"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
კიდევ ვერ ვიჯერებ მარტის ამხელა სიხარულის მერე,შეგვეძლო ასე გავყოფილიყავით და დაგვეჭამა ერთმანეთი!!გთხოვთ ხალხო! რუსულ საქმეს ნუ გავაკეთებთ!!ეს უნდათ რუსებს!!
ნინო
04 მაისი 2024 11:06
6
ვინც რუსეთს მტრად არ თვლის და მით უფრო, ვისაც მოსწონს !
რამდენი ხართ ?!
მე იმ კაცის ...
04 მაისი 2024 15:38
6
ისე ლაპარაკობთ მგონი რუსეთსაც გაყრით აქედან მაგასაც აპირებთ? ბატონყმობა არავსი აღარ გვინდაო?)
dato
04 მაისი 2024 11:48
3
ყველა გამოხმაურება
დიდება საქართველოს,დიდება ქართველ ხალხს,ღმერთს დიდება, მამული, ენა, სარწმუნეობა, მადლი უფლისა ნუ მოგვშლოდეს ქართველებო,რა თქმა უნდა ყველას,იმათაც ვისაც ცისარტყელას დროშამ თვალი მოჭრა.
Sake
04 მაისი 2024 10:58
6
ცისარტყელას თვალმოჭრილები, იმათაც არის?
ცისარტყელას!
04 მაისი 2024 11:34
1
ტიპმა ამხელა ტექსტი დაწერა თუ დაუწერეს,რას გაიგებ და სიტყვა "რუსეთი" არსად ნახსენები არ აქვს.ეტყობა,მაინც ფიქრობს ყაზანში კარიერის გაგრძელებაზე.ისე ამისთვის კია ალალი.
ვალერი
04 მაისი 2024 10:50
38
ვარერაააააა ალიურაა ვალერაააააა რუსული სახელი კი გაქვს და ალბათ ხარლამოვიც ხარ გვარად და მაინც რუსეთის წინააღმდეგი ხარ ? DD
zura222
04 მაისი 2024 12:23
2
ხვიჩა ჭკვიანი ბიჭია და არავისი ტექსტის დაწერა არ ჭირდება, შენგან განსხვავებით. ეიიი დურაკ! აღარ დაიღალეთ ამ რუსეთის ხსენებისას? გამოითიშეთ სახლებში ამ ევროპათუმეებმა: გაზი, ელექტრო ენერგია, ნუღარ ჩახეთქავთ რუსეთიდან შემოტალ ფქვილისგან დამზადებულ პურებს და ასე სემდეგ, მაგრამ ამ კომფორტზე უარს იტყვით? შეგვეშვით ვისაც საქართველო გვიყვარს, შეგვეშვით!
საცოდავ და ბრიყვ ვალერის
04 მაისი 2024 11:43
5
ბეღლის ვირთხებს და ამ შესანიშნავ ახალგაზრდობას ათანაბრებ ერთმანეთთან? ნონსენსია. ქრისტემ ბრძანა მახვილით მოვედიო და სახრე დაუშინა ტაძარს დაუფლებულ, ანგარებით შეპყრობილ, ადამიანებად წოდებულ ნახირს. ეს ომია, აქ ან ნათელ მხარეს ხარ ან ბნელეთისას (რუს), სხვა პოზა უბრალოდ არ არსებობს. ბნელებთან დიპლომატია არ ჭრის. ქოცყაჩაღები ოთხ ფეხზე აპირებენ "ღირსეულად" ევროპაში შეგრიალებას, იქ კი ამგვარი პეიზაჟი დახვდებათ: ღორები მათზე გაცილებით უფრო სუფთა და თავმოყვარე, ძროხები კი შეუდარებლად კოხტა და კეთილთვისებიანი. ჰოდა ეს მყრალი ჯოგი ვის რა ჭირად და ჯანდაბად სჭირდება ცივილიზებულ სამყაროში. აქედან გამომდინარე მათ წიხლებით გადაამისამართებენ ჩრდ.კორეაში. იქ კი, როგორც ცნობილია, პუბლიკა უკიდურესად დამშეულია, ისედაც სიბინძურით იკვებება თვეგამოშვებით და რაც ამ ჯოგს იქ მომავალი ეხატება, თავად შეათვალიერე გონებაში ჩამონტაჟებული ჭოგრიტით. არა და თავისუფალი კაცი ხარ, ვერავინ შეგზღუდავს, მაყუთი გაგაჩნია და კალაძე შეგიძლია დაიქირავო ზრდილობის მასწავლებლად. ეს ვარიანტიც არსებობს, თეორიულად. მაგრად იყავი!
ელიასი
04 მაისი 2024 10:50
20
ეს ბიჭები უკვე სხვა თაობისანი არიან და დიდი მიხვედრა არ უნდა ვის მხარეს იქნებიან. ყველამ ნახა ევროპა და ალბათ მოწონთ იქაური ცხოვრების წესები, სტილი და კანონები. რადგანაც ჩვენზე უკეთესად ცხოვრობენ, ე.ი. ჩვენზე ჭკვიანებიც არიან ან უკვე გაიარეს ის სირთთულეები რასაც ჩვენ ეხლა გავდივართ. დარწმუნებული ვარ თითქმის ყველა ერთ აზრზე არიან, უბრალოდ სხვადასხვა ტექსტით გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებს. დროს წინ ვერაფერი დაუდგება! არ მოგწონთ ასეთი ახალგაზრდობა? მერე ვისი ბრალია, ფრანგების თუ ზიმბაბველების? ჩვენი ბრალია! და იმის მაგივრად რომ საკუთარ თავს ვამტყუნებდეთ, ქუჩაში კბილებს ვამტვრევთ ბავშვებს. მაგ ასაკში ჩვენ უკეთესები ვიყავით? არა მგონია. უკეთესები რომ ვყოფილიყავით, უკეთესადაც აღვზრდიდით! ასე რომ ჯობია შევეშვათ და ხაბარელივით ნუ დავუწყებთ ჭკუის სწავლებას. ჰო, აქ ბევრს წერენ მესაჯდომეებზე. რა, ეხლა დაინახეთ ასეთი ორიენტაციის ხალხი, თუ მამათმავლები არ დადიოდნენ საქართველოში ჯერ კიდევ ათასი წლის წინ? მე თუ მკითხავთ ყველაზე დიდი მესაჯდომე კორუმპირებული თანამდებობის პირია, რომელიც ხრავს ქვეყნის ბიუჯეტს, ასუსტებს მას და რყვნის თავის გარემოცვას! აბა, ქუჩაში მოსიარელე მესაჯდომემ რა უნდა დამიშავოს, როცა თავისი გაჭირვებია საცოდავს? მოკლედ, ხვიჩას და ბიჭებს წარმატებები და გამარჯვება საქართველოს!
ასეა ეს
04 მაისი 2024 10:50
7
ეს გირჩელების თაობა სამწუხაროდ უკვე დაკარგულია და მათ გამოსწორებას აღარაფერი ეშველება! მერე რატომ გგონიათ, რო ამ თაობის გარდა, საქართველოში სხვა ახალგაზრდებიც არ არიან? არის თაობა რომლებისთვისაც, საქართველო უპირველეს ყოვლისაა და სხვათაშორის უამრავიც!
ასეა ეს-ს
04 მაისი 2024 11:51
2
…პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი! (და არა პირიქით…) იყავით პროფესიონალები!
!!!
04 მაისი 2024 10:40
1
ხვიჩა ნუ ნერვიულობ, აკეთე შენი საქმე; შენს სამშობლოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება ... აქციებს ბევრად უფრო მძიმედ და დაუნდობლად შლიან აშშ-ში, საფრანგეთში ... ეს ქარაქუცებიც დაოკდებიან, უცხოური ფულები გამჭვირვალე გახდება და ევროკავშირშიც შევალთ!
ყველა ვინც ამა თუ იმ მიმართულებით პოზიციის დაფიქსირებას გაძალებს, ყველა უსინდისოა და მოექეცი, როგორც უსინდისოს!
შენი პირადი გულშემატკივარი
04 მაისი 2024 10:33
18
რახან ეს კანონი გვაპირისპირებს და ქვეყანას იქეᲗ აქეᲗ აჯანჯᲦარებს უნდა გაიწვიონ უკან,Ჩვენ არ ვარᲗ ბოლომდე Შემდგარი დემოკრატია Არ არის ᲩვენᲗან ხალხის მმარᲗველობა ამიტომ ᲩვენᲗვის ასეᲗი კანინის მიᲦება არ ᲨეიᲫლება,ვეᲗანხმები ხვიᲩას,ᲩემᲗვისაც ყველა ქარᲗველი Ჩემია,გოგო ბიᲭები რომლებიც პროტესტს გამოხატავენ Ჩემი მომავალია და მაᲗზე დარტყმული Ჩემზე დარტყმულს ნიᲨნავს,ყოᲩაᲦ ხვიᲩა,კარგი ნაᲗქვამია არა ყველაფერს რაც გვაპირისპირებს,რა ნაცი რის ქოცი სულ არ მაინტერესებს,ერᲗად ერᲗს ემსახურება ეს ყველაფერი Ძალაუფლების ᲨენარᲩუნებას,ზოგისᲗვის Ძალაუფლების უკან დაბრუნებას,არც ერᲗი და არც მეორე,ხალხის მმარᲗველობა ანუ დემოკრატია ამ ეტაპზე კოალიციური მᲗავრობა არაცერᲗ პარტიას უმრავლესობა და იმუᲨაონ პარლამენტᲨი,იდებატონ აკონტროლონ ერᲗმანეᲗი მოვსინჯოᲗ ასეᲗი ᲩვენᲗან ჯერ არ ყოფილა,მერე ᲗაობაᲗა ცვლაც იქნება და წავალᲗ წინ,კიდევ ერᲗჯერ ყოᲩაᲦ ხვიᲩა და ყველა სპორცმენს ვინც Თავისი აზრი დააფიქსირა,Ძლივს გავიხარეᲗ სასწაულიᲗ რომელიც Ჩვენმა ფეხბურᲗელებმა გააკეᲗეს Ჩვენ ყველამ ერᲗად,მᲗავრობამაც მაᲗ Შორის,ფეხბურᲗის ფედერაციამ და ვინ გაცალა,Შემოაგდეს ეს კანონი,კარგი ბატონო არ არის რუსული,არც ქრᲗულია ბოლო,ბოლო,უცხოური გავლენის აგენტი Თუ რაც არის,გᲗხოვᲗ გაიწვიეᲗ ბატონო ᲑიᲫინა ეს კანონი,Თუ ერᲗ ბავᲨვს მაინც რამე მოუვიდა მერე ნახავᲗ Თქვენ ხალხის Ძალას და ხალხის მმარᲗველობას.
გოᲩა
04 მაისი 2024 10:32
12
არასოდეს პრორუსი არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც ახლა ხდება დამღუპველია საქართველოსთვის. ასეთი ჯოს, ჯოს ძახილით დავკარგეთ შიდა ქართლი და აფხაზეთი, ხოლო უფრო ადრე უღმერთო ნოე ჟორდანია მთავრობის უგუნური პოლიტიკის შედეგად სხვა ტერიტორიები. ხალხმა უბრალოდ რუკა არ იცის, შეხედეთ სად მდებარეობს საქართველო ყველა მხრიდან მუსულმანური ხალხებით ვართ გარშემორტყმული. საქართველოში უკვე ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი ალიევი და მამედოვია. ერდოღანი ლექსებს კითხულობს და ფიცს დებს რომ დედა სამშობლოს მოწყვეტილი მესხეთი დაუბრუნდება თურქეთს.
ზურა
04 მაისი 2024 10:23
23
რუსეთზე რას მოგვახსენებთ?პუტინი რას ფიქრობს?ერდოღანის და ალიევის ფიქრები გცოდნია და პუტინისაც გეცოდინება.
ვალერი
04 მაისი 2024 10:37
9
ჯიგარი ხარ, კარგია, რომ შერიგების და გაერთიანების პოზიცია გიკავია, კომენტარებით კი ხედავ, რომ ვითომ ლიბერალი და ევროპის მეხოტბე სასტავი რეალურად ფაშისტი კომსომოლები არიან, მარტო თავისი აზრია სწორი და ყველამ ისე უნდა წეროს და იფიქროს როგორც მაგათ. ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ გაგიჟებულ მასას, ღმერთი ხედავს მტყუანმართალს, მრავალ აღდგომას დაესწარი და ხალხის სიყვარული არ მოქკლებოდეს
Guderian
04 მაისი 2024 10:01
18
შენთვის, ილია ჭავჭავაძეც ლიბერალია და სააკაშვილ-ბოკერიაც?
დიდ-ს :))
04 მაისი 2024 18:45
0
დიდი უკვე დებილი ხარ ილიას რომ ადარებ ამ ლიბერალებს მაშინდელ ლიბერალიზმს რომ ადარებ დღევანდელს კაცმა თქვა ენა მამული სარწმუბოება და ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეკუთნოდესო დღევანდელები მონები არიან ამერიკის და ევროპის მონა კიდე მონაა რუსეთის ხარ თუ სხვისი
სოსო
04 მაისი 2024 12:25
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული