ირაკლი კობახიძე - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!

AutoSharing Option
დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით, დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას სჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის.

„დადგა დღე, რომელსაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ენით აუწერელია სიამაყის გრძნობა, რომელიც დღეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეუფლება.

დღესაც ზუსტად ისევე მჯერა ჩვენი ბიჭების, როგორც 3
თვის წინ, 26 მარტს მჯეროდა. მჯეროდა, რომ ბიჭები თამაშში სულსა და გულს ჩადებდნენ და საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას აჩუქებდნენ.

დღესაც ზუსტად ასევე მჯერა, რომ ბიჭები სამივე თამაშში სულსა და გულს ჩადებენ და ჯგუფიდან აუცილებლად გავლენ.

მჯერა ნაკრების თითოეული ფეხბურთელის. მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი, კაშია, კვერკველია, გველესიანი, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, დვალი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, სიგუა, ქოჩორაშვილი, შენგელია, დავითაშვილი, წიტაიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკვესკირი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია, კვარაცხელია - მჯერა ამ ბიჭების ნიჭისა და პატრიოტიზმის. მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!“, - აღნიშნავს პრემიერი.

წყარო: ინტერპრესნიუსი
მკითხველის კომენტარები / 13 /
სულზე მოგვასწრო შენმა და ბატ. ბიძის ტრიუკებმა, თორემ ამას ხომ ვერ მოვესწრებოდით..
ლალი
11:54 18-06-2024
13
ჩვენ (საქართველო) კიდევ მრავალჯერ ავამღერებთ საქართველოს ჰიმნს, მაგრამ შენ და შენ ხიხოს მოგიწევთ რუსული ჰიმნის მოსმენა პეწერბურგში. გინება არ მინდა რომ არ დაბლოკონ
.....
13:31 18-06-2024
16
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული