"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
დრიბლინგი !
ა, ბატონო ფინტი სახელად - "ხოდი კონიომ" ! :)))))

უყვარს და გამოსდის ...
04 მაისი 2024 18:03
1
ყველამ ტ რა კი დააყენოს და თავი დაანებონ ხვიჩასაც და სხვებსაც.
სახალხო დამცველი
04 მაისი 2024 17:53
4
ვინც ხვიჩას და ტალახაძეს აგინებთ თქვენ არც ევროპა გინდათ და არც საქართველო, თქვენ ხართ გირჩის და პუტინის ვირთხის ხოშტარიას მხარდამჭერები და შნირები!!!!
NAPOLI!
04 მაისი 2024 17:16
16
ოლიმპიადის წინ, ამ ოქროს ბიჭის ხსენებას და პოლიტიკაში გასვრას, შეეშვით !!!
ტაკახაძეს თავი დაანებეთ !
04 მაისი 2024 18:05
1
ამოლპებით სიძულვილში ხალხო, ერთი მხარეც, მეორეც და მესამეც. რად გინდათ ასე აშენებული რამე, ან რა უნდა ააშენოთ? ბიბლიოთეკაში ვათენებდი ხოლმე ლამის რომ ჩემი ქვეყნის ისტორია მესწავლა ქართული და უცხოური წყაროებიდან და ვერასდროს ვერ ვუძებნიდი რაციონალურ ახსნას თუ როგორ შეიძლებოდა მაგალითად ქართლი კახეთისგან ცალკე ყოფილიყო და იმერეთი გურიისგან. ახლა ეს ყველაფერი თანამედროვე რეალობაში დაიხატა და გასაგები გახდა- როგორ და აი ამგვარი ურთიერთსიძულვილით, შუღლით, ამპარტავნებით, ქედმაღლობით, სიფიცხით, შეუწყნარებლობით, ვირული თავდაჯერებულობით. დღეს მხოლოდ ფურცელზე ვართ ერთიანი სახელმწიფო, რეალურად კი მილიონჯერ უარესად დაყოფილები და გათითოკაცებულები ვიდრე მაშინ. ამის მიზეზი არც ცუდი კანონია,არც ხელისუფლება,არც ოპოზიცია ან ნჯო, არამედ თითოეული ჩვენგანი აი იმ "ღირსებებით" შემკული. უკეთესის საწინდარი ყოფილიყოს დღევანდელი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
ალექს
04 მაისი 2024 17:11
3
შენ თვითონ არ ჩარეულცარ ამ სიგლახეში და პირველად წერ ?
ამ ნიკით -"ალექსი", რანდენიმე უადგილო და მიკერძოებული კომენტარი უკვე დაფიქსირებულია და...
---------
საქართველოს გაუმარჯოს !
სწორი ხარ, სიმართლეს წერ, მაგრამ
04 მაისი 2024 18:10
3
ფეხბურთელი ხარ თუ დიპლომატი
Guram
04 მაისი 2024 17:01
14
პარტ აქტივიც გამოსულა არენაზე !
დასვენების დღებია !!! :)))
აუ, რამხელა ძალისხმევაა ! :)
04 მაისი 2024 15:41
8
აქ არ არის საუბარი რეალია უფრო კარგი თუ ბავარია, სამშობლოს მომავალზეა ლაპარაკი და ქვეყნის ბედი წყდება, ყველას ვალია დააფიქსიროს თავის აზრი, თორემ მერე გვიანი იქნება, არჩევნებიც ახლოვდება ბიძინა მანევრირებს რას ხუი ივო ზნაით?
Badiri
04 მაისი 2024 15:28
15
ხვიჩა შენ პოლიტიკოსი არ ხარ დიპლომატიურ ტექსტებს რომ აქვეყნებ, უბრალოდ დადექი ახალგაზრდების და საქართველოს მომავლის გვერდით დაწერე რასაც ფიქრობ "არა რუსულო კანონს", სულ ეგაა. შენ არაფრით არ ხარ მთავრობასთან დამოკიდებული და ძალით ნუ იფუჭებ სახელს, კალაძე რომ ძულს ხალხს ვხედავთ, მაგრამ მაგი ფულებს შოულობს და ამად უღირს.
ნიკა
04 მაისი 2024 15:07
38
ესეიგი თუ ტიპმა ზუსტად იგივე ტექსტით რა ტექსტითაც თქვენ გინდათ რომ ილაპარაკოს,არ ლაპარაკობს,უნდა გადაუაროთ?
და ეგ არის ის დემოკრატია და ის დასავლური ფასეულობა თქვენ რომ მიგყავართ?
Mesi
04 მაისი 2024 15:04
8
ზუსტადაც დასავლური ფასეულობაა - კრიტიკა,
როგორც მას აქვს უფლება ბუნდოვანი განცხადებები აკეთოს, ისევე ჩვენ გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ და მიწასთან გავასწოროთ
სახელი
05 მაისი 2024 23:21
0
როგორც შენ ხარ Mesi, ისევე სიმართლეა შენი დაწერილი .
"კაკ რაზ", კალაძე და ხელისუფლება ცდილობს გამიიყენოს კვარაცხელიას გზავნილი !
სანამ/როცა პირდაპირი და ნაკლებად "დიპლომატიური" იყო ხვიჩა, ვისგანაც იყო თავდასმის ობიექტი და ვინ "ძვრებოდა ანალიდან", ინახება "ისტორიის ანალებში "!
პირიქითაა ეს, პირიქით !
04 მაისი 2024 15:28
20
როგორც ჩემი ცხონებული კლარა მასწავლებელი იტყოდა აზრე რო არ ვიყავით საგნის, (ხვიჩას) ჭადი ყურში მიაქვს.
მართალი გურული
04 მაისი 2024 14:31
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული