"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ
ხდება... მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რევიშვილმა

სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

alt"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

altეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

მკითხველის კომენტარები / 34 /
ტაბიძის, მამუჩაშვილის, მექვაბიშვილის და სხვების ადგილია და უკრაინის ჩემპიონის ადგილი არაა?! თუგინდ გოჩოლეიშვილი კია ღირსი, ის რატომ არაა ღირსი? საზონოვი კი ბონჯიორნოსთან კონკუირებს, რომელიც იტალიის მაკრების წევრია და ტაბიძე მასზე უკეთესის ახლა? მითუმეტეს ჩაკვეტაძე ტრავმებისკენ მიდრეკილია, თუმცა არ ვამბობ რომ ნაკრებში არ უნდა იყოს, მაგრამ მის ადგილასაც კი გაქაჩავდა. ძალიან მომწონს არაბიძე და კოხრეიძე, მაგრამ სხვა, ზემოხსენებული ხალხის ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახება რაღაც გულწრფობისგან შორს ჩანს!
ლაშა
26 მაისი 2024 11:16
7
რევიშვილი არის ჯუღელის პარტნიორი.
ამიტომ რევიშვილის აზრი ჯუღელის ფეხბურთელის შესახებარ არის საინტერესო.
რეალობა
26 მაისი 2024 11:14
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული