"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ
ხდება... მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რევიშვილმა

სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

alt"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

altეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

მკითხველის კომენტარები / 34 /
ბევრი უცნაური კომენტარი წავიკითხე, ყველას თავისი აზრი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ სანიოლმა ხომ გასაგებად ახსნა მიზეზი, უნდა გაითავისოს, რომ პირველ რიგში მცველიაო, მე არაფერი მაქვს აზაროვის საწინააღმდეგო, პირიქით სწრაფია, ტექნიკურია, მაგრამ შოტლანდიასთან წაგება მისი ბრალია, არადა მოგებული იყო თამაში, რაღა რჩებოდა, ეტყობა ეგ ვერ აპატია სანიოლმა, მე ასე მგონია, დანარჩენს მომავალი გვეტყვის.
დიდება საქართველოს!
ლევანი
26 მაისი 2024 15:27
3
შოტლანდიასთან როდის წავაგეთ აქ?
დავით
26 მაისი 2024 16:27
0
აზაროვი არის ნაკრების მომავალი და ჭირდება შესაბამისი მიდგომა, საერთოდ ფედერაციის მხრიდან რა კეთდება იმისთვის რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს ქონდეთ განვითარებისთვის შესაბამისი ასპარეზი. და კიდევ ნურავინ მიიწერს ამ გამარჯვებას თავის თავზე ყველაზე დიდი წვლილი დინამოს აკადემიაზე მოდის და ახლო მომავალში ეს უფრო გამოჩნდება.
გიორგი
26 მაისი 2024 14:12
4
კარგი დრო დაუდგა საქართველოს ნაკრებს, აზაროვის დონის მოთამაშე ნაკრებში რომ ვერ ხვდება. ახსნითაც გასაგებად ახსნა სანიოლმა, რა იყო ამის მიზეზი. შეიძლება დაეთანხმო ან არა, მაგრამ ისტორიული გამარჯვების შემოქმედია, მომდევნო შედეგებზეც პასუხისმგებელი ისაა და აქვს უფლება, ასე გადაწყვიტოს.

ნამდვილად არ მგონია, რომ პოლიტიკური მოტივით რომელიმე ფეხბურთელი ნაკრებიდან ჩაეხსნათ, მათ შორის ჯაბაც.

მეც იმედგაცრუებული ვარ აზაროვის გამო, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, იბრძოლონ, რომ ერთჯერადი არ იყოს ეს წარმატება...
Lasha
26 მაისი 2024 13:42
5
26 ფეხბურთელი არ ითამაშებს მნიშვნელოვან თამაშებში. პირველ ორ თამაშში მაქსიმუმ 15 ან 16 კაცი მიიღებს მონაწილეობას. 8 კაცი უბრალოდ გუნდთან იქნება და ვარჯიშის პროცესში დაეხმარება გუნდს. მათი ძირითადი ფუნქცია არის გუნდში დადებითი განწყობის შექმნა. ასეთი ტურნირის პირობებში მწვრთნელებს არ ექნებათ იმის დრო, რომ ვინმეს აღმზრდელობითი სამუშაო ჩაუტარონ. ვინც სანიოლის აზრით გუნდის ფსიქოლოგიურ ბალანსს არ დააზიანებს, ის ხალხი გამოიძახა.
რეალობა
26 მაისი 2024 13:20
1
ჩემი გადმოსახედიდან სანიოლს მაქსიმალურად მრავალმხრივი (ბევრ პოზიციაზე მოთამაშე) ფეხბურთელები ყავს შერჩეული. რათა მეტი ლავირების და გადაწყობის შესაძლებლობა ქონდეს.
ფლანგებს რაც შეეხება.
მარჯვენა ფლანგზე:
1) კაკაბაძე - რომელიც მარჯვენა დაცვას ითამაშებს
2) გოჩოლეიშვილი - რომელსაც თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია
3) ლობჟანიძე - გვინახავს სრული ფლანგი რომ ჩაუბარებია, ასევე შეუძლია მარჯვენა ვინგერად და მეორე ფორვარდად თამაში

მარცხენა -
1) შენგელია - რომელიც ძალიან კარგი იყო მარცხენა ფლანგზე, ასევე შეუძლია მარცხენა და მარჯვენა ვინგერად თამაში
2) წიტაიშვილი - კარგად შევიდა მარცხენა ფლანგზე, ასევე გვინახავს როცა მარჯვენა ფლანგზე აყენებდა, ასევე შეუძლია შეტევაში ორივე ფლანგის ვინგერად
3) (როგორც ზემოთ ავღნიშნე გოჩოლეიშვილს ორივე ფლანგზე გამოიყენებს საჭიროებისამებრ)

შედეგად ორივე ფლანგზე ყავს 2 ძირითადი კადრი და + მესამე ვარიანტიც.

აზაროვს გუნდში თუ განვიხილავთ, ალბათ მხოლოდ ამ ხალხთან უნდა ქონდეს კონკურენცია და რომელიმს მაგივრად ჩაჯდეს, რადგან სხვა ზონას და პოზიციას ვერ გაამაგრებს.

როცა კომენტარი კეთდება ნახევარდაცვის ფეხბურთელებზე, რომ მაინც არ ათამაშებენ, ეგრე ყველაზე დიდი ალბათობით მესამე მეკარე არ დაჭირდება სანიოლს და მაშინ მის მაგივრად მოვითხოვოთ აზაროვის ჩასმა, რაც არალოგიკურია.

საბოლოოდ კი ამ კაცმა თავისი ხედვით გაგვიყვანა ევროპაზე, რაც ჩვენი ოცნება იყო და ბოლო დღესაც ბევრს არ ჯეროდა, ხოდა ალბათ იმსახურებს, მივცეთ უფლება დაასახელოს თვითონ შემადგენლობა და ვენდოთ, ვისიამოვნოთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქომაგობით.
რატ
26 მაისი 2024 12:19
9
ჩემი აზრით იმის გამო დასაჯეს რომ უკრაინაში თამაშობს და პოსტიც ქონდა ევროპის მხარდაჭერის, სხვა მიზეზს ვერ ვუძებნი, ეგეთი მაგარი ფლანგის მცველი დიდი ხანია არ გვყოლია და 26 კაცშიც არ მოახვედრეს
Geo
26 მაისი 2024 12:07
46
ვითომ? და გოჩოლეიშვილი სად თამაშობს? მთვარეზე?! ისე, ჩემი აზრით აზაროვიც ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშს.
mamuka
26 მაისი 2024 14:22
1
ნუ წაიღეთ რა ტვინი,დელ პიერო და ბაჯო არ წაუყვანიათ და ეს აზაროვი ვინაა?რობერტო კარლოსია?თუ მესხი?
ლექსო
26 მაისი 2024 12:03
16
თუ გვარი შვილზე ძეზე არ მთავრდება შანსი არ გაქვს საქართველოში არაფერში. ფაქტია . რაც არუნდა ცუდად და უხეშად ჟღერდეს . სამწუხაროა მაგრამ ეგრეა. ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 30% არა ქართველი ცხოვრობს. არც ერთ თანამდებობას არც ერთ სპორტულ წარმატებას ან ცნობადობს ვერავინ აღწევს. ან უბრალო დამთხვევაა ან არ ვიცი. ბევრ ნორმალურ ქართველს გააღიზიანებს ჩემი კომენტარი და ამისთვის ბოდიშს გიხდით. ეს ეხება იმ ნაციონალისტების მცირე ჯგუფს ვინც ამინდს ქმნის
Giorgi
26 მაისი 2024 11:59
63
სასაცილო კომენტარებს და "ავტოლაიქებს" არ ვართო,
და შენ მაინც აგრძელებ ?! :)))
სვანი ნავერიანების არაქართველობასთან დაკავშირებით შენიშვნაც არ მიიღე!
იქნება და შენი "ბაჯაღლო" ქართული გვარი(ც) გაგვმხილო!
---------
"კაკ რაზ" არ და ვერ ხარ შენ რეალისტი...
რეალისტ-ო
26 მაისი 2024 15:38
0
ეს სისულელე რამ დაგაწერინა ?!
სანეევიდან დღევანდელ გოლივინამდე თუ
მატოიანიდან ესკეხან მადიევამდე ..
--------------
რა მისატანია ირაკლისთან დაჯავშირებით, მაგრამ გადახედე სპორტის რამდენი სახების ნაკრებშია არაქართველი ...
ირაკლი აზაროვი - წართველია !
26 მაისი 2024 14:50
2
ყველა გამოხმაურება
საერთოდ წარმოუდგენელია რა ლოგიკით შეიყვანეს ნაკრებში ტაბიძე,მამუჩაშვილი და მექვაბიშვილი?და ვერ მოხვდნენ საზონოვი,აზაროვი და არაბიძე?...აშკარად პირადულია და უპატრონიბის ბრალია...ფინანსები ხომ უნდა გაანაწილონ შინაურებს შორის... რომ თქვან ამ ბიჭებმა უარი საერთოდ ნაკრებში თამაშზე ხომ იქნება ხელმძღვანელობა ღირსი?....წარმატებები ქართულ ფეხბურთს და მთლიანად სპორტს...
დავითი...
26 მაისი 2024 11:56
12
მთავარია მექვაბიშვილი მოხვდა)))სად ამიერკავკასიის საუკეთესო გუნდის ფეხბურთელი,მერე რა რომ ახლა ათ გუნდში მეექვსეა)))და სად ვიღაც შახტარის ფეხბურთელი)))
გიუშა
26 მაისი 2024 11:34
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული