"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

AutoSharing Option
ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე
დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.


altსაუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 142 /
ვეთანხმები, სანიოლმა წააგო. თურქეთთან და ჩეხებთან მხოლოდ პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ.
ამო
19 ივნისი 2024 14:49
3
ფეხბურთზე გვაინტერესებს კიდევ მოსამართლის,პროკურორის,მზარეულის და პროქტოლოგის აზრი )))
md
19 ივნისი 2024 13:29
18
100% -ით ვეთანხმები "martali" ს, საუკეთესო დაცვა შეტევაა. ცხადაძე იყო მაგარი შემტევი თამაშით და შეტევაში კომბინაციების მრავალფეროვნებით, ისწავლოს სანიოლმა მისგან, ვითამაშოთ მოგებაზე, მითუმეტეს ახლა უფრო მაღალი კლასის შემტევები გვყავს, ვიდრე ცხადაძის დროს.
ზურა
19 ივნისი 2024 13:23
3
მეც მიმაჩნია,რომ ჩაკვეტაძე არ უნდა შეეცვალა.რომ შეხედა,არ წაუვიდა თამაში კვარას,უნდა შეეცვალა და საერთოდ, დააგვიანა შეცვლა.ზივზივაძე უნდა გამოეყვანა უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში და არა თამაში ფაქტიურად დამთავრებული რომ იყო.
სანამ საჯარიმომდე არ მოვიდოდნენ თურქები,მანამდე ფაქტიურად არ ეთამაშებოდნენ,აძლევდნენ ძალიან დიდ სივრცეს,რაც იმაზე მეტყველებს,რომ დაცვით თამაშს თამაშობდნენ და მივედით კიდევაც ლოგიკურ შედეგამდე.

ტარიელი
19 ივნისი 2024 13:06
2
შემწვარი გოჭი :))
Karena
19 ივნისი 2024 12:56
0
შალო
19 ივნისი 2024 12:55
0
მამარდას წინ წასვლა კი არ იყო შეცდომა პროფსირ, გადმოვარდნილი ბურთი ალთუნაშვილმა რომ დაკარგა ის! ტაქტიკა კონტიგენტის მიხედვით ოპტიმალური იყო; მაღალ პრესინგს ჩვენ ვერ ვახერხებთ, ბუდუ ბურთის ამომტანი არაა... ხვიჩას ყოველ წუთს შეეძლო რაღაც ექნა, ის ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა სხვებისთვის ...
იულონი
19 ივნისი 2024 12:51
1
ალთუნაშვილმა რა და რატომ დაკარგა ამაზე არ მიდის კამათი პროფსირ! როცა გატანილ/გაშვებული ბურთების რაოდენობა ძალზე მნიშვნელოვანია, მეკარის მოწინააღმდეგის საჯარიმოში ყოფნაა ძალზე გაუმართლებელი, რისკი კი იმაზე ბევრად მეტი ვიდრე მეკარის გატანილი გოლის ალბათობა!
გიორგი
19 ივნისი 2024 15:47
2
მართალია ეს ადუკანტი ! ჩაკვეტაძე არ უნდა გამოეცვალა ერთერთი საუკეთესო იყო და არც დაღლია და მაგარი გატეხილში იყო რომ შეცვალა @ და ქოჩორაშვილს რაც შეეხება--მამანაცოვიჩმა(ამას უკვე ცუდი გაგებით არ ვამბობ ! ოღონდ ასე გააგრძელოს თამაში და კიდევ მოუმატოს და თუ უნდა სააკაშვილოვიჩი იყოსDD)თუ ასევე ჩაატარა დარჩენილი თამაშები ამ ევროზე 100% დაესევიან ტოპ გუნდები და ვნახავთ მაგას ან ბავარიაში ან რეალში ან მილანში ან ინგლისში !
zura222
19 ივნისი 2024 12:27
4
დამშვიდდიით, ნერვებს გაუფრთხილდიით, შესაბამისად ჯანმრთელობასაც! მწვრთნელი უნდა იყოს პრინციპული, მისთვის ე.წ."ავტორიტეტი" არ უნდა არსებობდეს, თორემ ატყდება ერთი ამბავი მე გენერლის ცოლი ვაარო და მე კიდევა საყვარელიო!:)) შესაბამისად გამოვა უგემოვნო აჯაფსანდალი! თუ მოგება და გამარჯვება გსურს უნდა იმოქმედო შესაბამისად! და არა იმას უყურო ეს ავტორიტეტია და ის ვიღაცის ფავორიტიო! ეხლა რაც შეეხება თამაშს, არც თურქები წყვეტდენ ციდან ვარსკვლავებს და იმათ ფონზე რაც გამოვჩნდით კი ნახა ყველამ. და ბოლოს ე.წ. მთავრობის მამებმა და ქალაქის მერიკომ დროულად იზრუნონ და მოამზადონ გორგასლის 1 ხარისხის ორდენები!!! მარტო ღირსებისა საკმარისი არააა:)))
დორმიდონტ
19 ივნისი 2024 15:56
1
პირველი ტურის ბოლო შეხვედრა იყო და ვინმემ ითამაშა ასეთი საზიზღარი წინა საუკუნის კატენაჩოს პაროდიით? რატომ არ იძახით სიმართლეს? ვინმეს მოგეწონათ ნაკრები პირველ გოლამდე და მეორე ტაიმში მეორე გოლამდე? ალბანეთსაც არ უკადრიათ იტალიასთან და რატო გვაქვს ეს სუსტის და დამარცხებულის და მეტი აღარ შეგვიძლიას კომპლექსი? თუ ყველა ნაკრები თამაშობს ფეხბურთს სანიოლი რატო 11 კაციან დაცვას? თან გებებში არ გვაქვს და არც გვქონია ეს. და ერთადერთი შანსია შეტევა. რამდენიც წავედით და მწვთნელმა ნება დართო შეტევის შევჭამეთ თურქები და ბიჭებს მადლობა და ეს კანონზომიერიცაა გრანდების გარდა ვინმეს ყავს ნაკრებში იტალიის საუკწთესო ავსრტრიის საუკეთესო საფრანგეთის ლიგის 2 მაგარი და ესპანეთის საუკეთესო მეკარე? და მწვთნელი საშინელება დაცვის იქით ცხოვრებაში რომ არ გაუხედია. ეხლა მეტყვით ჩემპიონატზე რომ გაგვიყვანაო? და ერთა ლიგა რომ ყოფილიყო წინა თითქმის ყველა თაობის ნაკრები გავიდოდა აქამდეც. ჯგუფებში მესამეზე გავდიოდით სულ და გრანდების გარდა ყველას ვუგებდით ჯგუფში ხანდახან გრანდებსაც ვამწარებდით. და თუ ეხლა გავედით მხოლოდ ბიჭების თავგანწირვით და სტადიონზე მაყურებლით.
Martali
19 ივნისი 2024 12:16
6
სანიოლ სიგუას მიეცი შანსიიი და პირობას ვდებ თბილისიდან გვასახელებსსსს...
Karche ra
19 ივნისი 2024 12:06
1

სიახლეები პოპულარული