ნესტა, მალდინი თუ კალაძე? - შევჩენკოს ამ სამ მცველს შორის საუკეთესოზე დაეკითხნენ

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდას, ანდრეი შევჩენკოს, იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი საუკეთესო თერთმეტეულის დასახელება სთხოვეს, ვისთან ერთადაც "როსონერიში" უთამაშია.

- დიდა, აბიატი თუ როსი?
- დიდა.

-კაფუ, ძამბროტა თუ ტასოტი?
- რთულია ერთის დასახელება... ტასოტი.

- მათგან ორი აირჩიეთ - მალდინი, კოსტაკურტა, ნესტა, სტამი თუ კალაძე?
- ნესტა და მალდინი.

- სერჟინიო თუ იანკულოვსკი?
- სერჟინიო.

- მათგან სამი აირჩიეთ - გატუზო, პირლო, ზეედორფი, ამბროზინი, ალბერტინი
- გატუზო, ზეედორფი და პირლო.

- მხოლოდ ორი დაგვისახელეთ - კაკა, რონალდინიო, რუი კოშტა, ბობანი და რივალდო..
-
კაკა და ბობანი.

- ვეა, ინძაგი, კრესპო, ტომასონი, ბიერჰოფი და შევჩენკო - რომელს ირჩევთ?
- აუცილებლად ინძაგის ვიტყვი. შემდეგ კი არჩევანს კრესპოსა და ვეას შორის გავაკეთებდი, მე? პრეზიდენტობა მირჩევნია.

- მწვრთნელი?
- კარლო ანჩელოტი", - განაცხადა შევჩენკომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

alt"სად იყო შევჩენკო ომის პირველ ოთხ თვეს?" - ყოფილ უკრაინელ ფეხბურთელს ანდრეის პატრიოტიზმში ეჭვი ეპარება

altშევჩენკოს რევოლუციური იდეა ფეხბურთში - უკრაინაში მსაჯები სიცრუის დეტექტორს გაივლიან

alt"UEFA-ს წარმომადგენლებო და პრეზიდენტო, მინდა, უკრაინაში დაგპატიჟოთ და ეს განახოთ..." - ანდრეი შევჩენკომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართა

მკითხველის კომენტარები / 25 /
ისე რომელმა იდიოტმა დაუსვა შეკითხვა კალაზე,ამ დამცველების გვერდით სირცხვილი არ არის კალას ხსენებაც კი.
ლექსო
14:05 07-06-2024
50
კალაძის ხსენებაზეᲜაცლიბერალების ალერგიაზე ვხალისობ მაგრად.თქვენ რო ღიზიანდებით ე.ი. კალა ჩემპიონი ყოფილა მართლა.ამასწინათ ტიკტოკში ვიღაც კალაძეზე კალოშაო იძახის. ერთი წამით არ უნდა დაფიქრება-კალაძე თუ კალოშაა შენ ვინ ხარ?კალაძეს განავლის ფასიც რო არ ხარ.სპორტული მიხწევებით,ინტელექტით,თანამდებობით,ხალხის სიყვარულით,პოპულარობით თუ ბოლობოლო ქონებით ხარ კალაძეზე მეტი?
jordan beli
19:36 07-06-2024
28

სიახლეები პოპულარული