"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

AutoSharing Option
TST სპორტი ევრო 2024-ის შესახებ ინტერვიუების სერიას აგრძელებს, ამჯერად მათი გადაცემის სტუმარი ვეტერანი ფეხბურთელი და საფეხბურთო მენეჯერი ნუკრი რევიშვილი გახლდათ. ნუკრიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. რევიშვილის თქმით, ევროპის ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში ირაკლი აზაროვის ვერმოხვედრა, მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ ირაკლი საქართველოში გამორჩეული ფეხბურთელია. ყველა მწვრთნელს თავის შეხედულება აქვს, თავიანთი მონახაზი აქვთ, იგივე ეხება ვილი სანიოლსაც. ძალიან გული დამწყდა, როცა გავიგე, რომ ვერ მოხვდა 26-კაციან განაცხადში. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ
ხდება... მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ისეთი ბიჭია, ყოველთვის დაამტკიცებს თავის კარიერის ბოლომდე, რომ ის საუკეთესოა საქართველოში და ამით არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა რევიშვილმა

სრული ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე

alt"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

altეტო’ო, ვილიანი, რევიშვილი... ქართველი მეკარე რუსული კლუბის საუკეთესო ლეგიონერებში

altნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან

მკითხველის კომენტარები / 34 /
საქართველოში და მით უმეტეს სპორტში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს სიცილიურ მაფიაზე დიდი მაფია. ეს დამტკიცდა აგერ აზაროვის განაცხადში არ შეყვანით. აბა რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა ასეთ ნიჭიერ და ენერგიულ ფეხბურთელზე უარს. ამიტომაა რომ ვართ ასეც ცუდ სიტუაციაში მუდამ
როლანდი
01:34 28-05-2024
1
ნუკრი ჩემო საყვარელო და დატანჯულო კაცო, შენც ხომ ნაკრებში იყავი და მის შემდგომ რა შეიცვალა, ძმობას გაფიცებ? ისე ხომ იცი რომ სულ სხვა ნაკრებს შეარჩევდი 2/3.გაივლის evRo2024 და მაინც სხვა მწვრთნელს/
იმედია ქართველს/და სხვა შემადგელობას ვიხილავთ მერე მართლა პერსპექტივაზე გათვლილს,წინ საქართველო

ეუსებიო
01:13 27-05-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული