"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
რატომღაც კარგი ბიჭი მეგონა კვარა, ეხლა რასაც უყურებ ამაზე ასეთი დასკვნა გამომაქვს, ჯერ გაიტრუნა, ელოდა აქციის დაშლა-გარყვნას, ეს რომ არ მოხდა და მთელმა სპორტულმა სამყარომ გამოთქვა აზრი ეხლა გამოხდა არც შამფური დაწვა არც მწვადი. ასევე ბოღმა და პატარა კაცობა ჩადო ამაში, შემირცხვენია შენი და ტალახაძის მიღწევები, ჯერ ერის შვილი უნდა იყო და პროფესიონალიზმიც სამშოლოს უნდა მოახმარო და არა პირიქით.
ანა
04 მაისი 2024 07:51
46
ანა, "ვივამედი"-დან ხომ არ მოდიხარ?
ანა-ს!
04 მაისი 2024 10:32
3
ყოფილი მიშამადიდებლებითა სავსე საქოცეთი. რა შუაშია მიშა გრიშა. განსხვავებული აზრი არ შეიძლება გქონდეს?
1357
04 მაისი 2024 09:27
3
ყველა გამოხმაურება
ბიჭებო ერთი სათხოვარი მექნება ფეხბურთელებს მივმართავ... კარს მოგვადგა ევროპის ჩემპიონატი და ძლივს უფლის წყალობით გავედით. მოდით რა კონცენტრაცია მოახდინეთ ყველამ მომავალ ევროზე და ამ არეულ დარეულობაზე ნერვები არ იშალოთ. უფლის წყალობით გადავრჩებით და ევროპაშიც შევალთ. წინ საქართველოოოოოო, ჯგუფიდანაც გავალთ და სასწაულებსაც მოვახდენთ. ყველას გილოცავთ ქართველებო, მართლმადიდებლებო ქრისტეს აღდგომას. დიდება უფალს.
კახაბერი
04 მაისი 2024 07:50
2
შენ შემოგევლე გულში ქართველო!!!! მიბაძეთ ყველამ ამ მაგარ კაცს და ქართველს
აბრეზა
04 მაისი 2024 07:48
3
მხოლოდ ფეხბურთის თამაშში. კარიერას რომ მორჩება, მერე ვნახოთ, მისაბაძი იქნება თუ არა.
გულშემატკივარი
04 მაისი 2024 10:35
8
ჯობდა საერთოდ არ გაგეკეთებინა კომენტარი, იმიტომ კი არა რომ ამის უფლება არ გაქვს. კომენტარის გაკეთებაზე ეს დღეები ფიქრობდნენ ისინი ვინც შენს მაგივრად ეს ტექსტი დაგიწერა. შენ არვინ გეკითხება, რასაც გეტყვიან იმაზე.აწერ ხელს. დაგმე ძალადობა და გქონდეს შენი პოზიცია. რუსეთიდან წამოსული იყავი და რუსეთის აგრესიაზე გკითხეს უკრაინაში, შენ არ ვერევიო და მაგაზე.მიიღე კრიტიკა, რაც აქ შეიფუთა რო ნაცები გებრძვიან. ნაცების დედაც... გქონდეს შენი აზრი ან საერთოდ არ თქვა ჯობია.
4444
04 მაისი 2024 07:30
49
მართალია.ვინმეს სჯერა რო ეხლა ამან მანჯალაძე ვინ იყო ის იცოდა. უინტელექტო ტიპია რომელიც კარგად თამაშობს ფეხბურთს. ინტელექტი, საფეხბურთო აზროვნებაში არ შეგვეშალოს.
Rezo
04 მაისი 2024 09:01
26
ხვიჩასგან ინტერვიუ უნდა აეღო BMG ტელევიზიას და უარი უთხრა მანანა მანჯგალაძეს ვერ მოგცემთ ინტერვიუსო სააკაშვილთან ასოცირდებიო და ეს რა პოზიციაა, ეს არ არის დაყოფა? ტიპს თავის პოზიცია არ აქვს, რაც უთხრეს ის მისწერა.
1357
04 მაისი 2024 08:33
24
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა კარგი ხარ ეგრე რა!! შენ ეკუთვნი საქართველოს !!!! გრანტიჭამია უსახური არასამთავრობოების სახეებს შემახედა ამ კომენტარის მერე!!! შიგ ლომჯარიაში მოარტყა ხვიჩამ!!!!!!
Pepelu
04 მაისი 2024 07:19
39
ვეროპელობაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოსო .....
ევროპაო - იქ მინდა თამაშიო - რუბინში აღარ დავბრუნდებიო.
REZO
04 მაისი 2024 07:57
4
აი ასეთი უნდა ახალგაზრდა.საქმითა და სიტყვითაც მოყვარული ქვეყნისა.
ნაძირალა მებულინგეებს კარგად გადაუტყლაშუნა.ერთიანობა წესიერებითო!!!
შენ გაიხარე,ჩენო ხვიჩა,ბრწყინვალე სპორტსმენო და ჩინებულო მოქალაქევ!!!
კოლხიდელი
04 მაისი 2024 07:11
6
ხვიჩა მთელ საქართველოს გვიყვარხა და მაგიტომ გირტყავენ რომ ჩვენც გვატკინონ და შენც წონასწორობიდან გამოგიყვანონ. საქართველოს წარმატება სძულთ და ადრე 1937 წ თუ ხვრეტდნენ ჩვენს წარმატებულ პიროვნებებს სამშობლოს სიყვარულზე, ახლა დრო შეიცვალს და ტროლბოტებს უსევენ ისეთივე წარმატებულ ხალხს. ახლა აქ სპორტალზეც გადმოინაცვლეს და ომი გააჩაღეს. საქართველო კარგა ხანია ომშია და ეს უკვე სხვა ლეველზეა ომი, განსხვავებულიც იქნება და ასე მალე არ დამთავრდევა. სანამ ჭირს არ მოიხდის ჩვენი ქვეყანა სახელად საქოცეთის მთავრობას. ხომ ნახე მთელ ნაკრების ბიჭები დატროლეს როგორ თქვით სიმართლეო? შენ იქ ხარ ყოველთვის სადაც საქართველოა სიხარულია თუ ტრაგედიაა. დაიკიდე ტროლბოტების ჯგუფი ჩვენ მთელ საქართველოს გვიყვარხარ. საქართცელო აუვცილებლად გაწევრდევა ევროპაში, ისე ვარ დარწმუბებული როგორც შენში, რომ ჩვენთვის ბედნიერების ჩექებით შენც ბედნიერი ხდები. მიშას დდც და ბიძიბას დდც თქვენი თაობა ხართ საქართველოს იმედი. მიყვარხარ და წარმატებას გისურვებ. ❤️
G.LA
04 მაისი 2024 06:36
6
ხვიჩამ თავისი აზრი დააფიქსირა და ორივე მხარე გაფაციცებით ცდილობს ამოკრიფოს სათავისო მონაკვეთები,თუმცა გარკვევით თქვა სათქმელი. სინამდვილეში,ორივე მხარეს გითხრათ არა,თუმცა თქვენი ჩაბნელებული თავები ამას ხო ვერ გაიგებს და ახლა მიდის ლანძღვა ამ ბიჭის. ხვიჩამ მხარი დაუჭირა იმ ხალხს,ვინც არცერთ მხარეს არ წარმოადგენს,ვისაც არ სურს სამოქალაქო დაპირისპირება და ნგრევა. ზოგიერთმა ისიც ვერ გაიგო,რატომ იხმარა "არა ყველაფერს რაც გვაპირისპირებს" და რა აპირისპირებს ამ ხალხს? ქოცეთი? არა რათქმა უნდა,რაში აწყობთ. აქციაზე მყოფი ხალხი? არა,რაღაც ვერ გაიგეს ან არ მოსწონთ და აპროტესტებენ. ვისაც საქართველოში დაპირისპირება უნდა,ესენი არიან უცხოური ძალები და პოლიტიკოსები. საქართველოში წარმოდგენილ კანონ პროექტს ნატოს გენმდივანი აპროტესტებს და იბადება კითხვა,ასე დარდობენ ჩვენზე? თუ ეგრე იყო,2008 წელს რატო შეგვატოვეს რუსეთს და რატომ არ მოგვცეს მაპი,რაც მწვანე შუქი იყო რუსეთისთვის. ან ამერიკის დეპარტამენტი რო იპუტავს თმებს,ჩვენზე დარდობენ? მეტი არ იქნას,ამერიკას აქ სჭირდება არეულობა,რათა ევროპის დამონება მოახდინოს და ალტერნატიული მარშუტები არ განხორციელდეს,ეს კი დამატებითი სარგებელია აშშსთვის. რუსეთის თანხმობა ამ კანონზე და ტაში,ასევე არის დაპირისპირებისთვის გაკეთებული. დავუშვათ და რუსეთის მართული მთავრობა გვყავს ანუ მათი აგენტები,ვინ ცდილობს თავისი აგენტების გაშიფვრას? ყველაფერი შეიძლება დააბრალო რუსეთს,თუმცა აგენტურა მაგარი ყავს და მათი გატანა იციან. თან ყველაფერთან ერთად,რუსეთს არ სურს ჩვენთან არეულობა იგივე მიზეზით,რაც ამერიკას აქვს,ოღონ რუსეთს ეს დერეფანი აწყობს. მარტივი ლოგიკა აქვთ რუსებს,რაც აძლიერებს აშშ,ის არ აწყობთ. თვითონ ევროკავშირს და ევროპას არ აწყობთ აქ არეულობა,რადგან ასე რუსეთის ან ამერიკის ვასალები გახდებიან.ის რო ცალკეული პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას,ეს არის ამერიკის აგენტურა.აქ ხალხს არ სჯერა ამის,თითქოს სსრკ გამოცდილება არ ქონდეთ და წარმოუდგენელი იყოს ევროპელის მოსყიდვა. ბლატერი არ მოისყიდა პუტინმა? თან ქართველი ხალხის სახელით გვარამიას ალაარაკებენ,ხოდა ის წარმოადგენს თქვენ ხმას? ხვიჩა სამეგრელოდან არის,ცოცხალი მეხსიერება არსებობს ამ რეგიონში,რა მოაქვს დაპირისპირებას. ბევრი თავისი ცხვირის იქეთ ვერაფერს ხედავს,დაიბადა 2000 წელს? არ აინტერესებს რა მოხდა მანამდე:) ვინც ასე ხართ,საიდან იცით რო საბჭოთა კავშირი არსებობდა?თუ 90იანები არ გახსოვთ და მიშას რეჟიმი,უფრო ადრინდელი ამბები რანაირად გახსოვთ,დაბადებულები ხო არ იყავით?

პ.ს. ყოჩაღ ხვიჩა,იმ სიტუაციაში,როცა ორივე მხარე ცდილობს ზეწოლას,ადვილი არ არის სიმართლე თქვა და მხარი დაუჭირო საქართველოს.ვიღაცას კი არა,საქართველოს თავისი აღმატებულებით.
იასონას უდარი
04 მაისი 2024 06:33
4
მაგარი კაცი ხარ ხვიჩა ! აბა რა ხდება ნაც საქონლები ჯერ არ დაიქოქნენ ? DD
zura222
04 მაისი 2024 05:33
11
ვინც ხვიჩას აბულინგებდთ, თქვენი უმადური...
საქართველო
04 მაისი 2024 05:23
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული