"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
საქართველო, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებაა და არა ქართველი ახალგაზრდების სისხლში ხელებ ამოსვრილი ნაციონალური მოძრაობა. სირცხვილი შენ ხვიჩა კვარაცხელია და ზურად დათუნაშვილო, ნაცების ყურმოჭრილო მონებო. დასანანია, მაგრამ იძული ვარ ევროპაზე ჩვენს თამაშებს ბოიკოტი გამოვუცხადო.
ჟორა
04 მაისი 2024 14:09
30
ძაან დააკლდები ევროპის ჩემპიონატს და იქნე კიდევ ერთხელ დაფიქრდე მაგ გადაწყვეტილებაზე. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა მე ვიყო დიდიე თუ ნაკრები გავიყვანო სანამ ჟორა გადაწყვეტილებას არ შეცვლისო.
გიო
04 მაისი 2024 15:07
1
აბა რა, თურქეთს უბალეიშიკე და ყაზანის რუბინს.
ჟორას
04 მაისი 2024 14:28
1
ხვიჩა შესანიშნავი ადამიანია და ასევე შესანიშნავი სპორტსმენი.
ფეხბურთი
04 მაისი 2024 13:57
8
ნაგავია და მოღალატე!
ფეხბურთ-ს
04 მაისი 2024 15:34
27
ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“მე რომ ხვიჩა კვარაცხელია ვიყო – როგორი მექნებოდა ყოველდღიურობა? ვარჯიში, ვარჯიში, ოჯახი, მეგობრები, საქმიანობრივი აქტივობა, ვარჯიში.

როდესაც 24 საათი ვვარჯიშობ და ვემზადები თამაშებისთვის.

ამ დროს…

ჩემი ქვეყნიდან ითხოვენ ჩემს პოზიციას იმაზე, რაც არ მესმის, რაზეც აზრი არ მაქვს, არ გავრკვეულვარ, არც შესაბამისი ცოდნა მაქვს.

უბრალოდ, არ ვიცი, რა აზრი უნდა მქონდეს, არ მესმის, არ ვიცი და რა ვქნა.

შესაძლოა, ისიც არ მესმის, რატომ ვარ მე ავტორიტეტი სხვებისთვის იმაში, რაშიც ბევრი არაფერი გამეგება, რატომ უნდა განსაზღვროს ჩემმა აზრმა.

თბილისში რომ ვცხოვრობდე, მეტს მივხვდებოდი, მეტს შევიგრძნობდი, არავინ ეცდებოდა ადვილად ჩემს დათანხმებას, რაღაცას ჩემითაც მივხვდებოდი და საკუთარი აზრიც შემექმნებოდა.

მაგრამ, დისტანციურად, როდის ვისწავლო ის ყველაფერი, რომელიც არც მაინტერესებს, არც მცალია და არც შემიძლია, დავანებო ვარჯიშს და თამაშს თავი თუ?

ან რომც შევძლო, რატომ უნდა წყვეტდეს ჩემი აზრი თქვენს პოზიციას, როდესაც მე ამბიცია მხოლოდ ფეხბურთში მაქვს, იქაც ჯერ ხანგრძლივი გზა მაქვს ავტორიტეტობამდე.

ჰო… მე რომ ხვიჩა კვარაცხელია ვიყო, მართლა ვერ მივხვდებოდი ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე რას ითხოვენ ჩემგან. მაქსიმუმ რაღაც გულწრფელი დამეწერა.

ჰოდა, დაწერა.

და იქნებ დავანებოთ ჩვენს სნობიზმს თავი მართლაც, როდესაც ვტენოთ განმსაზღვრელ ფაქტორად ის ადამიანები, ვისაც არ ესმის და ვისაც რაღაც ესმის, იმას კი არ ვუსმინოთ.

ახალ თაობას პირიქით უნდა ვასწავლოთ, რომ ავტორიტეტებს არ უყურონ ბრმად და საკუთარი ცნობიერების, მცოდნეთა კრიტიკული გადააზრების და სინდისის მიხედვით იფიქრონ და არა გაუგებარი ბაძვით.”
simartle
04 მაისი 2024 13:44
10
მართალია, ტიპი გონზე არ არის და არც აინტერესებს, რაც ცალკე პრობლემაა, მარა შევეშვათ. და საერთოდ არ მაინტერსებს რას ფიქრობს ხვიჩა. და არც ავტორიტეტია არც ეგ და არც სხვა ჩემთვის.
Simartles
04 მაისი 2024 14:20
15
კვარა რაც ნაპოლში გადახვედი ერთი თამაშიც არ გამომიტოვებია,გვიხაროდა შენი წარმატება და ბევრჯერ სიხარულის ცრემლებიც გვქონია,ვლოცულობდით შენი წარმატებისთვის.დიდი სპორცმენები მაშინ არიან საყოველთაო პატივისცემის ობიექტი როცა დიდი ადამიანები არიან!სიმართლე თუ არ გიყვარს ნულია ადამიანის ფასი! ნახევრად სიმართლე კი ტყუილზე უარესია! დიდი ფილოსოფოსობა არ არის საჭირო დღეს ხედავდე სად არის სიმართლე,რუსეთი მტერია არა მარტო საქართველოსი არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობისათვის!!! პირველ რიგში ქრისტეს და ქრისტიანობის!!! რუსეთი ბოროტების იმპერიაა და გემუქრება შესრუტვით და გადაჯიშებით როგორც სხვა ბევრი ერი შეისრუტა,სხვათა შორის ყაზანში თამაშობდი და უნდა იცოდე.დასავლეთი კი დემოკრატიით გემუქრება,რომელთან უფრო გაიტან თავისას? ნუ პოლიტიკოსობ, არც მწვადის დაწვა გინდა და არც შამფურის. შენმა თანაგუნდელებმა პირდაპირ თქვეს სათქმელი და თავის თავთანაც და ქვეყანასთანაც მართლები არიან. ნუ იქნები ნელთბილი!
გიორგი
04 მაისი 2024 13:35
28
მომავალ კვირებში ისეთი ამბები იქნება, მოუწევს კვარას ქართული ოცნენის ლანძღვა, ქართულ ოცნებას ახალგაზრდებმა განაჩენი გამოუტანეს, ეს აქციები პოლიტიკური აქციები არ გეგონოთ, რომ იკრიბებოდნენ და იშლებოდნენ, უფრო და უფრო მეტ ძალას განახებთ და ისევ აგალოკინებთ თქვენს გადაფურთხებულს
კოლხი
04 მაისი 2024 13:08
38
ეგენი ვინ(ეები) და რა შუაში არიან ? მაგათ "ახლოდან იცნობ" და ამიტომ არ გეშინია ? :)
კოლხ- ს-ს
04 მაისი 2024 17:57
0
ამ უბედურ ქოცებს ისეთი დრო დაუდგათ, როცა ვინმე დედას, მამასა და კეთილებს არ აგინებს (სამივეს ერთდროულად), იგი მათი მხარდამჭერი ჰგონიათ. მაგალითად, ზის თავის ქოხში, სადღაც ჩინეთის გარე პროვინციაში, ვინმე შინ-ძინ-ყლინი, ბრინჯით იტენის პირს და ხმას არ იღებს, მხოლოდ ხვნეშს, მაშასადამე იგი ქოცთა კაცია. აქ გეოგრაფიაც სერიოზულად გადის საქმეში. მაგალითად, იგივე შინ-ძინ-ყლინი ტაივანში თუ ზის, ხამანწკებს მიირთმევს და ხმას არ იღებს, მხოლოდ დროდადრო აბოყინებს, მაშასადამე იგი ნაცია და ამ დასკვნას, ქოცთა ჭკუით, წვეთი წყალი არ გაუვა. წადით კი არა და წაეთრიეთ!!!
ელიასი
04 მაისი 2024 14:57
16
ყველა გამოხმაურება
პრინციპში მიზანი მიღწეულია.
მის სტატუსს კეთილად ვერავინ იყენებს და ბოროტად არ გამოიყენოთო არ ეწერა.
აგერ კალაძემ ჩვენ გვიჭერს მხარსო.
დიეგო არმანდო მარადონა
04 მაისი 2024 12:53
7
ამ "რიჟა" ბაზარს სჯობდა პირდაპირ გეთქვა ვისკენ ხარ.გულანთებული თანატოლებისკენ ვისაც ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ თუ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გამილიონერებულ არაკაცებისკენ.ან საერთოდ არაფერი გეთქვა.
მეტი ვაჟკაცობა გამოიჩინე
04 მაისი 2024 12:41
32
რატო არავის მოგსვლიათ აზრად მარტივი გამოსავალი? თუ მოხდება კანონის მიღების შემდეგ ის რასაც შიშობს ამერიკა ევროპა ამოქმედდეს სანქციები წართმევა თუ შეგიძლიათ სტატუსის მერეც ხომ შეგეძლებატ არა მითუმეტეს თუიციტ რო გარდაუვლად მოხდება რისიც გეშინიათ
ნოდო
04 მაისი 2024 12:19
8
აბა აქ ვინც გულანთებული ევროპელები ხართ, მზად ხართ ჩაეწეროთ ქართულ ჯარში, ან თქვენი შვილები გაუშვათ. აქციაზე დროშის ქნევა, შუა თითის ჩვენება, რუსეთს რა .... ძახილი ბევრს შეუძლია, მაგრამ მათგან რამდენია თანახმა მოემზადოს მებრძოლად, რამდენია ნამყოფი ჯარში. ისრაელის მაგალითის მოყვანა, რომ უყვარს ზოგიერთს, იქ ყველას ვალია ჯარში სამსახური და არა გასაბერ ორგანიზაციებში გაწევრიანება, ან საჯდომის მიშვერა რუსებისთვის. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით უმეტესობა ხომ ცდილობთ აირიდოთ, ან თქვენ შვილებს აარიდოთ ქართულ ჯარში წასვლა და თუ ომი დაიწყო რას ვაპირებთ
ზურა
04 მაისი 2024 12:18
13
რას ვაპირებთ და ბრძოლას ძმაო. დავიხოცებიით? და ეხლა ცოცხლები ვართ? როდემდე უნდა გვეშინოდეს?! თუ საქართველო ქართველების არ იქნება მაშინ ჩვენ ცოცხლები ვიქნებიით? ჩვენ ის თაობა ვართ ვინს თავისუფლებაში გაიზარდა და არ გვინდა მონობა! არ მინდა იმათთან თანაცზოვრება ვინც ჩემხელა ბიჭები წამებით მოკლა! ვინც დედები და დები გაგვიუპატიურა და ჩვენი ძმების თავებით ფეხბურთი ითამაშა! გინდათ ძმაო ამათთან თანაცზოვრებაა? წადით მაშინ იმ რუსეთში და იყავით იქ! ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება გვინდა! პ.ს. ამ ყველაფერს პირადად შენ არ გეუბნები ძმაო ყველას ეკუთვნის ვინც რუსეთის შიშით ცხოვრობს და ყველაზე დიდი უბედურება კიდევ ისაა რო ბევრს კიდევ უყვარს რუსები და პუტინი გმირად მიაჩნია! ჩვენი ძმების მკვლელი ვერასდროს იქნება ჩვენი გმირი!!!
გიორგი
04 მაისი 2024 12:38
11
მაგაზე ჯერ არ უფიქრიათ ძმაო,ომი ამათ ჰოლივუდის ბლოგბასტერი გონიათ,ჯერ დაამხონ ხელისუფლება და მერე იფიქრებენ მაგაზე,თუ არადა წითელი ხიდი და მისი ჯანი,ან ევროპებში გაიქცევიან რა პრობლემაა!!
დავითი
04 მაისი 2024 12:27
11
ჯიგარსონა ხარ კვარა ! ეხლა ნაც ვირთხები დაგიწყებენ ლანძღვას მაგრამ გახსოვდეს--ნაც ვირთხა თუ გლანძღავს ესეიგი სწორად აზროვნებ და სწორად აკეთებ ყველაფერს !
zura222
04 მაისი 2024 12:13
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული