"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
ე. ი. ამ შემთხვევაში აქციაზე "თბილისი პრაიდი"-ს და ზოგიერთი ენჯეოს საქართველოს დასანგრევად აღებული ფულის, ბავშვის სათამაშოებში "ლგბტ" პროპაგანდის მოთავსებაში აღებული ფულის დასამალად და დასაცავად დგომა საქართველოს მხარეს დგომა და პატრიოტიზმია???!!! მაწონი შავია???!!!
ზურა
04 მაისი 2024 09:26
26
რუსეთის, როგორც მეგობრის, მყვარებლის დედა.
და კიდე იმათი დედა, ვინც ცდილობს გარედან მართოს ჩემი ქვეყანა და ვინც ამაში ხელს უწყობს.
მოსკოვი სხვას არ აკეთებდა არაფერს, საბჭოთა კავშირის დროს. დაბალ საფეხურებზე მაინც, რასაც უბრალო ხალხი ჰქვია, ისინი აფასებდნენ და პატივს სცემდნენ ქართველს.
ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ რუსი მინდა, მაგათ დედაც .... ჩვენი ადგილი ცივილიზებულ სამყაროშია, უბრალოდ გარეთ, რომ ბავშვები დარბიან მათ ვეუბნები, რომ იცოდნენ. მათ ვინც იდეით დგას და საქართველო და ქართველი ამოუხატია გულზე, ხოლო ვინც ფულის გულისთვის გადის, მაგათი გიგაური, ლომჯარია და მაგათნაირები ვუტირე.
მონობა და უკანალის მწმენდავობა არ გეკადრებათ არავისი, რუსსაც და ევროპელსაც ერთნაირი ტრ.კი აქვს.
100%
04 მაისი 2024 09:24
8
მოსკოვი რომ აკეთებდა მაგას გაჭმვდა მუქთად მაინც და ესენი ვალებში გვხრჩობენ ქვეყნიდან გვერეკებიან და მეგობრებს ვეძახით. . .თვითმფრინავებშიბთინეიჯერები ლამის ორგიებში ატარებენ. . . ხალხი ვერ აჩერებს ლაწირაკობას. . აუუუუ რა ამოგვაშხამეს ეს ზაფხული
ნაპოლეონი
04 მაისი 2024 09:37
11
Imedi tv s postia.
Pele
04 მაისი 2024 09:16
19
Uazro posti
Pele
04 მაისი 2024 09:10
25
რონალდოობისა რა გითხრა და ყაველაშვილობა კი კარგად გამოგივა, თუ ასე გააგრძელე!
გაიღვიძე ერთაოზ, დაინგრა ქვეყანა.
04 მაისი 2024 09:03
39
ან კვარამ დაწერა და ქოც-ფედერაციასთან შეათანხმ-შეაკორექტირა, ან ფედერაციამ თვითონ შესთავაზა ეს ტექსტი და დაადებინა. ორივე შემთხვევაში ერთი მთხლეა და ეს მთხლე ჯობდა სულ არ დაედო.
ვააააა
04 მაისი 2024 09:01
36
მთხლე მამიკოშენია
ZE
04 მაისი 2024 19:09
0
მეგრელი კი ხარ (მეც მეგრელი ვარ), მაგრამ მთლად ამდენი დიპლომატიურობაც არ მოგეთხოვება ფეხბურთელს. შენი ძმისტოლა ბავშვებს მუშტით ცემენ ოკუპანტის მონის მონები და არა ძალადობასო რომ თქვა (რუსეთს რომ არ ახსენებს, გავიგეთ), ქვეყანას კი არ შეძრავ და ფეხებსაც ვერ მოგჭამენ. ისეთი ბიჭები წერენ ღიად, რომ შეიძლება სიიდან ამოაშლევინონ ვილის და ახლა ფორმაში ვერ იყვნენო, თქვან. შენს შემთხვევაში ასეთი ზემოქმედების შანსი არა აქვთ და მაინც ფედერაციის ცენზურაგამოვლილი პოსტი დადე. საწყენია. ღვთის ნებიერა ხარ, უბადლო ტალანტით დაჯილდოვებული და აუცილებლად უფრო ჯიგრიანი, შეუპოვარი ადამიანი უნდა იყო, ყველას კი არ უნდა მოუხარო ქედი. იფიქრე და იმუშავე ამაზე, ეს ნაპოლიშიც და ზოგადად კარიერაშიც და ცხოვრებაშიც წაგადგება.
Qomagi
04 მაისი 2024 08:44
39
Დავიჯერო იმდენი ტვინი აქ რო ეს ამის დაწერილია?
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
04 მაისი 2024 08:37
40
საწყენი კი არ არი, რომ არ აქვს ამის ტვინი, არც აინტერესებს. აგორავე ბურთი და გაახარე ხალხი, რაც ძაან კარგად გამოსდის.
4444
04 მაისი 2024 08:54
23
ისე მარადონამდე ბევრი გიკლია, მაგრამ გისურვებ მიგეღწიოს.მთავარია თავში არ აგივარდეს, რაც უკვე ჩანს. ისე შენმა თანაგუნდელებმა გაჯობეს სამოქალაქო პოზიციაში.
1357
04 მაისი 2024 08:26
41
აი, ამ ტექსტს ჰქვია - ნუ შემიკიკინეთ, რომ რომელიმე მხარე დაიკავე, მაცადეთ იმ საქმის კეთება, რაც მესმისო.
და მისგან ყველაზე სწორი ესაა.
კოლა
04 მაისი 2024 08:13
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული