"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში ბოლოდროინდელ ამბებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.

"მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები, სადაც ჩემი საქართველოა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს!  არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.

მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.

არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო", - წერს ხვიჩა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 157 /
ღალატი რა ღირს ჩვენ ნამდვილად არ ვიცით,შენ კი აუცილებლად გეცოდინება. ხომ გამოჩნდაო,---რა გამოჩნდა ,რას ბოდავ ,რას მიედ მოედები.გამოჩენით კი გამოჩნდა ,მაგრამ არა ის ,რასაც შენ გულისხმობ.გამოჩნდა ,რომ დასავლეთის მზაკვრულმა პოლიტიკამ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოაშტერა და გამოათაყვანა .ორი პროცენტი მდიდარია და დანარჩენები ღარიბებიო და ამას რუსეთს აბრალებ.ადამიანის ამაზე მეტი გამოდებილება შეიძლება? 30 წელზე მეტია რაც რუსეთს დავშორდით და შენ სათაყვანებელ დასავლეთს ჩავბარდით ,მორცხვი ქალიშვილივით და თუ რამ ცუდი და უკეთური გვჭირს ხომ მათი მოღვაწეობის შედეგია? ამ რეალობის შებრუნებით აღქმა მხოლოდ და მხოლოდ გარეწრების და მოღალატეების ბუნებაშია.სიცრუე,ტყუილი,უნამუსობა,თვალებში ნაცრის ყრა,----აი ვინ არის დასავლეთი ,აი ვანა ხართ თქვენ,მისი მოთაყვანეები.
გიორგის
12:31 05-05-2024
9
არვარგა ხმალი რომელიც ქვეყნის ერთიანობისთვის არ ელავს. ბედნიერია ის ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული. სამშობლო ხომ ერთია ქვეყანაზე ის არცერთ თეთრათ არ იყიდება და ვინც ღალატს გაივლებს გულში უმალ ლეშათ იქცევა
დავითი
12:10 05-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული