"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
აქციაზე მყოფები ეთანხმებით იმ აზრს, რომ აშშ-სთვის, კანადისთვის, ინგლისისთვის, ავსტრიისთვის, საფრანგეთისთვის, ავსტრალიისთვის, ახალი ზელანდიისთვის, ევროკავშირისთვის, ისრაელისთვის... შეიძლება ჩვენსაზე უფრო მკაცრი კანონის მიღება და ჩვენთვის არანაირის მიღება არ შეიძლება???!!! მათთვის დემოკრატიულია და ჩვენთვის არადემოკრატიული???!!! არ გრძნობთ შეურაცხყოფილად თავს და არ მიგაჩნიათ ეს საქართველოს შეურაცხყოფად???!!! "სულ ყველაფერზე თავის კანტური საქციელია არაქართული" - ეს სიტყვები მარტო რუსების მისამართით არაა ნათქვამი, ყველას მისამართითაა!!!
ზურა
04 მაისი 2024 09:56
20
2012 წელს როდესაც რუსეთში ირებდნენ ამ კანონს ერთი ერთში მაგ სიტYვებით ამართლებდა პუტინი მაგ კანონს. ინტერნეტი ხო არსებობს, ნახვა შეგიძლიათ. კანონის მიღების შემდეგ რაც დაემართა რუსეთშ თავისუფლებას, არცმაგის ნახვაა ძნელი. თუ კანონის მიღების გამართლება გსურთ ისეთი არგუმენტები მაინც მოიფიქრეთ პუტინს რომ არ ქონდეს ნათქვამი იქნებ დაიჯეროს იმ ხალხმა და დარბევის გარეშე დაიშალოს აქცია
04 მაისი 2024 11:27
12
საქართველოს არასდროს არ უვლია სხვისი კარნახით და არც ივლის.ჩვენ პატივს ვცემდით და ვცემთ ტრადიციებს.ჩვენს ისტორიას,წინაპრებს.ვისაც ომი და მოედანი გინდათ,არ გამოგივათ.
გია.
04 მაისი 2024 10:20
13
ჩემო პოლიტიკურად გაუნათლებელო ივანიშვილოვის თაყვანისმცემელნო და სააკიანის არასრულწლოვანო მომხრენო!
ეს კანონი რომ ამოქმედდება, რუსეთის აგენტებს დასჯიან? არა. ვინც რუსეთში იშოვა ფული და დღესაც რუსეთიდან იღებს ფულს, იმას დასჯიან? არა. რუსეთის აგენტ ივანიშვილოვს დასჯიან? არა რუსული ქურდული ოცნების წევრებს დასჯიან? არა. სააკისტებს მოხსნიან არჩევნებიდან? არა. მაშ რისთვის არის ეს კანონი საჭირო, თუ იცით? ერთ მიზანს ემსახურება: საქართველოში ქაოსის შექმნას. და ამაში ორივე მხარე იღებს მონაწილეობას.
რეალობა
04 მაისი 2024 09:55
13
ეს არ არის ამის დაწერილი, აშკარად სხვანაირად მეტყველებს და თუ ვცდები მაშინ კალლლა2 ყოფილხარ
ქართველი
04 მაისი 2024 09:55
24
მეტის თქმაც შეუძლებოდა ასეთ დროს. დააფიქსირა რო ევროპაში უნდა, მაგრამ ოცნება აიტაცებს და უტუხად იტყვის ჩვენც იგივეს ვამბობთო-ყოჩაღ ხვიჩასო! ვერ მოგთხოვთ მეტს, სხვა საფიქრალიც გაქვს, მაგრამ შენს ზუსტ ნათქვამს შეიძლება შეეცვალა ვითარება და სიცოცხლეებიც კი გადაერჩინა მომავალში კანონის გაწვევით...
ბათუმი
04 მაისი 2024 09:54
21
ხვიჩაც და ყველა სხვა სახელოვანი სპორტსმენი ეკუთვნის მთლიანად საქართველოს. ანუ ყველას. ნაცებო დაანებეთ ბულინგს თავი.შეგვეშვით ჩვენ გვინდა რომ ვისიამოვნოდ ჩვენი სპორტსმენების წარმატებებით
.ისინი არიან საქართველოს სიამაყენი. დაანებეთ თავი ბულინგს. ნუ გამოიყვანთ ერს მდგომარეობიდან.
ლექსო
04 მაისი 2024 09:50
11
ეს რა ქენი კვარა?
ამას იმსახურებს შენგან ნინო ლომჯარია და მთელი სექტა?
ამას შენგან არ ველოდი!!!
Lobotka
04 მაისი 2024 09:47
19
ბიძოს სექტანტებს,ვერავინ შეედრება.
სოსოიე
04 მაისი 2024 10:05
19
კარგი რა, რა კანონპროექტი წაიკითხოს 22 წლის ფეხბურთელმა ბიჭმა? შენ კითხულობდი მაგ ასაკში? დაანებე თავი და აცალე ფეხბურთის თამაში. მაშინ ავირჩიოთ ბარემ პრემიერად და დაგვიწერს კანონებსაც.)))
damSviddi - ს
04 მაისი 2024 09:47
7
რა თქმა უნდა რომ სხვისი დაწერილი ტექსტია და მერე რა? რატომ ვითხოვთ რომ ხვიჩამ მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია თუ რომელ მხარესაა ის? არავის მხარეს არაა, უყვარს სამშობლო და პატივს ცემს ყველას. ნახევარი რუსეთი გულშემატკივრობს ხვიჩას, მოწონთ როგორც კარგი ფეხბურთელი და რატომ უნდა დაკარგოს მათი სიმპათია, ამდენი გამომწერი და მნახველი სოციალურ ქსელებში, მით უმეტეს როცა პირველი დიდი ფული იქ იშოვა მისმა ოჯახმა? არც ლიდერული თვისებებით გამოირჩევა ხვიჩა, რომ ცოტნე დადიანობა მოვთხოვოთ. ეს იმ გუნდებშიც შეიმჩნეოდა სადაც უთამაშია ან თამაშობს. ყველას ვერ მოვთხოვთ ოსიმენობას, ჩივაძეობას ან მარადონობას. დავკმაყოფილდეთ იმით, რომ არის ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელიც არ არის ბოროტი ბიჭი და ყველგან ცდილობს რომ იყოს დადებითი პიროვნება. ამ ასაკში კი არა, ბევრი ისე ბერდება და მიდის ამ ქვეყნიდან, რომ საერთოდ ვერ ხვდება რისთვის გაჩნდა, რა უნდა აკეთოს ან როგორ მოიქცეს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ნიუანსებია, რაც ზღუდავს ხვიჩას მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია. მთავარი ხომ თქვა? ყველა მიყვარხართო, გაერთიანებისკენაა და არა დაპირისპირებისკენ. ესეც პოზიციაა და მადლობა ამისთვის. ბუდუზე და ქოჩორაზე ნაკლები წნეხია, ან ბუნებით არიან ასეთები, რადგან პირველებმა გამოხატეს აზრი. დიპლომატიური და დადებითი ტექსტია და ყურს საიდან მივაბამთ ქოთანს, ეს უკვე გემოვნების საკითხია. მოდით ვაცალოთ ხვიჩას ცხოვრება და დავტკბეთ მისი თამაშით. მით უმეტეს რომ ჩემპიონატი კარსაა მომდგარი. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და გამარჯვება საქართველოს!
დიპლომატი
04 მაისი 2024 09:37
9
ხვიჩა! ხომ იცი, დღეს შენ ერის "ჯილა" ხარ, ამიტომ წაიკითხე კანონპროექტი, ამ ხეიბრებმა საბოლოოდ გამოაჩინეს.
damSviddi
04 მაისი 2024 09:37
16
ხვიჩა მადლობა სიტყვებისთვის.
აღარ ჩამოვთვლი, ყველამ იცის ისინიც, ვინც ხვიჩაზე უფროსები არიან და როგორ გააღვივეს ნაკვერჩხალი, მხარეებს შორის.
ვთქვათ მიიღო ეს კანონი მთავრობამ და გამოჩნდა ფულის გათეთრება ევროპელი მაღალჩინოვნიკების მიერ და აქ არასწორად მიმართული ფული, მერე რას შვრებიან ეს სპორცმენები, უი შეგვეშალაო.
ერთი ადგილი დააყენოს ყველამ, ერთ გზაზე დავდგეთ და როგორც რუსს ვეუბნებით ყველა არას, ისე ვუთხრათ ევროპას ვინც ვართ და როგორებიც ვართ. (მესაჯდომეებო დასვით დისლაიქები, იმიტომ რომ თქვენ ხართ, სოდომ, გომორას ცოდვები და ყველაფერი ნადგურდება თქვენით).
100%
04 მაისი 2024 09:34
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული