მშიშარა, შენზე ვლოცულობთ, ღამეებს ვათენებთ, მაგრამ პირდაპირ თქვი, დგახარ შენი თაობის ახალგაგაზრდების გვერდით, თუ მოგწონს მათი ცემა, დასახიჩრება, რა ვერ ხვდები, საით მიგვაქანებენ? იქნებ შენც იქით მიგიწევს გული, კი ბატონო. იქაც ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები, მაგალითად, სიომინი, მაგრამ სახელმწიფო ხომ დამპყრობელი იყო ყოველთვის, შენც თავისიანად გთვლიან, რადგან საქართველო თავისი ჰგონიათ, შენ ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ და იმედია განსხვავდები ყაველაშვილისგან, მაშინ პირდაპირ დაწერე, არა ძალადობას, არა რუსულ კანონს
პატრიოტი
04 მაისი 2024 12:06
21
ვინ არი ახალგაზრდობა ბიჭო პარტ აქტივის გადამზადებული ხალხია ახალგაზრდობა ვის სცემენ დადგნენ სპეცნაზიდან ათი მეტრის მოშორებით და არავინ არაფელს ეტყვის, არა მომზადებული არიან გოგოები მიდიან სპეცნაზთან ათურთხებენ აგიმებენ აბა რას უზამდა კარგად დაიმდეს კიდე ევროპაში რაც მოყვიდოდათ ნახავდენ ეგეთი პროვოკაციისთვის
Soso
04 მაისი 2024 12:19
13
ეს არის გარეთ დაწერილი სცენარი.
არავითარი ,,რუსული კანონი,, არარსებობს.
ვინმეს, რომ დაეცემინებინა, იტყოდნენ რუსული ხმით იყოვო და გარეთ გამოვიდოდნენ.
უკრაინას 30-50 წელიწადში სტოსი უნდა წაეყვანა ევროპაში, მაგრამ ხედავთ რაც დაემართა.
100%
04 მაისი 2024 11:56
12
სტოსი?
n
04 მაისი 2024 12:03
1
კვარაცხელიას აზრი არ მგონია ვინმესთვის გადამწყვეტი ან მნიშვნელოვანი იყოს,თუმცა მაინც ტეხავს რუსეთის არ ხსენება ..სხვა მხრივ,მეტ ინტელექტს და აზროვნებას მისგან არც არავინ მოელის.
თემო
04 მაისი 2024 11:55
32
|თუ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რატომ უტევდით, აზრი დააფიქსირეო, "დიადი ქართველი" ლომჯარიადან დაწყებული. რას ელოდით? კვარაცხელია მორწმუნე მართლადიდებელია და ეკლესიის საწინააღმდეგო პოზიციას (იხ. საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება) არ დააფიქიწრებდა ჭინკების გულის გასახარად (რუსეთიდან მართული ვითომ ევროპული ნაცები იგულისხმება).
გულშემატკივარი
04 მაისი 2024 13:03
2
ხვიჩა!!!ხვიჩა!!!ხვიჩა!!!ხვიჩა!!!
ვერ შეგიყვანეს შეცდომაში ნაცძირლებმა.ყოჩაღ!!!
მერა
04 მაისი 2024 11:45
12
რამდენი დისლაიკები გინდა წეროთ, რეალობას ვერ შეცვლით. შეხედეთ რა დაემართა უკრაინას უკვე დაკარგა 4 საქართველოს ხელა ტერიტორია, 50 მილიონი მოსახლეობიდან დარჩა 19 მილიონი, ქალაქები სავსეა ცალფეხა და ცალხელა ახალგაზრდებით. ბობოლა ხალხს თავისი შვილები უცხოეთში ყავს დაბინავებული, ხოლო უბრალო ხალხს ქუჩებსი იჭერენ და აგზავნიან სასაკლაოზე.დასავლელი მეგობრები მოუწოდებენ იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდეო. ეს გმირად შერაცხული კლოუნი ზელენსკი კი აკეთებს უცნაურ განცხადებას, რომ ომის შემდგომ უკრაინის ადგილზე იარსებებს სხვა ეთნოსის (არა რუსული) დიდი სახელმწიფო. არადა ე.წ. მაიდანი რომ არ მომხდარიყო უკრაინა შეინარჩუნებდა ყველაფერს ყირიმის ჩათვლით.
ზურა
04 მაისი 2024 11:20
21
ჩვენი ისტორიით რომ ვამაყობთ,ჩვენი დიდი მეფეებიც იგივეს არ აკეთებდენ?თუ თქვენაირად გაწოლილი იყვნენ მტერთან?ისტორია მაინც წაიკითხეთ..როგორ გვანადგურებდა თემურ ლენგი,მურვან ყრუ,შაჰ აბასი მარა ბოლომდე ვიბრძოდით და მოვედით აქამდე..ასევე არიან დღეს უკრაინელები და აუცილებლად გაიმარჯვებენ.თანამედროვეობის შაჰ აბასია დღეს პუტინი.
ვალერი
04 მაისი 2024 11:59
18
ბატონო ზურა რატომ გგონიათ რო უკრაინელებზე მეტად გიყვართ უკრაინელები. ის ხალხი თავისი სამშობლოსთვის იბრძვის რასაც საქართველო აკეთებდა მთელი ისტორიის განმავლობაში. რაც შეეხება რუსეთის მოქმედებას, ეს ჩვეულებრივი იმპერიის მოქმედებაა და თუ არ იქნებოდა მაიდანი სხვა საბაბს მონახავდა იგივეს გასაკეთებლად ან როგორც 1921 წელს საერთოდ საბაბის გარეშე გააკეთებდა იგივეს. თუ იმ საბაბის გჯერათ რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ნატოს ბაზები არ უნდათ საკუთარ საზღვართან მაშინ ფინეთში რო იქნება ნატოს ბაზები და გაცილებით ახლოს ვიდრე უკრაინაში, ამაზე რატომ არ იზრუნა რუსეთმა
p
04 მაისი 2024 11:43
9
ვითომ თანადგომა გამოუცხადე ხვიჩას. სინამდვილეში სრულიად ეწინააღმდეგები მისი პოსტის შინაარსს. აქებ შემრიგებლური პოზიციისთვის და თან იმ ხალხს რომლებსაც თანადგომა გამოუცხადა გაგიჟებულ მასას უწოდებ. ეგ მასა საკუთარი მომავლისთვის იბრძვის. სულ რო არ იყო იურისტი იმით მაინც უნდა მიხვდე მაგ კანონის ავკარგს, რომ მსოფლიოში დადებითი შეფასება მხოლოდ მედვედევმა, პესკოვმა, ლავროვმა, დუგინმა და ტინა კანდელაკმა (საქართველოს უერთგულესმა მეგობრებმა) მისცეს.
04 მაისი 2024 11:19
22
ქართულ ოცნებას ახალგაზრდებმა განაჩენი გამოუტანეს, ეს აქციები პოლიტიკური აქციები არ გეგონოთ, რომ იკრიბებოდნენ და იშლებოდნენ, უფრო და უფრო მეტ ძალას განახებთ და ისევ აგალოკინებთვთქვენს გადაფურთხებულს
კოლხი
04 მაისი 2024 11:13
33
ახალგაზრდები რამე პრიბილეგიაა? ჯერ ერთი 18 წლამდე ხმის უფლება არჩევნებში არ აქვტ და 18 დან 35 წლამდე კი არ ხართ იმდენი რომ თქვათ ახალგაზრდებმა თუ თქვეს ვსიო ესეიგი ეგრეა
ნოდო
04 მაისი 2024 12:13
3
შენ ქართველი ერი არ გეგონოს, რო თქვენს ამ სულელურ უაზრო ფშტვენას, სტვენას და წანწალს შეგარჩენთ, გიყურებთ, გიყურებთ და დედას მოგიხნავთ! მაგ თქვენს გზა აბნეულ საცოდავ ახალგაზრდობას დიდიხანია განაჩენი: შენნაირმა დაფშტვენილებმა, დაბოლილებმა,ენჯეობებმა და მთლიანად მკვლელმა ნაცებმა გამოუტანეთ! აურიეთ ტვინი ახალგაზრდებს და აღარ იციან საით წავიდნენ. რა რუსული კანონი, რის რუსული წაიკითხეთ და მიხვდებით სუფთა ქართულია, მაგრამ მაგის გაგება არ გაწყობთ, იმიტომ რო უბრალოდ გადატრიალება გინდათ, რო მკვლელი სასტიკი ნაცები ისევ მოტრიალდეთ, არ გ ე ღ ი რ ს ე ბ ა თ!
პეტრე კოლხს, ახალგაზრდებს ნუ ურევთ ტვინს!
04 მაისი 2024 11:28
15
ხვიჩა,ყ ო ჩ ა ღ ი ხარ და ძალიან დ ი პ ლ ო მ ა ტ ი უ რ ა დ წერ.არ შეცდე აეასდროს და მხარი არ დაუჭირო საქართველოსთვის ზიანის მომტან ნაცძირლებს.ნურავუს ნუ უსმენ.ამ წერილუს მერე ნთელუ საქართველო იმ ტვინარეული უმცირესობის გარდა შენთან იქნება სულ.
მირო
04 მაისი 2024 11:10
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული