"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
Ბოტები და შმოტები ცდილობენ საინფორმაციო ომი მოიგონ,მაგრამ ვერა, საწყლები არიან

Რაც შეეხება ევროპის მიმართ ასეთ ზიზღს და საკუთარი ქვეყნის ერთადერთი მტრის, რუსეთის ასეთ სიყვარულს, აუცილებლად მიმაჩნია სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილით დასჯის კანონი ამოქმედდეს, ჩვენს ქვეყანას ეგ კანონი ჭირდება!
Georgian
04 მაისი 2024 05:13
22
ჯერ უნდა გაითვითცნობიერო, რას ნიშნავს სამშობლოს ღალატი და შემდეგ სასჯელი შემოიღო. ქვეყნის ღალატი, ზოგისთვის ნეტარება გახდა, ზოგისთვის ჯოჯოხეთი.
.
04 მაისი 2024 10:44
1
მაპატიე, რომ მოგმართავ და თავს ვიმცირებ, გაიხედ-გამოიხედე, მაჯვნივ და მარცხნივ, იქნებ რუსეთზე, მწვავე მტრები დაინახო.
!!!!
04 მაისი 2024 10:40
1
რუსული კანონის გაუმჯობესებული რედაქცია:
რუსეთის აგენტ ივანიშვილოვს და გლობალისტების აგენტ სააკიანს სამუდამოდ აეკრძალოს საქართველოში მოღვაწეობა!
არა ქაოსის შემქნელების ორივე მხარეს!
რეალობა
04 მაისი 2024 05:03
15
სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბლომადაა ჩვენ ხალხში ისეთები რომ სკამზე ჯდომა პირადი კეთილდღეობისთვის ჰგონიათ არი შექმნილი.. გაიგეთ სკამზე ხალხმა დაგეშვა და ნუ მიიღე სკამის ფორმა ნუ გაგიტკბა( თანაც ზიხარ და ვერაფერს აკეთებ ხალხისთვის კარგი ჯანდაბას იშოვე... რაღაც კარგი გააკეთე მაგრამ ვაი რომ არაფრის ტრ...ი არ გაქვთ!) გაიგე რომ სკამიდან დიდი ალბათობით ბაღზე გადახვალ ის დამპალი კი კოიკით ახერხებს შეცვალოს მაგრამ ერთი ოხერია მაინც! ხალხმა მოგიყვანა და ხალხი მიგიჩენს ადგილს და უარესი საკუთარ ოჯახს შვილებს რას ეუბნები თავჩაქინდრულებმა უნდა იარონ მოგიწევთ ყველას პასუხი აგოთ გაჭირვებული ხალხის კისერზე პარპაში არ შეგრჩებათ უარესი არ დაგემართათ ვარლამივით დასამარხი ვერ გეღირსებათ ფუი თქვენი და უარესი ხალხს რაღას უპირისპირებს ერთმანეთს რა გინდათ ამ ბიჭებისგან მაგათი ფრჩხილი არ ღირხართ დაატყდებათ ღმერთის რისხვა ამდენი ბოროტების თვის ვერ გაიხარეთ ვერაფერი შეგრჩებათ ამოგათხევს
კახა
04 მაისი 2024 06:46
1
კარგი კომენტარი გააკეთა ხვიჩამ.
ივანიშვილოვის კრემლებოტებმა და სააკიანის გრანტობოტებმა დაანებეთ ხვიჩას თავი.
რეალობა
04 მაისი 2024 04:56
18
ხოჭოლავა,ბასილაშვილი,თოფურია თქვენ რას იტყვით??
.
04 მაისი 2024 03:46
18
ხალხმა ვერ დამიცავთ, თქვენი .............................
მართალი კაცის ხმა!
04 მაისი 2024 11:27
2
მაგათ ვკიდივართ მთელი საქართველო!!
. ს
04 მაისი 2024 09:40
3
მთელი სანაცეთი ლანძღავდა და აბულინგებდა ხვიჩას ხომ არ დაგავიწყდათ, ზუსტადაც ისეთი კომენტარი გააკეთა ნამდვილ ქართველს რომ შეეფერება და არა ისე რომ ვიღაცის წისქვილზე დაასხას წყალი, დღეს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა და არა გახლეჩვა და შუღლი. ზოგადად სულ იმას ვიძახი რომ მოქმედმა სპორტსმენებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან, დღეს რაც მათ მოეთხოვებათ ეს არის საქართველოს სახელის დიდება მსოფლიო ასპარეზზე. ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა მოდის და ყველამ თავი უნდა დაანებონ სპორტსმენებს და მისცენ მშვიდ გარემოში მომზადება ამ ტურნირებისთვის.
მამუკა
04 მაისი 2024 03:29
29
იცით რატომ? დიდ სპორცმენს, არ სცალია ქვეყნის პოლიტიკისთვის. თან მის ხმას უკუღმა იყენებენ. და კიდევ, სპორცმენი ძნელად ხედავს რეალობას, ქვეყნის აქტიურ ცხოვრებაში არ არის ჩართული. განთავისუფლდება სპორტისგან და კი ბატონო, უკვე ვალდებულიც არის.
xxx-ს!
04 მაისი 2024 11:21
1
ნამდვილი სპორტსმენის ცხოვრება, ქუჩაში ცხოვრება არ არის. ძირფესვიანად უნდა ერკვეოდეს ადამიანი, ქვეყნის პოლიტიკაში და ცხოვრებაში, რისი შეგრძნების საშუალება, დღეს, მას არა აქვს. როცა მორჩება კარიერას, ჩამოვა და რეალურად გაეცნობა მდგომარეობას, მერე აფრქვიოს მარგარიტები. ყველას ვალი არ არის პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა. პოლიტიკას ყოფნის ცხვირჩაყოფილები. თუ არ მოგწონთ, განმსაჯეთ.
xxx-ს!
04 მაისი 2024 11:05
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა შემოგევლე მე ის გულშემატკივარი ვარ დარწმუნებული ვარ ჩემნაირი კიდე ბევრია ვისაც შენი არცერთი თამაში არ გამოუტოვებია საქართველოს ნაკრებში არც ლოკომოტივში არც რუბინში და ნაპოლიში . მე ის გულშემატკივარი ვარ რომელიც გაცოფებული იყო იმ ბულინგით იმ კრიტიკით რომელიც შენს წინააღმდეგ წამოვიდა როცა რუსეთში თამაშობდი იმ ხალხისგან ფარისევლებისგან შენც კარგად იცი ვინც არიან ეხლა რო ჭირდებათ თავისი ბინძური პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, და ვითომ შენი გილშემატკივრები რო გახდნენ . საქრთველოს გზა ევროპაშია მაგრამ არა ესეთი ზნედაცემული ხალხით , ჩვენ უნდა მოგვიღონ ეუროპაში როგორბიც ვართ ქართველები და არა ისეთები როგორებიც თვითონ უნდათ რო ვიყოთ! გისურვებ წარმატებებს როგორც სპორტში ისე პირად ცხოვრებაში ღმერთი იყოს შენი მფარველი ყოველთვის გაგეხარებინოს ჩვენი გულები ჩვენ შენს გვერდში ვართ დაგიცავთ ყოველთვის შენი გულწრფელი და არა გაყიდული გულშემატკივრები!!!
გიო
04 მაისი 2024 03:25
27
ხვიჩა ნურაფრის გეშინია ამ ზღაპრის ბოლოში საქართველო
G.LA
04 მაისი 2024 03:18
9
ძალიან კი გინდა საშენოდ ,,თარგმნო" ხვიჩას ტექსტი, მაგრამ გადახედე კიდევ მის სიტყვებს:
,,არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა!"
ვერ ხვდები ღრმად პატივცემულო, რომელ კატეგორიას გულისხმობს?
G.LA-ს
04 მაისი 2024 08:21
1
ვისი უნდა შეეშინდეს შენისთანა ქათმებიის ? DDD
zura222
04 მაისი 2024 05:32
24
ისე ჩვენში დარჩეს ხვიაჩა და მაგ ხალხს ძეგლი უნდა დაუდგა წინა სეზონი 150 % შენი შესაძლებლობების ითამაშე და ფილმ რეკორდის არ იყოს დაგამცირეს და რეკორდიც დაგამყარებინეს . ჩემი რჩევაა გარემოცვა გამოიცვალო. კაცი მორწმუნე ვარო და რა ვერ მიუტევე .
trifonia
04 მაისი 2024 03:18
26
კარგი ხარ, მოზომილი როგორც ყოველთვის, აბა ვიღაცას გაუხარდებაო და სისულელე თქვა, ჯობია რაც თქვი. კანონებს პოლიტიკოსებმა ოპოზიციამ მიხედოს თუ აქ რამის ერთი ადგილი, თქვენ კი თქვენი საქმე აკეთეთ, წარმატებები
გოგა
04 მაისი 2024 03:03
9
ძალადობას არა გმობს! დგას, უყვარს, არის საქართველო )
გია_544
04 მაისი 2024 02:32
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული