რიცხობრივ უმცირეობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

AutoSharing Option
ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კვიპროსს 2:0 მოუგო.

სტუმრები ხაბურძანიამ დააწინაურა, რომელმაც შემდეგ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა, მეტოქის კარი ბაქრაძემ დალაშქრა და ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

ანტმანის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა (ამდენივე ქულა ლიეტუვას აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მეორე პოზიციაზეა) და მომდევნო შეხვედრას 4 ივნისს საკუთარ მოედანზე კვიპროსთან ჩაატარებს.

ახნასი. „დასაკი“
კვიპროსი - საქართველო 0:2
გოლები: 0:1 ხაბურზანია
(32), 0:2 ბაქრაძე (63)
გაძევება: ხაბურზანია (39)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, კალანდაძე, გასვიანი, ჩხარტიშვილი, პასიკაშვილი, ჩემინავა (ბებია 56), დანელია, ხაბურზანია, ბუხრიკიძე, ბაქრაძე (ამბალია 83)

altკვიპროსი-საქართველო | ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩი

მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ გოგონებო,ძალიან მაგრები ხართ,წარმატებებს გისურვებთ, მოიგეს ასევე ფრენბურთის ქალთა ნაკრებმა,ლუქსემბურგთან 3-0, როგორც იქნა გვეღირსა ქალთა გუნდები,რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგავენ, სამწუხაროა რომ არცერთი სატელევიზიო არხი არ აჩვენებს მათ თამაშებს.
გია
01 ივნისი 2024 14:39
0
ყოჩაღ გოგონებო, გილოცავთ!
SOS!!!
01 ივნისი 2024 07:04
0
გილოცავთ,მალე თქვენც მენახეთ ევროპის ჩემპიონატზე
Dato
31 მაისი 2024 23:37
1
Kargia,meore tamashic unda mougot,warmatebebi!!!
L.J .
31 მაისი 2024 22:41
0
ყოჩაღ გოგოებო!შრომობენ და თანდათან შედეგებიც ჩნდება.
სოსო
31 მაისი 2024 22:29
0
ყოჩაღ,გოგონებო,ყოჩაღ!
მაო
31 მაისი 2024 22:12
0

სიახლეები პოპულარული